შიგთავსზე გადასვლა

შტორმის შემდეგ

მარტი 1, 2011

თუ ერთ მშვენიერ დღეს იღვიძებთ და ხვდებით, რომ ემოციებში დაიკარგეთ, ღიმილი გეზარებათ, საკუთარ თავში გარკვევას ცდილობთ და ტვინის მაგივრად აბურდული გორგალი გიდევთ, ერთ რამეს გირჩევთ – ქალაქიდან გაიქეცით.

თუ სოფელი გაქვთ და იქ ბებიაც გყავთ, რომელიც თქვენთვის ყურძენს და ჩურჩხელებს ინახავს, მოსალოცად გაქვთ საქმე. გაიქეცით, ორშაბათს დილით გაუფრთხილებლად, ინდიელის შესაფერისი ყიჟინით შეუცვივდით ბებიებს სახლში, დაე, სიხარულისგან წნევამ აუწიოთ და მთელი ღამე ვერ მოისვენონ. გამოაცხობინეთ კექსი და ქადები, გამოაზიდინეთ გადამალული ჩურჩხელები, ღუმელთან დაისვით და ელაპარაკეთ, ამ დროს თავისუფლად შეგიძლიათ, იტიროთ კიდეც. ბებიებს გულები გაუსკდებათ, მაგრამ სამაგიეროდ თავზე ისე გადაგისვამენ ხელს, შემდეგი შტორმების დროსაც გაიხსენებთ ხოლმე და შვებას იგრძნობთ.

მერე გაყინულ ”წიგნების ოთახში” შედით და ამოარჩიეთ რამე სენტიმენტალური, ზაფხულობით რომ კითხულობდით ხოლმე 12-13 წლისები და ცრემლებად იღვრებოდით. მაგალითად, ლეონჰარდ ფრანკის ”მატილდა”. გადაიკითხეთ და ბევრი იცინეთ. მერე შეგიძლიათ, მექსიკურ სერიალებსაც უყუროთ ბებიებთან ერთად, თან მოაყოლეთ შინაარსი, ვერ წარმოიდგენთ, როგორ გაახარებთ.

მშვიდად აიტანეთ მილიონი პლედი, რომელსაც ბებიები აუცილებლად მოგახურებენ, შეიკავეთ მრისხანება, როცა ათასმეერთე ჯემპრს მოგიტანენ და ჩაგაცმევენ. მოთმინება გამოიჩინეთ მათ ვიშვიშზე თქვენი ”ამოყრილი ძვლების” შესახებ და გაგიჭირდებათ, მაგრამ ყველაფერი ჭამეთ, რასაც დაგაძალებენ. მაინც ვერ გადაარწმუნებთ და ისევ ჯიუტად გაიმეორებენ,რომ ” ასე ფიცარივით არავის მოეწონებით”.

მერე დაწექით და დაიძინეთ, ოღონდ ეცადეთ, ის არ დაისიზმროთ, რასაც გამოექეცით. დილით რომ ადგებით, თავს ისე იგრძნობთ, როგორც შტორმის შემდეგ. მილეწილ-მოლეწილი, მაგრამ დამშვიდებული. ახლა უკვე დაბრუნებაც შეიძლება, ამასობაში ალბათ ძალიან მოგენატრებოდათ ვიღაცები .

From → personal

18 Comments
  1. მარი 🙂
    რა კარგი ხარ
    ეჰ, ბებია სოფელში კი არა, თბილისშიც არ მყავს, თორემ თბილისში მაინც გავიქცეოდი ბებიასთან 😐

  2. ეე რა სიტკბოებია 🙂 არ მყავს ბებია სოფელში და არც სოფელი მაქვს ახლოს, რაჭაშია და შორს, ხის დაკეტილი სახლი, მხოლოდ საზაფხულო. ამიტომ ორმაგად “შემშურდა” ამ ამბების:)))

  3. “მაგრამ სამაგიეროდ თავზე ისე გადაგისვამენ ხელს” 😦 ;( ;(

    “მერე გაყინულ ”წიგნების ოთახში” შედით და ამოარჩიეთ რამე სენტიმენტალური, ზაფხულობით რომ კითხულობდით ხოლმე” ❤

    ;( ;( ;( ;( ;( ;( ;( ;( ;( ;( ;( ;(

  4. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამბის, არაჩვეულებრივი აღწერა. 🙂

  5. აი სოფელში კექსი გამოცხობა რაღა ტრიპაჩობაა? :დ

    პ.ს. კარგი ხარ :))

  6. anushka permalink

    auuu mariiiiam aiii zalian momewonaaaaaaaaa
    zustad eg minda axla meec da vapireb kidec )))

  7. ეჰ, ბებიაჩემი დასავლეთშია და სანამ მანდ გავიპარები, 500 კაცი მომიკითხავს სად ხარო.

    კარგი პოსტი იყო. მომეწონა.

  8. tako permalink

    kargi xar :*

  9. ვაიიი, სოფელი და ბებო გამახსენდა… რას მერჩოდი, რა 😦

  10. Soso permalink

    ისე, ეგ კექსი მეც მეხამუშა 🙂
    არც ლეონჰარდ ფრანკი გამიგია და არც მისი მატილდა 🙂 მითუმეტეს არ მიტირია ამ ყველაფერზე 🙂
    ძალიან კარგია მარი :*

  11. მეც მქონდა გაყინული “წიგნების ოთახი”, განწყობის შესაბამისად, ხანდახან “პიანინოს ოთახად” გადაიქცეოდა ხოლმე 🙂

  12. salome permalink

    ძალიან ძალიან კარგია 🙂 შენთან ერთად ვიმოგზაურე და ”შევისაკუთარნაწილე”, მეც ზუსტად იგივე მატყდებოდა თავზე და იმიტომ :):P

  13. salome permalink

    ძალიან ძალიან კარგია 🙂 შენთან ერთად ვიმოგზაურე და ”შევისაკუთარნაწილე”, მეც ზუსტად იგივე მატყდებოდა თავზე და იმიტომ 😛

  14. ბებო მომენატრა…

  15. chineluka permalink

    Chemze da chems bebozea sheni posti 🙂 zustad, zustad mase xdeba yoveltvis 🙂 da ertaderti, sheshis fechis damateba sheidzleba :))))) miyvarxar kuza :***

  16. Ana permalink

    mari, mesmis sheni :* da shen sayvarel bebikosac vicnob da martla yvelaze kargia..:*

  17. როგორ მომენატრა ჩემი ბებიკოები… 😦

  18. ისე ახლობელია თქვენი ყველა პოსტი,რომ არ ვიცი რა ვთქვა ^_^
    წიგნების გაყინული ოთახიდან გამოტანილი “მატილდა”
    და უფ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: