ჩემი ნიჭიერი,გენიალური,სასაცილო TAVI
არა, ჩემზე არაფრის დაწერას არ ვაპირებ, ასეთი აღფრთოვანებული არ ვარ საკუთარი თავით. Tavi – ეს ტავი გევინსონია, 14 წლის გენიალური ბავშვი, რომელიც ყოველთვის მეხმარება მაშინ, როცა საკუთარი ფანტაზია და შთაგონება სადღაც მიქრება და გარეთ ვიწყებ ფერების და იდეების ძებნას. ტავის მოდის ბლოგი აქვს, ერთ-ერთი საუკეთესო მოდის ბლოგი, რაც კი ოდესმე მინახავს.
პირველად მის ბლოგზე დაახლოებით ერთი წლის წინ მოვხვდი. ზამთარი იყო , დაბადებისდღისწინა უხასიათობა მჭირდა , გადაღლილი და გამოფიტული ვიყავი და გამწარებული დავეძებდი ახალ შთაბეჭდილებებს ჩემ ცხოვრებაში. ტავის დანახვისას ვერ მივხვდი, ეს ბავშვი გენიოსი იყო , რომელიც ტანსაცმელს ჯერ არნახულად ახამებდა, თუ უბრალოდ მოდის მორიგი მსხვერპლი. ჯერ მოდის მსხვერპლობა გადავუწყვიტე, მერე კი ფოტოებს შევყევი და მივხვდი, რომ იმ გამოცარიელებულ ზამთარში შთაგონების ახალი წყარო ვიპოვე.
უმეტესობა ამბობს, რომ ტავის სტილი ზედმეტად ექსტრავაგანტურია. რასაკვირველია, ყოველდღე ქუჩაში ჩასაცმელად არ გამოდგება, მაგრამ მთავარი დეტალებია. ფოტოებს ვათვალიერებ ხოლმე და ვფიქრობ – აი, თურმე როგორ შეიძლება ამ ბაფთის გამონასკვა, აი, ასეთი ბროში ბებიაჩემსაც აქვს, წავალ, გამოვართმევ…
რა ვქნა, ძალიან შემიყვარდა ეს 14 წლის მოცუცქნული, გენიალური, ჭკუიდანშემშლელი ტავი, რომლის პოსტსაც მოდის კვირეულების შემდეგ ცოტა შეშინებული ელოდება ხოლმე მოდის სამყარო. დაათვალიერეთ თქვენც, იქნებ სათქვენო რამეც აღმოაჩინოთ. თანაც, სულ რომ არაფერი, ისეთი სასაცილო და საყვარელი პოსტები აქვს თავის ოჯახზე, სკოლაზე, შთაბეჭდილებებზე, საბავშვო წიგნის პერსონაჟივითაა. ზის ხოლმე თავისი სასაცილო, ბებრული ვარცხნილობით და უზარმაზარი, წამოკოსებული სათვალით მოდის ჩვენებებზე და დარწმუნებული ვარ, იმას ფიქრობს, დედა რას ეტყვის, თმა ფერფლისფრად უნებართვოდ რომ გადაიღება.
რა საყვარელი ბავშვია :))
ეგ რო დიდი გაიზრდებაააა :))
bomondSi wavikiTxe tavize :)) magari bavSVia :)) saxlSi arc icodnen Turme da uceb hop, gaiges, ra cnobli Svili hyoliaT ;d;d