My happy hippie birthday
ესეც ასე.
23 წლის ვარ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, ჯერ ვერ ვგრძნობ. ერთი ის ვიცი, რომ 23 ჩემი ბედნიერი რიცხვია, დღეს გავიგე 🙂 აქამდე არ მქონდა ბედნიერი რიცხვი და გადავწყვიტე, დღეიდან მქონდეს და ეს რიცხვი 23 იყოს.
კიდევ ის ვიცი, რომ გადასარევი მეგობრები მყავს და მათი წუხანდელი სურპრიზის გარეშე ჩემი დღევანდელი დაბადების დღე ბევრად სევდიანი იქნებოდა, ვიდრე არის.
კიდევ ისიც ვიცი, რომ დაწერილი მისალოცი ბარათები ძალიან მიყვარს და ყველას ვჩუქნი, მაგრამ მე რატომღაც არასდროს არავინ მჩუქნის და რა ვიცი, თუ ვინმეს ჩემი გახარება გინდათ, წელს მაინც მაჩუქეთ დაწერილი ბარათები 🙂
ადრე საკუთარ დაბადების დღეებზე განვლილ წელს არ ვაჯამებდი, უბრალოდ მოლოცვებს და საჩუქრებს ვიჭებდი ხოლმე, ბოლო 5 წელია ეს შეჯამების ჩვევა დამჩემდა 🙂 კარგი წელი მქონდა, იმდენი კარგი მოგონება მოვაგროვე, იმდენ საინტერესო ადამიანს დავუმეგობრდი, იმდენი საქმე გავაკეთე… ერთადერთ რაღაცას ვთხოვ ჩემ 23-ე წელს: ისეთი წელი მინდა მქონდეს, რომ 24-ე დაბადების დღეზე მაინც ძალიან ვიამაყო საკუთარი თავით, ვისწავლო მნიშვნელოვანის უმნიშვნელოსაგან გარჩევა და მხოლოდ ის ვაკეთო, რაც ძალიან მინდა.
ეს გოგო კიდევ ძალიან მიყვარს , დაახლოებით ერთი წლის წინ ვიპოვნე და ჩემ დაბადების დღეს ველოდებოდი, რომ ამ სიმღერით მიმელოცა ჩემი თავისთვის , happy hippie birthday, მარი 🙂
გილოცავ , მარი
შენი სურვილების რეალიზაციის წელი ყოფილიყოს 23-ე :)))
ბაბისა, გმადლობ 🙂 :*
გილოცაააააავ 🙂
დიდი მადლობა :)) :*
გილოცავ, მრავალს დაესწარი 🙂
მადლობა 🙂
ჰმ, 1 წლით გამასწარი :))
გილოცავ და ბედნიერებებს გისურვებ :*
დიდი დიდი მადლობა :)):*
მეც ვუერთდები მილოცვებს, ბედნიერი იყავი 🙂
cool