შიგთავსზე გადასვლა

ჭიქა წყალი ქარიშხალში

იანვარი 18, 2011

რაღაც უცნაური დღეები დგას. თანმიმდევრულად ფიქრის , განსჯის, კამათის, აზრის გადმოცემის უნარი დავკარგე, უბრალოდ დავდივარ და ყველაფერს კანით ვგრძნობ. კიდევ წითელი პალტო მაცვია გაუხდელად – გარეთ უთოვლო და უფერებო ზამთარია, მე კიდევ აი ამ ფოტოსავით დავდივარ, შინდლერის სია და ამბები.

მე მგონია, მთელი ეს უცნაური დღეები და უცნაური ამბები ჩემს თავს “კლასობანას” ბრალია. ამ თავხედურ წიგნში არავინ არაფერზე ფიქრობს, ჩაიცვამენ თბილ პალტოებს, წყალგაუმტარ ფეხსაცმელებს და დაეხეტებიან პარიზში, იმდენს ეწევიან, უკვე თვალები მეწვის, იმდენს სვამენ, გაბრუებული ვარ, იმდენს ჩხუბობენ, თავი ამატკივეს თავიანთი მეტაფიზიკით და პატაფიზიკით, მერე ბუენოს-აირესში მაინცდამაინც წმინდათაწმინდა სიესტების დროს უნდებათ ყაყანი და ჟივილ-ხივილი. დიდი უკუღმართი ხალხია მოკლედ. მეც ხომ მეტი არ მინდა, ღუნღულა უგები მაცვია, წითელი პალტო და მიხარია, რომ ფიქრს გადავეჩვიე, მარტო კანითღა ვგრძნობ ყველაფერს და სულ ოდნავ,იმაზე უფრო შერეკილი ვარ, ვიდრე ვიყავი. ზუსტად ისე ვარ, როგორც ჭიქა წყალი ქარიშხალში. ეს ფრაზაც “კლასობანაში” ეწერა, ორასიო ისეთია, როგორც ჭიქა წყალი ქარიშხალშიო და მივხვდი, რომ ამ ფრაზაზე მშვიდი , ზუსტი და დროული არასდროს არაფერი წამიკითხავს.

რა საოცარია და ზუსტად დღეს ვიპოვე ამ სიმღერის მოლკოსეული ვერსია. ესეც წვიმიანი პარიზი და კორტასარის ალოგიკური პერსონაჟები . ბრაიან მოლკომ ნამდვილად იცის, რას ნიშნავს ჭიქა წყალი ქარიშხალში. მოუსმინეთ და უყურეთ, თუ არ გჯერათ.

4 Comments
  1. ”ჭიქა წყალი ქარიშხალში” თუ გინდოდა გეთქვა – ”ქარიშხალი ჭიქაში?” …

    • არა, რაც დავწერე, ზუსტად იმის თქმა მინდოდა, ციტატაა “კლასობანადან” 🙂

  2. Gialo permalink

    un vaso de agua en la tormenta 🙂

  3. Chineluka permalink

    მაინც, “ჭიქა წყალი ქარიშხალში” უკეთ ჟღერს, ვიდრე un vaso de agua en la tormenta :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: