Thank you oh lord for…
ჩემი და ტელეფონზე ლაპარაკობს და უცებ მე მიფიცებს. აქამდე არასდროს შემიმჩნევია.
გვერდით ოთახში მშობლებს სძინავთ.
ახლახანs დავასრულე უსაყვარლეს მეგობართან საუბარი.
მონაცვლეობით ვუსმენ მოლკოს და მორისონს,ვკითხულობ ლიოსას და ვფიქრობ,ხანდახან როგორ გვიჭირს, შევამჩნიოთ შეჩვეული ბედნიერებები, როგორ ვიღლი თავს ათას წვრილმანზე ნერვიულობით,იმან ის თქვა, ამან ეს თქვა, მე ასე გავიგე, იმან ასე გაიგო… და სინამდვილეში რა მარტივია ცხოვრება . უკვე მშვიდად ვარ,გულზე მომეშვა. უცებ მინდება, ეს ყველაფერი აქ დავწერო.
ღმერთისთვის რამის თხოვნაზე მეტად ასეთი მომენტებისთვის მადლობის გადახდა მიყვარს ხოლმე.
რაო, ლორდიო? 🙂
ჰო ლორდ, მადლობა მეთქი 🙂
არაფრის.
მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ. 🙂
ra sevdiani xar
:))) არა მგონია 🙂
“როგორ ვიღლი თავს ათას წვრილმანზე ნერვიულობით,იმან ის თქვა, ამან ეს თქვა, მე ასე გავიგე, იმან ასე გაიგო…” გეთანხმები! მე ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე, რომ შევეშვი ეგეთებს და ისეთი ბედნიერი ვარ! ოღონდ არ ვიცი როდემდე გაგრელდება ასე…
მეც ვცდილობ, გადავეჩვიო…ვნახოთ 🙂
“ღმერთისთვის რამის თხოვნაზე მეტად ასეთი მომენტებისთვის მადლობის გადახდა მიყვარს ხოლმე.” – miyvarxar dzalian 🙂
მეც სალო, ძალიან მიყვარხარ 🙂
”სინამდვილეში რა მარტივია ცხოვრება” – ეს ესეა, მაგრამ მეორეა რამდენად შეგვიძლია ჩვენ მარტივად ცხოვრება…
სწორი შენიშვნაა
Thank you oh lord for …
ONE RING to rule them all, One Ring to find them,
ONE RING to bring them all, and in the darkness bind them,
🙂
ააა, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია :)) ზუსტად გუშინ ვიყიდე მესამე ნაწილი , აქ შემოვდი და ეს კომენტარი დამხვდა 🙂 აი, თუ არ არის ჯადოსნური :დ
რა მაგარია, როცა უსმენ რომ ვიღაც გიფიცებს და იმან სულაც არ იცის, რომ შენც გესმის.
ააააააააააა, რა გინდაააააა? like lies, like lipstick on last-look good-byes .
დაშორებას მოგანდომებს ისეთია 😀
აუ მეც ძლივს გადავეჩვიე დაფიცებებს (მგონი)