Skip to content

ჩემთვის და იდეალური ნოემბრისათვის

ნოემბერი 1, 2010

მე ნოემბერში:

1) საკითხავი-რეზო ინანიშვილი. ვიცი,ახლა ბევრ თქვენგანს გაეღიმა,მაგრამ ეს კაცი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალი ხდება ხოლმე ნოემბერ-დეკემბერში და ხანდახან ისეც. მე ისე მიყვარს მისი თოვლიანი,ღუმელიანი მოთხრობები,ცეტები ,ბღუკები,თედოები და ფუმფულაქუდიანი,ქალაქში წასული დედები და ამ დედების მომლოდინე,შემოდგომის ბინდში კიბეზე ჩამომჯდარი,სულ ოდნავ სევდიანი ბავშვები…

2) გარეგნობა – თავხედური და ანარქისტული. ნახვამდის,მაღალყელიანო გეტრებო,მოკლე კაბებო და კოლეჯის იმიჯო,გამარჯობა,მამაკაცის პერანგებო ,უზარმაზარო შარფებო,ისლანდიურო ჟაკეტებო და მძიმე ბატინკებო !

3) მუსიკა


ტომის ჩახლეჩილი ხმა და ბრაიანის ლაივები იდეალური ნოემბრისთვის.

4)ფილმები – ნოემბერი უპირობოდ ბერგმანისაა,თუნდაც შემოდგომის სონატის გამო. შუალედებში,ამოსუნთქვისთვის, შარლოტა გინსბურგიანი ფილმები

6) მისტიკა – ოდესღაც,ბავშვობაში,სიზმარი ვნახე,რომ 6 ნოემბერს უნდა მოვკვდე. წელი უცნობია 🙂 რა თქმა უნდა,სისულელეა,მაგრამ ყოველ 6 ნოემბერს დაძაბული ვარ,შინაგანად მაინც სულ რაღაცას ველოდები ხოლმე. ჰოდა,კი ვამბობ,მე ქვეყანაზე არაფრის მეშინია მეთქი,მაგრამ 6 ნოემბერები საკუთარ თავთან იმაში გამოტყდომებია,რომ მეშინია და თანაც როგორ,სულ კბილები მიკაწკაწებს 🙂 ყოველ ნოემბერს ვეუბნები ჩემ თავს,რომ დიდი უტვინო გოგოა ეს მარი,ვერაფრით ისწავლა მნიშვნელოვანის უმნიშვნელოსგან გარჩევა და აგერ ახლა,6-ში რომ გაჭიმოს ფეხები,ციმბირის კი არა,გუდამაყრის ნახვაც ვერ მოახერხა ,ვერც შეყვარება მოასწრო ,ვერც პარაპლანით იფრინა და საერთოდაც,რაში გაფლანგა ამდენი დრო მეთქი. ჰოდა,ეს ნოემბერი მაინც უმნიშვნელოსაგან მნიშვნელოვანის გარჩევის თვე იქნება.

კიდევ იქნება მურაბიანი ბლინები,კენკრის ჩაი და ჯერ კიდევ რბილი ჩურჩხელა.

მნიშვნელოვან ნოემბერს გისურვებთ,მეგობრებო 🙂

Advertisements

From → personal

4 Comments
  1. გემოვნებიან–აზრებიანად რომ მომწონხარ, იცი უკვე:) ეჰ, მე კი მგონი დავკარგე ასეთი აღქმის უნარი უკვე… მივყვები და მივყვები დინებას…

  2. ბრაიანი ❤ ვაიმე,მწარედ მახსოვს ის დრო დღე შენი სიზმრის შესახებ რომ მომიყევი,ააააა იმის მერე 6ნოემბერფობია მჭირს :დ

  3. noemberi chemi tvea 🙂
    da vici,rom noembershi ar movkvdebi, imito ro noembershi davibade.
    samagierod zustad vici, rom ianvarshi akutagava ar unda vikitxo, tore suicidi shors mdgomi ar iqneba 🙂

    xooda, shenc mnihsvnelovani tveebi 🙂

  4. გარდერობის გრანჟიზაცია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: