Skip to content

Mar-got

ოქტომბერი 22, 2010

ამ ბოლო დროს,როცა მეკითხებიან,”როგორ ხარ?” ჩემ დაძაბულობას საზღვარი არ აქვს. უწყინარი და ისეთი კითხვაა რა,ფორმალური,პასუხს რომ ცალი ყურით ისმენ ან ისე გარბიხარ,არც ისმენ. მე კიდევ მინდა ხოლმე,ამ კითხვის დამსმელს მარგო თენენბაუმის ამბავი მოვუყვე,რომელიც ახლა ჩემი ამბავიცაა და კითხვაზე,როგორ ვარ,ვუპასუხო – მარგო თენენბაუმივით.

მარგო თენენბაუმი ინდიფერენტული სახით მთელ დღეებს აბაზანაში ატარებს, ეწევა,ტელევიზორს უყურებს და ქვეყანაზე არავის ,საკუთარ თავსაც კი არ ეუბნება,რომ მისი ცხოვრება სულ სხვანაირი უნდა ყოფილიყო და საერთოდ,მარგო სხვაგან უნდა ყოფილიყო,მაგრამ აქ არის,მოხუცი პედანტი ქმრის აბაზანაში და დილიდან საღამომდე პედიკურს იკეთებს.მარგო თენენბაუმი ცოტა დარტყმული ,ცოტა სევდიანი გოგოა,მაგრამ სულ ცდილობს,ისე მოიქცეს,ვითომ კი არ სევდიანობს,ისე,ასეთი გამოხედვა აქვს უბრალოდ. მარგომ ერთ სიცოცხლეში რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე მოასწრო და ახლა აბაზანაში ზის,პედიკურს იკეთებს და ფიქრობს,რომ აქ არ უნდა იყოს.

მერე მარგო აბაზანიდანაც ამოდის,თავის ძვირფას ქურქშიც ეხვევა და საგულდაგულოდ გასწორებულ “კარესაც” დაარხევს აქეთ – იქით,მერე თავისზე უარესად დარტყმულ ოჯახსაც უერთდება და ოთახში მოწყობილ კარავშიც ჩუმჩუმად კოცნაობს,მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა და ჩემ ამბავთან კავშირი აღარ აქვს.

მე ისევ იმ აბაზანაში ვრჩები და ისევ ვფიქრობ,მაინც,რა ჭკვიანია ეს უეს ანდერსონი,რომ მოახერხა და ერთ მარგო თენენბაუმს მოაყოლინა მთელი ქვეყნის დარტყმული,აბაზანაში მჯდომი,თავისი მიმდინარე ცხოვრებით უკმაყოფილო,დილიდან საღამომდე პედიკურისმკეთებელი გოგოების ისტორია. და რა გენიალურია უესი,რომ იცის,ყველა ასეთი გოგო ასეა მოწყობილი – მაგათთვის არც მარტივი ცხოვრება არსებობს და არც მარტივი ბედნიერება. ყველაფერი რთული უნდათ,განსაკუთრებული,არავის მსგავსი. რაც მეტად ცხოვრობენ,კიდევ მეტი უნდათ და ამ რთული ბედნიერებების ძებნა ისე ღლით,მერე აბაზანიდან აღარ ამოდიან,სანამ ლაყუჩები არ გაეზრდებათ.

რას იტყვი,უეს,ამოვიდე აბაზანიდან? ჩავჯდე მატარებელში დარჯილინგისკენ?

Advertisements
9 Comments
  1. კარგი გოგოა მარგოტი ;))

  2. FFF permalink

    magaria! kargad cer! amas cin mindoda mekitxa, rogor xar-metki. kargia, rom gadavipikre da sheni usazgvro dadzabulobis mizezi ar gavxdi uneburad 😀

  3. არასოდეს წამიკითხავს პოსტი, სადაც ვინმე მარგოზე დაწერდა 🙂 გვინეტ პელტროუს ერთერთი სასწაული როლია, ისეთი თვალები აქვს…
    ანჟელიკა ჰიუსტონიც მაგარი ქალია და საერთოდ, ეს ფილმი რაღაცით სელინჯერის “გლასების ოჯახს” მაგონებს. რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით არა, მაგრამ მარგოში ფრენის ვხედავ ხანდახან და დედამისიც ისე ჰგავს ბესი გლასს.

    • 🙂 კი,კი,მართალი ხარ,დედა განსაკუთრებით 🙂 სიმორს არ ჰგავს უბრალოდ არავინ. ცოტათი შეიძლება ის ტენენბაუმი ჰგავდეს,მარგო რომ უყვარს,ყველაზე მელანქოლიური ეგაა ოჯახში 🙂

  4. uf axla gamovedi abazanidan da lamisaa isev shevide 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: