This Mess We’re In
პრინციპში, ბევრი მოსაყოლი არც არაფერია, ამიტომაც ვარ ჩუმად.
არ მინდოდა იმაზე წერა, როგორ დავიღალე, იმიტომ, რომ ვიცი, ჩემზე დაღლილებიც არიან.
სადაცაა, ივნისი დადგება. ამ თვეში მე მხოლოდ პოზიტიურ, ჩემებურ ამბებზე მიყვარს ხოლმე წერა. მაგალითად იმაზე, რომ ივნისი ყოველ წელს ფესტივალზე ნაყიდი წიგნების კითხვას, ბევრ სეირნობას, დილით ადრე ადგომას, უმოკლესი კაბების ჩაცმას, ბევრი მარწყვის მირთმევას და ”სალტკროკელების” მეათასედ გადამეორებას ნიშნავს… ასეთ , ჩავლილ ივნისებზე ვფიქრობ ხოლმე ჯიბრზე ჩემს ხელში უკვე მერამდენედ გაჭედილ სასამართლოს ქსეროქსის აპარატთან უიმედოდ მდგარი, გადასაქსეროქსებელი გადაწყვეტილებებით დახუნძლული და ტირილის პირას მისული და მშვენივრად ვხვდები ხოლმე, რომ ჩავლილი ივნისები აღარ იქნება, იმიტომ, რომ მე ახლა აქ ვარ და ჩემი ერთადერთი კლასიკური ფეხსაცმელი ფეხებს ისე მამტვრევს, გახდისაც აღარ შემრცხვება მალე. ვფიქრობ ხოლმე, მე ახლა აქ ვარ , როცა აქ არ ვარ, სამაგისტროს ვწერ, თუ სამაგისტროს არ ვწერ, გამოცდისთვის ვემზადები, ისე კი მაისის ბოლო დღეა, ახალი წიგნები თაროებზეა შემოდებული, ლეპტოპში უამრავი ფილმია გადმოწერილი, გარეთ კი ისეთი ამინდია, ოდესღაც , ჩემს წინა ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად საუზმით რომ ვიწყებდი.
მაგრამ ისე, იმასაც ვხვდები, რომ რაღა დარჩა, ეს ივნისი უჩემოდ, მაგრამ მალე გაივლის და მერე შემიძლია, ის ვაკეთო, რაც მიხარია, დავისვენო ბლოსდაბოლოს და თავი ადამიანად ვიგრძნო. ამდენს კი ვხვდები, მაგრამ მინდოდა, მაინც მომეყოლა, იმიტომ, რომ ღამღამობით, ძილის წინ, როცა ყველას განსაკუთრებით გვეცოდება საკუთარი თავი, ვფიქრობ ხოლმე, რომ ძალიან, ძალიან მჭირდება მსმენელი, მაგრამ ჩემი მსმენელების ერთი ნახევარი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გაიფანტა,მე კიდევ წერილების საწერად სულ აღარ მცალია,მმსმენელების მეორე ნახევარი კი მართლა ისეთი დაღლილია, რომ შემრცხვება, ჩემი ივნისური სენტიმენტებით თავი მოვაბეზრო.
მაგრამ მერე, დილაობით, ყველაფერი სხვანაირად ჩანს ხოლმე და ვფიქრობ, ღმერთო, მადლობა, მაინც ზაფხულია, მაინც ყველა ჩემი საყვარელი ადამიანი ჯანმრთელადაა, ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი ჩემს გვერდითაა , მალე ეს დატვირთული პერიოდი ჩაივლის, ათ დღეში ჩვენი მარიამის ქორწილია და რა უნდა იყოს ამაზე კარგი.
ესეც ჩემი ახლებური, სხვანაირი ივნისის საუნდტრეკი
როგორც ჩანს, “სალტკროკელები” მარტო ჩემთვის არ ასოცირდება ზაფხულთან 🙂
განსაკუთრებით ივნისთან )))
მარიმ შემოიხედა ჩვენსკენ 🙂
ჰო, მგონია, რომ დავბრუნდი, ვნახოთ აბა ))
რა კარგად წერ 🙂
დიდი მადლობა )) :*
მე მეწყინა, თან ძალიან 😦 აბა, თუ მიხვდი? ;(
ცოტაც, ცოტაც 🙂 თან მოკლე კაბების და მარწყვების დრო მაინც გექნება, წიგნების კითხვის და სხვა გართობების თუ არა 🙂
ცოტა დარჩა, მაგრამ მაგ ცოტასაც ხომ ატანა უნდა :))) ისე კი, ერთი თვე ალბათ საწუწუნოდ არც ღირს :*
რაზე წერ სამაგისტოს?
სააპელაციო წარმოება სამოქალაქო პროცესში 🙂
გადაწყვეტილებებს თუ აქსეროქსებ, ან სააპელაციოს სამოქალაქო/ადმინისტრაციულ პალატაში ხარ, ან ქალაქის სამოქალაქო სპეციალიზაციის მოსამართლის აპარატში…
სამოქალაქო სპეციალიზაციის მოსამართლის აპარატში კი ვარ, მაგრამ რუსთავის საქალაქო სასამართლოში 🙂 მაგრანმ ერთი დადებითი მაინც აქვს- იმსიგრძე გზაა, დღეში ერთ წიგნს თავისუფლად წაიკითხავს კაცი :დ
უჰ 🙂 რა გემრიელი სასამართლო 🙂 სოსო მუმლაძეს და ლალი არჩვაძეს შენ არ მოესწრებოდი 🙂
არა, არცერთი არაა მანდ მგონი, ახალი მისული ვარ და შეიძლება მეშლება … გემრიელი კი არის მართლა, ძალიან კარგი ხალხია 🙂
კი კი. ძველებია.
სასამართლოს ქსეროქსთან კლასიკური ფეხსაცმელით, რომელიც სულ ფეხებს მამტვრევს მეც შენსავით ვფიქრობ:) რომ აი სასამართლოდან წამოვალ და ივნისს ჩემებურად გავატარებ მეთქი, მაგრამ წინ სამაგისტრო გამოცდა მაქვს და სასამართლოშიც ძველებურად ვრჩები:)
ჰო მე სააპელაციო სასამართლოში ვარ სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში: ) შენი და მოლი ბლუმის კომენტარები წავიკითხე:)
უი, შენც კოლეგა ყოფილხარ 🙂