Hadewijch, რომელმაც ტაბუ დამარღვევინა
მე დიდი ხნის წინ ვთქვი – რელიგიურ თემატიკას ბლოგზე არ შევეხები მეთქი. მაგრამ იქვე ისიც ვთქვი, რომ კარგ კინოზე ხშირად უნდა მეწერა.Hadewijch კიდევ კარგი კინოა. აბა როგორ გინდა, შენივე დაწესებული ტაბუ არ დაარღვიო შენივე ბლოგზე, როცა ორშაბათის ღამეს ათენებ, მეორედ უყურებ ფილმს და გრძნობ, როგორ გეცვლება მთავარი გმირის მიმართ პირველი ზიზღი აუხსნელი თანაგრძნობით. პატარა, დაბნეული გოგო. მერე რა, ზოგჯერ ყველას გვემართება ასე – ვეღარ ვხვდებით, საით წავიდეთ.
ეს ფილმი თქვენთვისაა, ფანატიკურად მორწმუნეებო.
კიდევ თქვენთვის, ვითომინტელექტუალურო ვითომათეისტებო, მორწმუნეობა სირცხვილად რომ მიგაჩნიათ და პირველივე სიძნელეზე მაინც ღმერთის სახელს ახსენებთ.
თქვენთვისაც, ჯვრების თავში მრტყმელებო და მეტროებში ბომბების ამფეთქებლებო.
ეს ფილმი თქვენთვისაა, პირველი ქვით შეიარაღებულო მორალისტებო, რომლებმაც ყოველთვის იცით, ვინ როგორ უნდა მოიქცეს, მაგრამ არასდროს იცით, თავად როგორ იცხოვროთ.
მაგრამ ყველაზე მეტად ეს ფილმი იმათია, ვისაც გვჯერა, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ სხვადასხვა სახელი ჰქვია.
linkic dagedo netav, damainteresa :))
http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=7671&order=1.1&search=hadewijch ბაბისა, აი ლინკი 🙂
აუცილებლად ვნახავ.
მე,ასე ვთქვათ, შენი ბლოგის არც თუ ისე ხშირი ‘მკიხველი’ ვარ და ამ post–მა გადამაწყვეტინა რომ მადლობა მეთქვა წერის სასიამოვნო და საინტერესო სტილისათვის…
მარი ეს შენ ხარ? :O
Shen genacvale :*
ვიწერ უცილობლად! :))
ასეთი შესავალი რომ ჰქონდეს გოლ.გე-ზეც, კარგი იქნებოდა ))) ცუდია რომ იკარგები ხოლმე, მიყვარს შენთან შემოსვლა 🙂
ვააა საინტერესო ფოლმი სჩანს, აუცილებლად ვნახავ.
ერთი ინდოელი მეგობარი მყავდა, რელიგიაზე ვლაპარაკობით და თქვა – ყველა რელიგია ღმერთისკენ მიდის, მაგრამ სხვადასხვა გზებითო 🙂
ნეტავ რა არის ასეთი/:დ
უძლიერესი ანოტაციაა! საღოლ.
პირველი ქვის სროლაა სწორედ ძნელი… აბა მერე მიდის წყალივით.
კარგად წერ, საინტერესოდ იკითხება შემი პოსტები. ახლა აღმოგაჩინე და აწი ხშირად გესტუმრები ხოლმე.
წარმატებები!
ბრავო!
ისეთი ფილმია,რგორო არ დაგაწერინებს ვითუმეტეს მარის… რომ ვუყურე იმდენი გრძნობის ზედოზირება მახრჯობდა… სიბრალურის, ბრაზის, სიძულვილის…სელენას ოჯახის როლს განვიხილავდი დიდიხანს, როგორ ვიწროდ ცოვრობდენ იმ მდიდირულ “სასახლესი”, როგორ ვერ ამჩნევდენ სელანას სადგაც რალობას აცდენი რწმენას და სიყვარულს, ქრისტესადმი…რაშუაშიაო მეტყვის მკითხველი მარა, ბერგმანის- მამა ერიქონის და ზარის მრეკველის დალოგი გამახსენდა, ქრისტეს ვნებაზე… სელენამაც,როგორც ჯვარზე გაკურლმა ქრისტემ, უფლის სიჩუმე ვერ აიტანა… ურწმუნო თამო განასახიერა, ვერ ირწმუნა ის რასაც ვერ ხედავდა, ეგონა მის დასანახად უფრო ” თავდადებული” რწმენა იყო საჭირო…