მამაჩემისთვის
მამა
ვიცი,ჩემ ბლოგზე დაიპარები და ამიტომ,აქ გეტყვი იმას,რისი თქმაც შენს ყოველ დაბადების დღეზე კი არა,ყოველ დანახვაზე მინდა,მაგრამ აბა,წარმოიდგინე,რომ დავდგე და ამეების თქმა დავიწყო,რა სასაცილო იქნება. დაწერილი კიდევ აღარ არის სასაცილო .
მა,გილოცავ დაბადების დღეს. საჩუქარს ვერ გჩუქნი,ფული არ მაქვს და შენივე საჩუქრისთვის შენ ხომ არ გამოგართმევ 🙂 სამაგიეროდ,საჩუქრის მაგივრად,გეტყვი,რომ თავი ყველაზე იღბლიან გოგოდ მიმაჩნია,მე ხომ ნამდვილი კეთილი აიბოლიტის შვილი ვარ.
მადლობა იმისთვის,რომ მთელი ცხოვრება ჩემით ვწყვეტ,რა ჩავიცვა,სად წავიდე,რომელზე გავიდე და რომელზე მოვიდე და საერთოდ,როგორი ვიყო
მადლობა,რომ არასდროს შეგიშლია ხელი შეცდომების დაშვებაში.
მადლობა,რომ განა მარტო ყველაფრის ნებას გვრთავ,თან ცდილობ,ეს “ყველაფერი” გაიგო,მიიღო და შეიყვარო
მადლობა,რომ ყველა პირსინგზე მეუბნებოდი ხოლმე,როგორ გიხდებაო,თუმცა ხომ ვიცი,სულაც არ მოგწონდა
მადლობა,რომ თმის გადასაპარსად შენ წამიყვანე. იმ დილით რომ არ გეთქვა,სანამ ახალგაზრდა ხარ,ყველაფერი უზომოდ მოგიხდება და თუ ასე გინდა,გადაიპარსეო,მე კიდევ ასი წელი ვიყოყმანებდი,მერე ამდენ ყოყმანში დავბერდებოდი და აღარც მომიხდებოდა. ვერ წარმოიდგენ,იმ დილით როგორ დაგაფასე
მადლობა,რომ შემიძლია,ღამის სამ საათზე დაგირეკო,გაგაღვიძო და რომელიმე პაბიდან ჩემი წამოყვანა გთხოვო,მარტო იმიტომ,რომ მსოფლიოში ყველაზე უნამუსო შვილი ვარ,რომელსაც ტაქსისთვის ხელის აქნევაც კი ეზარება.
მადლობა იმისთვის,რომ ღამის 2-ზე რომ ავდგე და ჩაცმა დავიწყო,იმას კი არ მეტყვი,რატომ და სად მიდიხარო,ადგები და მანქანას გამოიყვან,ამ შუაღამისას მარტო ხომ არ იბოდიალებო.
მადლობა,რომ ჩემი თავისუფლება უსაზღვროა,ომდენად უსაზღვრო,რომ ხალხს არ ჯერა და ჰგონიათ,ვაჭარბებ.მეც აღარაფერს ვამბობ შენზე,დაუჯერებელი მამა ხარ და ამის მტკიცება მეზარება,ჯერ რა საჭიროა და მერეც,ხომ იცი,რა ზარმაცი ვარ.თან ვინც გვიცნობს,ისედაც გვიცნობს 🙂 საერთოდ,შენზე თითქმის არასდროს ვლაპარაკობ.
მადლობა,რომ ჩემი ცხოვრება ჩემი ცხოვრებაა,ჩემი გადაწყვეტილებები – ჩემი გადაწყვეტილებები და არასდროს მცდელობაც კი არ გქონია,რამე აგეკრძალა ან დაგეშალა,ან აზრი შეგეცვლევინებინა. მადლობა,რომ არ ვიცი,რას ნიშნავს ფრაზა ” არ წახვალ”, “არ ჩაიცვამ”, “არ გააკეთებ” .იცი,შენ ერთადერთი ადამიანი ხარ ჩემ ცხოვრებაში,ვინც შეიძლება აზრი შემაცვლევინოს ხოლმე,მაგრამ არასდროს სარგებლობ ამ პრივილეგიით .
მადლობა,რომ არასდროს გეზარება ჩემთან პოლიტიკაზე და ლიტერატურაზე კამათი.მადლობა,რომ ყოველთვის მეთანხმები,მაგრამ ამას არასდროს იმჩნევ,რა სასაცილო ხარ ხოლმე ამ დროს 🙂
მადლობა ჩემი ჯანსაღი და ლიბერალური შეხედულებებისთვის,შენი დამსახურებაა.
მადლობა იმისთვის,ერთხელ მანქანაში რომ მითხარი,რა მნიშვნელობა აქვს,მუსულმანი ბიჭი გეყოლება გვერდზე,ბუდისტი თუ იეჰოვას მოწმე,მთავარია ბედნიერი იყოო. ვერ წარმოიდგენ,როგორ გამიხარდა.
მადლობა,რომ სულ გვეუბნები,რომ თუ რაღაცა გაგვაბედნიერებს,ეს რაღაც უნდა გავაკეთოთ და არავის აზრებს ყურადღება არ მივაქციოთ.
იმაზეც მადლობა, ცოტა ხნის წინ რომ მითხარი,არც იმას აქვს მნიშვნელობა,გარეგნობით და მატერიალური მდგომარეობით როგორი იქნება,მთავარია,შენ იყო ბედნიერადო
მადლობა,რომ მთავარია,მე ვიყო ბედნიერად.
მადლობა,რომ ყოველთვის გვენდობი და არასდროს გაღელვებს,რას იფიქრებს ხალხი,მთავარია,ჩვენ ვიყოთ ბედნიერად.
მადლობა,რომ ჩვენი ყველაზე უაზრო ახირებები შენთვის წმინდათაწმინდაა და ახირებები უნდა შესრულდეს.
მადლობა,რომ შენს იმედებს და სურვილებს არასდროს მახვევ თავზე და ცდილობ,ეს ზედმეტი ტვირთი ამარიდო. მე ამას ვხედავ და გული მიჩუყდება ხოლმე 🙂
მადლობა ყველა იმ ოჯახური ექსკურსიისთვის,შენ რომ ძეგლების ისტორიას გვიყვები და მე და თამთა არასდროს გისმენთ ხოლმე:)
მადლობა,რომ გვიხარია – ვლაპარაკობთ,გვწყინს – ვლაპარაკობთ, ბედნიერები ვართ – ვლაპარაკობთ,ვლაპარაკობთ,ვლაპარაკობთ.,,
მადლობა,რომ მიუხედავად უზომო დაღლილობისა,ჩვენი მოსმენის თავი ყოველთვის გაქვს.
მადლობა,რომ ჩემი წარმატებები იმდენად გიხარია,თავი მართლა მნიშვნელოვანი მგონია ხოლმე და ბოდიში,რომ იმდენად უნამუსო ვარ,მოყოლაც კი მეზარება და ორი სიტყვით გეუბნები.
მადლობა დდტ-სთვის,ლურსმანას თავგადასავლისთვის და ბეჭდების მბრძანებლისთვის.
მადლობა,რომ ის ვარ,რაც ვარ ,ასეთი მოგწონვარ და არასდროს გეზარება იმის გამეორება,რა ლამაზი და ჭკვიანი ვარ და ღმერთის უმადური,რომ ამას არ ვაფასებ .
მადლობა,რომ ენა არასდროს მოგიჩლექია,პატარა ბავშვივით არასდროს მოგიმართავს და არც დაგიყვირია. კიდევ იმისთვისაც მადლობა,რომ ვიცი – ნამდვილი მამაკაცები არ იგინებიან,არ უხეშობენ და ცხოველებივით არ თვრებიან.
მადლობა,რომ ყველაზე მთავარი მომეცი – თავისუფლება და დამოუკიდებელი არჩევანი.
მა,მინდა,რომ ბედნიერად და კარგად იყო და არაფერზე ნერვიულობდე. ჩვენ არ განერვიულებთ მგონი,არასდროს გაგვიბრაზებიხარ,ეე,შენც როგორ გაგიმართლა 🙂
ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის და ყველაზე მაგარი ტიპი,ვინც კი ოდესმე შემხვედრია 🙂
ხეფი ბიორსდეი,მამა
ee ❤ rakargia
gauxardeba mas aseti sityvebi, tan rom arasdros gitqvams da pirvelad eubnebi tu swer 🙂
hoda vulocav da ase kargad da harmoniulad iyavit didxansdidxans :))
დიდი მადლობა,ბაბისა,გადავცემ მილოცვას 🙂 მართლა სულ პირველად ვეუბნები და ერთი სული მაქვს,როდის ნახავს,მალე ნახოს,მალე ნახოს 🙂
მაგარია, მეც ვულოცავ 🙂
მე და მამაჩემი ისეთი არაექსპრესიულები ვართ, სიტყვებით სიყვარულს ნეტშიც კი ვერ ავუხსნით ერთმანეთს :))
ნინა 🙂
ჩვენც საერთოდ არ ვეფერებით ერთმანეთს და მე მითუმეტეს,ვერ გამოვხატავ ხოლმე,მაგრამ დღეს გადავწყვიტე,ჩემი არაექსპრესიულობისთვის ბოლო მომეღო 🙂
მმმ… რა ვქნა ახლა??:( მეტისმეტად ბანალური ვიქნები, მაგრამ გაჩუმებაც არ შემიძლია…
მართლა არ მეგონა, თუ რეალურად არსებობდნენ ასეთი მამები… როგორ გაგიმართლა:*
ძალიან დიდი მადლობა,ალბათ მართლა გამიმართლა 🙂
გულის ამაჩუყებელია, მარი :))) შემიყვარდა მამაშენი შორიდან 🙂
მაარ რა მაგარია,
მამაჩემი უფრო ბუზღუნაა 😀 და ნაკლებად გამოხატავს, მაგრამ ისე საყვარლად ამაყობს ხოლმე ჩვენით და ზრუნავს 🙂
თმაზე – ყოველ ზაფხულს მთავაზობს გადაიხოტრე, აბა სცადე როგორ იქნებაო, მაგრამ მე ვერ ევლევი თმებს 😀 უუf მომენატრა მამა 🙂
მარ დიდი სიყვარულით მიულოცე მამაშენს
მარ,დიდი მადლობა 🙂
იცი,მე ამ ზაფხულს გავიცანი შენი მამიკო და უსაყვარლესია 🙂
ar shemrcxveba da davwer ro shavi shurit mshurs sheniiii :D:D gilocav xvdebi mara verc ki xvdebi rogor gagimartla imito ro sapirispiro ar gamogicdiaa (albaat) :)))
კი,კი,ვხვდები,როგორ არა 🙂
vaimee maar guli amichuydaaaaa :(((( msoplioshi yvelazee kargi shvilis yvelazee originalurii milocvaaaa yvelazeee sayvareli mamistviiiiiis :*:*:*:** dzaliaaan mikvarxaaart <3<3<3 zura bidziaaa gilocaaaaaaavt :*
აი,აი, რომ მესმის ხოლმე ოჯახზე წუწუნი და მშობლებთან კონფლიქტები, სულ მინდა ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, მსგავსი რამეები რო არ მაწუხებს ხოლმე…
ხოოდა, აი, მამაზე, ძალიან, ძალიან დიდხანს მეგონა, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე იდეალური კაცი იყო, ყველაფერის გაკეთება შეეძლო, რაც დაჭირდებოდა და საერთოდ, ბედნიერებისთვის აუცილებელი იყო, ერთი ეგეთი კაცი სახლში გყოლოდა…
მერე მივხვდი, რომ ყველაფერი მართალია, ოღონდ, მხოლოდ ჩემთვის, სხვებს თავიანთი იდეალური მამები ყავთ…
ხოოდა, ვულოცავ შენ იდეალურ მამას 🙂
გმადლობ,ნასტასია 🙂
მართალი ხარ,ყველას თავისი იდეალური მამა ჰყავს და ეს ყველაფერიც ,ჩემთვის რომ იდეალურიბაა,სხვისთვის შეიძლება სულაც არ იყოს 🙂
yochag 🙂
mamasheni shemiyvarda 😀
magram neta bolomde ar wamekitxa 😀
კიდევ იმისთვისაც მადლობა,რომ ვიცი – ნამდვილი მამაკაცები არ იგინებიან,არ უხეშობენ და ცხოველებივით არ თვრებიან.
:aranamdvilimamakaci:
+
xelebis ushnod mqneveli xandaxan 😀
გუდმენ :დ :))))
მადლობა
marii gilocav tojina zura bidzias dabadebis dges… me xo zustad vici rom martla maseti kargia.. uzomod miyvars… martla yvelaze magari tipia :*
marii,zustad is dawere risi tqmac minda didi xania,samwuxarod weris nichic ar maqvs 😀 mami ❤
❤ ❤ ❤ egeti magari mamiko roa imitomac yavs shennairi magari shvili kud! darwmunebuli var amayobs shenit! :* :*
🙂
არაჩვეულებრივები ხართ შენ და შენი მამიკო)))) ორივეს გილოცავთ, რომ ერთმანეთი გყავთ…. მამის რა მოგახსენოთ, მაგრამ ნამდვილად ვისურვებდი, რომ მეც ესეთი დედა ვიყო))))
იქნები კიდეც 🙂
metireba mar….yvelaze yvelaze bednieri adamiani xar am kutxit!!! minda shens adgilas yofna, JEMALO ME MIYVARS MAMASHENI :)):*:*:*:*:*
🙂 სალო,დიდი მადლობა,სამაგიეროდ,შენ სხვა კუთხით გაგიმართლა 🙂 მე კიდევ შენ მიყვარხარ
:)) გილოცავ,
მამის დაბადების დღეს და საერთოდ მამას :)))
გმადლობ 🙂
რა მაგარი მამა გყავს! რა ბედნიერებაა 🙂
“ნამდვილი მამაკაცები არ იგინებიან,არ უხეშობენ და ცხოველებივით არ თვრებიან” _ აი ზუსტი დახასიათება ნამდვილი მამაკაცისა. 🙂
mari mama matxove ra 😀 me o bavshobidan ar myavs :D:D:D
yoveltvis vicodi ro uchkvianesi iyavi da am blogit kide ufro gamimtkice chemi azri :*
mamashenma mamachemi gamaxsena 🙂
kargi posti iyo
აუჰ რა კარგი მამიკო გყავს ^^ <3<3 მე დედიკო მყავს ეგეთი ^^
შენც ჩემსავით “მამიკოს შვილი” ყოფილხარ! ოოოოუ….ამიჩუყდა გული… წაიკითხა?
🙂
კი, წაიკითხა და იმასაც ძალიან აუჩუყდა გული 🙂
💘