შიგთავსზე გადასვლა

ისევ ბათუმის მაგიაზე

აგვისტო 2, 2011

ბათუმიდან სულ ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და არაფრის დაწერას არ ვაპირებდი ამ ვოიაჟის შესახებ. საერთოდაც, ძალიან გადავეჩვიე პირადი პოსტების წერას. ხანდახან სულაც მგონია ხოლმე, რომ სახალხოდ სათქმელი არც არაფერი მაქვს, ხან კი მერიდება იმის დაწერა, რაც მართლა მეწერინება .მაგრამ ახლა, ჩანთის ამოლაგებისას ორი ცალი საპნის ბუშტის გასაშვები მოწყობილობა ვიპოვე და მომინდა დამეწერა – წვრილმანია,რომ ჩემი ბათუმში ყოფნისას ერთხელაც არ უწვიმია. ისიც წვრილმანია, ის ოხერი ” ალი და ნინო” ერთხელაც რომ ვერ ვნახე მოძრაობაში. წვრილმანია, აუცილებლად შესასრულებელი ბათუმური რიტუალებიდან ერთიც რომ არ შემისრულებია. მსხვილმანი კი ისაა, როგორ ვსეირნობდი ძალიან ბევრს ფეხით ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანთან ერთად, რომელსაც ამქვეყანაზე ყველაზე მეტად ფეხით სეირნობა ეზარება. მსხვილმანია, როგორ ვუყურებდი სათამაშო მაგიდასთან,მარტო ზურგს ვხედავდი და მიხაროდა, რომ ასეთი ენთუზიასტი და იდეალისტი შემიყვარდა. მსხვილმანია, როგორ იყიდა ეს საპნის ბუშტების გასაშვები მოწყობილობა და ჩემთან ერთად როგორ უშვებდა ბულვარში ბუშტებს, მოჭუტული თვალებით და მსოფლიოში ყველაზე კეთილი ღიმილით, თუმცა ვიცი,რომ ეს საქმიანობა სრულ სისულელედ მიაჩნდა. ჰოდა, ვუყურებ ახლა ამ საპნის ბოთლებს და მის და კიდევ ვიღაც ჩვენზე დიდის და უხილავის მიმართ მადლიერების გრძნობით მევსება გული 🙂


ჰო, გოგო, რომელიც ამ სიმღერას მღერის, ბათუმიდანაა და მისი ხმა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯადოსნობაა ჩემთვის ბათუმის მთელი მაგიებიდან.

From → personal

17 Comments
  1. ზუსტად დღეს ვფიქრობდი რაღაცატომ, რატო აღარ წერს. ხოოდა, რა უცნაურია, სეირნობების მოყვარული გოგოების ყველაზე საყვარელ ბიჭებს სეირნობები რო ეზარებათ : ) ჩემ ყველაზე საყვარელსაც ეზარება ხოლმე :ს

    • არ ვიცი, ნასტასია, მინდა, რომ ვწერო, მაგრამ ისე ხშირად აღარ გამომდის, კი განვიცდი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროებითია.
      აი, ბიჭების ამბავი კი პარადოქსია , რა :დ რა ვქნა, ხან მე ვთმობ, ხან ის :დ

  2. ძალიან ზუსტად ჩამოგითვლია “მსხვილმანები” – ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რაზეც ყვები… და ის ორი საპნის ბუშტების გასაშვები მოწყობილობა – ყველაზე საყვარელი, ყველაზე რომანტიული და ყველაზე ძვირფასი სუვენირი მგონია მე 🙂

  3. ლიბიკა სილვესტრის permalink

    ველქომ ბექ 🙂 🙂 ❤

  4. lomski permalink

    ბავშვი :*

  5. რუფატ აბდულა permalink

    კუხნაზე რატო არ წერია არაფერი?

    • კუხნაზე ასეთ პატარა პოსტში ვერ დავწერდი, ერთ ცალკე პოსტს ხომ იმსახურებს. კუხნა ჩვენი არსობისა )))

  6. kargi yofila batumshi 🙂

  7. Chineluka permalink

    ისეთი კარგი პოსტია, გული მუცელში ჩამივარდა :))) :*

  8. ჩემო ყველაზე თბილო :* ალბათ ისიც წვრილმანია შენთან ერთად “მსხვილმანი საქმეების” კეთებას რომ გადავეჩვიე :))) გული მწყდება რაღაცნაირად და საპნის ბუშტებზე კიდე მეორე კურსი, ჩემი ოთახი, აივანი და ეზო გამახსენდა და შენთან ერთად გატარებული პირველი ყველაზე მაგიური ზაფხული ბათუმში 🙂 P.S. მადლობა რეკლამისთვის :დ და მიყვარხარ ძალიან :*

    • მეც მახსოვს ეგ დღე და ამ ბოთლებს რამდენჯერაც შევხედავ, სულ მახსენდება )) არა უშავს, ჩვენ კიდევ ბევრ მსხვილმან საქმეს ჩავიდენთ ერთად :*

  9. მე და ჩემი საყვარელი ადამიანიც ასე ვუშვებთ საპნის ბუშტებს:*:*
    უკარგესი პოსტია

  10. Di@ permalink

    გოგოს, რომელიც ამ სიმღერას მღერის, მე ვიცნობ და ძალიანაც მიყვარს! ❤

  11. რა კარგი იქნებოდა, შენ პოსტების გამოზოგვა რომ არ მჭირდებოდეს სიამოვნების გასახაგრძლივებლად :* :* :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: