Skip to content

ჰარი პოტერი,ჩემი 23 წელი და გენიალური აღმოჩენა

დეკემბერი 3, 2010

მე დეკემბერში ვარ დაბადებული . იქნებ,ზაფხულში რომ დავბადებულიყავი,ან სულაც სხვა ნებისმიერ თვეში,”ჰარი პოტერზეც” ასე ძალიან არ ამჩუყებოდა გული. მაგრამ რა ვქნა,კინოდარბაზში თავს ვერაფერი მოვუხერხე,მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემი ბავშვობის გმირები ძალიან გაიზარდნენ და მე კიდევ ჩემი სასაცილო 23 წელი უცებ ძალიან მძიმედ დამაწვა მხრებზე. კინოდარბაზში,ჩემ საყვარელ გმირებს რომ ვუყურებდი,იმაზე არ მიფიქრია,რომ ჰარი პოტერი” ერთ-ერთი ყველაზე კეთილი რამეა,რაც კი ლიტერატურაში შექმნილა. არც იმაზე მიფიქრია,რომ ჩემ შვილებს აუცილებლად წავაკითხებ. უბრალოდ ვიჯექი,წყევლები ლოცვასავით ჩამესმოდა და უცებ თავზე გენიალური აღმოჩენა დამეცა,რომელმაც ჩემი სასაცილო 23 წლის სიმძიმე უცებ ამაცალა მხრებიდან.

“ჰარი პოტერის”,ფილმის,ყველაზე საყვარელ მომენტში,ჰარის და ჰერმიონას ცეკვის დროს,აღმოვაჩინე,რომ ჰერმიონასავით,მეც ნამდვილად მყავს მეგობრები,რომლებიც მოვლენ,მე რომ ვიჯდები და არ მეცოდინება,ცხოვრება როგორ გავაგრძელო. მოვლენ და კი არაფერს მეტყვიან,ხელს გამომიწვდიან,წამომაყენებენ,ნიქ ქეივს ჩამირთავენ და იქამდე მაცეკვებენ,სანამ გამოსავალი არ გამოჩნდება. გუშინ მითხრეს,მეგობრობა საერთო ფასეულობებიაო. მაშინვე არ დავეთანხმე,დღეს კიდევ უფრო მეტად. მერე რა,რომ ჩემი მეგობრების დიდი ნაწილისთვის “ჰარი პოტერი” არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. მე ყოველთვის მეცოდინება,რომ როცა ჩუმად ვიჯდები,სულ არ ვიტყვი,როგორ მიჭირს,მაგრამ გულში სიკვდილს ვინატრებ,რომელიმე მაინც აუცილებლად დამიდგება წინ,ჩართავს რამე ძველს და კარგს და გამოსავლის მოძებნამდე თუ არა,გაღიმებამდე მაინც მაცეკვებს. ასეთები ბევრი მყავს.

პრინციპში,23 წლის განმავლობაში ამაზე მეტი რა უნდა მომეხერხებინა.

Advertisements
8 Comments
  1. მარიიიიიიიი 🙂 რა კარგი პოსტიააა 🙂 მეც ამიჩუყდასავით გული ❤ ეხლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ ფინალში აბსოლუტურად გეთანხმები… ყველაზე უფრო მოსახერხებელი და რთული ალბათ ეგაა, ჩვენ კიდე მოვახერხეთ 😉 მიყვარხარ :*

  2. ანუ ყველაზე რთულად მოსახერხებელს ვგულისხმობდი, ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვიყავი უბრალოდ და ვბოდავდი :დ

  3. და მიხედავად იმისა, რომ მეც შენხელა ვარ თითქმის, წავალ იქით შაბათ ჰარისთან და ვიცი, მეც ესე მომივა…

  4. მგონი უკვე მართლა ერთადერთი ვარ რომელსაც პოტერზე არც წიგნი და არც ფილმი არ აინტერესებს 😦 მომიტევოს უფალმა 😦

  5. Tamuna permalink

    es martla genialuri agmochenaa:):):) exla meored cavikitxe da ra magaria, rom egre aris:* bolo cinadadebashi getanxmebi: shen martla yvelaze mtavari ragac gakvs:):):)
    P.S kargi ra, ra 23 celi. ak chemi kurselebi chems asaks rom igeben, mati reakcia: “it is impossible. Are you serious? You are a baby:):):)” ase rom, baby, uyure hari poters (da ara mxolod) da shens arachveulebriv megobrebtan ertad enjoy the life:):):********<3

  6. შენი მეგობრებით მოვიხიბლე:) ასეთი სამეგობროს ყოლა ამქყვეყნიურ ბედნიერებებს შორის ერთ–ერთი უპირველესია. მეც ყოველთვის მეგობრები მშველიან ეგეთ სიტუაციაში, დაახლოებით ეგრე:)

Trackbacks & Pingbacks

  1. ბავშვობის დასასრულის და ახალი აღმოჩენების კვირა | vlogger.ge (Beta)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: