შიგთავსზე გადასვლა

ამაზე რას იტყვით, ბატონო კარლ?

თებერვალი 11, 2011

ისე მოხდა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ძილის წინ სულ იუნგს ვკითხულობ და მაგრად მეცინება ხოლმე. აბა, რა მოსატანია მთელი ეს არქეტიპები, სიმბოლოები და კაცობრიობის განმეორებადი სიზმრები იმასთან შედარებით, რაც მე მესიზმრება ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. იმდენად კარგად ვარ, რომ ვიცი, ბალიშზე თავი არ მექნება მიდებული, რომ უკვე ნამდვილი ზამთრები დამესიზმრება.

ბავშვობაში, დიდი ხნის წინ, მანგლისში აგარაკი გვქონდა. ახლა აღარ გვაქვს, მაგრამ მანგლისის ხსენებაზე დღემდე გული მეწურება, ისე მიყვარს. ჰოდა, იქაური ზამთრები მესიზმრება. თოვლი ისე ეყინებოდა ხოლმე ნაძვებს, გეგონებოდა, ერთი-ორი-სამი და ტყიდან ქათმისფეხებიანი ქოხი გამოვაო. მოვიდოდა თუ არა დიდი თოვლი, ჩავდიოდით და მერე შუაღამისას ვსეირნობდით მე, დედა, მამა და ჩემი და. მე გაუკვალავ თოვლში მიყვარდა სიარული და სულ წინ გავრბოდი ხოლმე, მერე უცნაურ ნაკვალევებს ვაკეთებდი და თავს ვაჯერებდი, რომ აქ თოვლის კაცმა გაიარა. მერე დედაჩემის გარდა ყველა თოვლში ვწვებოდით და ანგელოზებს ვაკეთებდით, მე და ჩემი და ვბრაზობდით, რომ მამაჩემის გაკეთებული ანგელოზი უზარმაზარი იყო, ჩვენი კიდევ სულ ერთი ბეწო, დედაჩემი ჩვენზე ბრაზობდა, იმიტომ, რომ გასაწურები ვიყავით.

ჰოდა, ეს ნაძვები მესიზმრება ხოლმე, წითელკრამიტიანი სახურავები და ჩვენი გაკეთებული ანგელოზები. ყველაფერი ალბათ იმის ბრალია, რომ ძალიან ბედნიერი ვარ. აბა, რა მოსატანია ამასთან მთელი ის სიბრძნეები, რასაც ძილის წინ ვკითხულობ. დილით ვიღვიძებ ხოლმე და ჩემ საწოლთან დადებულ წიგნს ნიშნისმოგებით ვეკითხები:- ამაზე რას იტყვით, ბატონო კარლ? ჯერჯერობით კარლი არ მპასუხობს, ჩემი ბედნიერება და ზამთრებიანი სიზმრები იმას სულ ფეხებზე ჰკიდია. მერე რა. ერთი რამე ხომ ვიცი სამაგიეროდ: ადრე სულ ვამბობდი, ახლა რომ გავიდე და თავში აგური დამეცეს, ყველაზე დასანანი ის იქნება, რომ შეყვარება ვერ მოვასწარი მეთქი.ჰოდა დამეცეს, უკვე მოვასწარი :დ აბა, ამაზე რაღას იტყვით, ბატონო კარლ?

From → personal

18 Comments
  1. Chineluka permalink

    ვიცი, რომ სულ გიკვირს როცა ვამბობ მანგლისი არ მიყვარს მეთქი, მაგრამ მე შენნაირი “sweet memories” არ მაკავშირებს მანგლისთან და ალბათ მაგიტომ :)))
    სამაგიეროდ შენ მიყვარხარ ძალიან და კიდევ ის მიხარია შენ რომ გიყვარს 🙂 :************

  2. zamtris sitkboebi da endorfiniani postebi ☼

  3. რა კარგია როცა გიყვარს 🙂 გილოცავ ამ გრძნობას 😉

  4. მანგლისი ზამთარში არ ვიცი, ზაფხულსი კი მეც მიყვარს 🙂

    ხოოდა, რა კარგია შეყავრებული ადამიანები, ბედნიერების სუნი რომ ასდით და ბატონ კარლებს და ქალბატონ ნასტასიებს აჩუმებენ :დ
    გენიალურია

  5. უთეგენათალე :*

  6. Ana bell permalink

    მარი, მარი, მარი,,, :* 🙂 რა მაგარია yeeeeeeess! 🙂 :))) :*
    ერთადერთი: ვინ, ვინ, ვინ? : ))))

    მარიიი :))))

  7. ომგ ვინ იცის მანგლისის როშაში გვერდით ჩამივლია შენთვის?
    მთელი ბავშვობა იქ გავატარე თითქმის და მანდ რო რურული სკოლაა, პირველ კლასში მანდ ვსწავლობდი.
    და ალგეთშიც ხომ არ ყოფილხარ?

    • კი, ვყოფილვარ, აბა რა )) მეც იქ გავატარე მთელი ბავშვობა , საშინლად მენატრება მანგლისი, დედამიწაზე ასე არცერთი ადგილი არ მიყვარს ))

  8. რა კარგია, ყველა კარლის მსგავს ადამიანს რომ მოაკეტინებ და თავში აგურის დაცემისაც აღარ შეგეშინდება. 🙂 მეც მინდა საწოლთან ბეგბედერის წიგნი “სიყვარული მხოლოდ სამი წელი ცოცხლობს” დავიდო და დილაობით ენა გამოვუყო. :)))

  9. მანგლისი ადგილზეა
    ცხოვრება წინ მიდის
    ასე რომ წინ გაქვს იმის შესაძლებლობა რომ სახლი გქონდეს მანგლისში 🙂

  10. ეგ კარლთან არა. ეგ – ზიგმუნდთან. 🙂

    • სიყვარული ზიგმუნდთან, მაგრამ სიზმრები ალბათ მაინც კარლთან. მე კარლის ახსნები უფრო მიყვარს 🙂

  11. Ana bell permalink

    მაგრამ მანდ კარლია საჭირო :))) ასე მგონია : დ)

  12. ნწუ. კარლი ლუზერი იყო.
    მაინც ზიგმუნდა სჯობს. 🙂

  13. salome permalink

    :):))) მე კიდევ შენ მიყვარხარ ძალიან :* ..და მეამაყები 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: