Skip to content

ახალი წელი და სხვა ჯადოქრობები

დეკემბერი 30, 2010

ბიულერბიუელი ბავშვები ახალ წელს როგორ ხვდებიან, გახსოვთ? 12 საათზე ფანჯარასთან დგანან და ელოდებიან ახალი წლის მოსვლას, მაგრამ არაფერიც არ მოდის, ბოლოს იხტიბარს არ გაიტეხავენ და ხმამაღლა მაინც ყვირიან ”გაუმარჯოს ახალ წეეელს” …ჰოდა აი, მე რაც თავი მახსოვს, სულ რაღაცას ველოდები ახალ წელს, ველოდები, ველოდები და არაფერიც არ ხდება ხოლმე ჩემი ოთახის , ან მეგობების ოთახების ფანჯრებთან, არ მოდის ახალი წელი . რაღაც ხომ უნდა მომხდარიყო ბოლოსდაბოლოს, ამიტომ რამდენიმე არაბიულერბიუელმა ბავშვმა ბათუმში წასვლა გადავწყვიტეთ.

მე სულ ვწერდი, ამ ქალაქს აქვს ისეთი მაგია მეთქი, რომ ერთხელ ჩახვალ და მერე სულ გეწევა და გეწევა, ამ მოჯადოებულ წრეს თავს ვეღარ დააღწევ. კიდევ აუცილებლად შესასრულებელი რიტუალები აქვს, დილის, შუადღისა, საღამოსი, სეზონურად სხვადასხვა . და კიდევ ოცნებებს ასრულებს. აი, ბათუმში რაღაცას გულით რომ ჩაიფიქრებ, სრულდება. ერთი წლის წინ, იანვარში სამი დღით ვიყავით ჩასულები ეს არაბიულერბიუელი ბავშვები და ერთ ღამეს,ქუჩაში, ისეთი ბედნიერების სუნი იდგა, ისე ყინავდა და ისე იწიწკნებოდა სუსხი, ხმამაღლა და ძალიან გულით ვინატრე, შემდეგ ახალ წელს აქ შევხვდე მეთქი. და ამ ახალ წელს ზუსტად იმ ქუჩაზე ვხვდები,სადაც ეს ნატვრა ხმამაღლა ვთქვი . ჯადოსნობა და მაგიაა, აბა რა არის. მე ახლა ჩემ ყვავილებიან ზურგჩანთას ჩავალაგებ, მერე იქ ჩასული ჩვენს რიტუალებს შევასრულებ, ბევრ ღიმილიან ფოტოს გადავიღებ,ძალიან ბედნიერი ვიქნები, ამქვეყნად ყველაზე საოცარ ადამიანებს ვნახავ, აი იმ ქუჩაზე ბეეევრ სურვილს ჩავიფიქრებ და ზუსტად ვიცი, ყველა ამიხდება.

ამ სიმღერას ვუსმენდი გასულ ზამთარს ბათუმში, უწყვეტად. რეჯინას დრო ყოველთვის არის და მგონი, ამ ზამთარსაც არ იქნება ზედმეტი.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ 🙂

Advertisements

From → personal

11 Comments
  1. ასევე ბედნიერი ახალი წელი!
    წარმატებული წელი ყოფილიყოს შენთვის და შენთვის საყვარელი ადამიანებისთვის!:))

  2. დიდი მადლობა 🙂

  3. ბედნიერ ახალ წელს გისურვებ! ჩანაფიქრების ასრულებას! :* ❤

  4. მრავალს ^^
    რეჯინას შარშან ზამთარში მეც ისე ინტენსიურად ვუსმენდი 🙂

  5. მაგარი რაღაც გამახსენე ბიულერბიუს ახალ წელზე :))
    ბედნიერი ახალი წელი :*

  6. მეც არა ვთქვი რა ჯადოქრობები… –)

  7. სამწუხაროდ წელს ამინდმა “გააფუჭა” ახალი წელი 🙂

    • კი, მნიშვნელოვნად შემიცვალა გეგმები, მაგრამ მაინც კარგი იყო 🙂

  8. დიდი მადლობა ყველას, მეც გილოცავთ და საინტერესო, მხიარულ და ბედნიერ წელს გისურვებთ :))

  9. Tamuna permalink

    likelike:):*:*

  10. ეგება და გაზრდილი ბიულერბიუელი ბავშვები ხართ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: