შიგთავსზე გადასვლა

ხანგრძლივი ძილის, მიტოვებული ბლოგის და ფრანგი ანას ამბები

მარტი 22, 2011

ნახევარი მარტი ძილ-ღვიძილში გავატარე. ალერგიის გამო ისეთ წამლებს ვსვამდი, სიზმრიდან სიზმრამდე ვცხოვრობდი და სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოვფხიზლდი. პერიოდულად ჩემს უპატრონოდ მიტოვებულ ბლოგსაც ვუყურებდი და გული მწყდებოდა, რომ ერთი წლის გახდა, მე კიდევ პოსტის დაწერაც ვერ მოვახერხე. მაგრამ რას ვიზამ. აბა, როგორ გინდა, ცხოვრება გიხაროდეს, როცა იმასაც კი ვეღარ არჩევ, რაც მოხდა, მართლა მოხდა თუ გესიზმრა.

ძილსა და ძილს შუა ვახერხებდი, ყველა წამოწყება კრახით დამემთავრებინა და ანა გავალდა მეკითხა. ფხიზელი თვალით ალბათ არც არასდროს წავიკითხავდი, მაგრამ სათაური აქვს რაღაც ისეთი, მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაცო… მეც მინდა ბატონო, ვის არ უნდა. მითუმეტეს, ვენაში წვეთოვანი რომ გაქვს შეჩხერილი, გარეთ ძლივსგამოსული მზე ანათებს, შენ კიდევ გგონია, მთელმა ქვეყანამ დაგივიწყა.ნეტავ ავადმყოფობის დროს ყველა ჩემსავით ბანალური ხდება? მშვენიერი ყოფილა ანა ასეთ დროს – შენ წევხარ შენს საწოლში, გავალდა კიდევ თავისით გასიზმრებს პარიზის ცოცხალ სურათებს, კრუასანების გემოს და ფერად ბერეტებს. პრინციპში, რატომაც არა. არც ტვინის განძრევა გინდა და არც არაფერი, იწექი და თუ გინდა გული აიჩუყე, თუ გინდა, სიცილით მოკვდი. მიყვარს ეს ფრანგი ქალები, თუნდაც გავალდასნაირი უნიჭოები 🙂

ესეც ჩემი ავადმყოფობის ავადმყოფურად მაგარი საუნდტრეკი, მათთვის, ვისაც რეალური სიზმრები ესიზმრება

6 Comments
  1. მგონი, პირადი პოსტები და ცხოვრებისეული სიტუაციების აღწერა შენსავით კარგად არავის გამოსდის 🙂

  2. იმედია ახლა კარგად ხარ :* გამიხარდა შენი დაბრუნება 🙂

  3. mag wifgnma mec mimityua wignis magaziashi, kinagam sataurma macduna, kargad jgers, magram mere tvali gadavavle da sabolood gadavifiqre yidva da mgoni kargic vqeni :))

  4. გილოცავ გამოფხიზლებას, კარგ დროს დაამთხვიე – მზე უკვე ჟრუანტელმომგვრელად ათბუნებს გარეთ და ღიმილიანი სახეებიც მეტია ქუჩაში 😉

    მიტოვებულ ბლოგს არაუშავს. პერიოდულად კი შემოვდიოდი ხოლმე და გამიხარდა, რომ დაბრუნდი:) წიგნის სათაური ჩემს მოტყუებასაც აპირებდა. კარგია, რომ მიგვანიშნე, რამდენად ღირდა ყიდვა:)

    მუსიკა უმაგრესია 😉

  5. Linda permalink

    ველოდები როდის ჩამომივა ანას ორი წიგნი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: