Skip to content

Home alone

აგვისტო 14, 2011

სახლში მარტო ყოფნა ერთ-ერთია იმ მდგომარეობებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად მძულს. ახლაც ვზივარ და ერთი სული მაქვს, როდის გაჯახუნდება შემოსასვლელის კარი, როდის ჩაირთვება ტელევიზორი და როდის გავიგებ ხმებს, რომლებიც ნამდვილად არაა ჩემი . მანამდე კი ვგრძნობ, როგორ ვდგები ფილოსოფოსობის ხასიათზე – ეს მარტო ყოფნის გვერდითი მოვლენაა. და იმასაც ვგრძნობ, რომ ეს ზაფხული სულაც არაა სხვა ზაფხულებზე მოწყენილი. უბრალოდ, საოცარ ზაფხულებზე ოცნება იმ დღეს მთავრდება, როცა მივხვდებით, რომ ორდროშობანაში დროშის დაცვა აღარაა სიკვდილ-სიცოცხლის საქმე და აღარც ”შავი ხელის” გვჯერა და აღარც ”თეთრი ქალის”.

ამ შუა აგვისტოში ცოტათი მაინც მეც რომ ვიგრძნო ზაფხული, ”12 სკამს” ვკითხულობ, რომელიც ალბათ 11-12 წელი იქნება, აღარ წამიკითხავს, ერთ ჯადოსნურ ზაფხულს სადღაც ტყეში მივაკარგე და გუშინ ახალი ვიყიდე.ჰოდა, იმის გაზიარება მინდოდა, რომ ძალიან უცნაური შეგრძნებაა, ხმამაღლა და გულიანად რომ იცინი და ეს სიცილი მარტო შენ გესმის.


ეს ვიდეო კიდევ ძალიან ცუდადაა შერჩეული იმ დროისთვის, როცა სახლში მარტო ზიხარ და დედას ელოდები, მაგრამ მხოლოდ ხმას თუ მოუხმენთ, რაღაც ნამდვილად მოაქვს იმ ზაფხულებიდან, ”შავი ხელის” და ”თეთრი ქალის ” რომ გვჯეროდა და ყველა გამოქვაბულში განძს ვეძებდით.

Advertisements

From → personal

10 Comments
  1. ჰმ, მეკიდე ბოლო რამდენიმე დღეა მარტო ავდივარ მეორე ბინაში და ვიძინებ, თან დონ კიხოტი ამაქ და მეც ვიცინი ხმამაღლა. და მომწონს ეს ამბავი 😉

    • ძალიან კარგი, როდე, მაგრამ აი, ეს ლეღვის ნახარში რამ მოგაფიქრა :დ მოვკვდი სიცილით ;დ

  2. პარნასშია ძალიან კარგი “12 სკამი” და “ოქროს კერპი” პოკეტბუკის ფორმატით.ახალ წიგნებს ჩამოაყოლეს.

    მე მიყვარს შინ მარტო ყოფნა…

    • ჰო,ისეთი მაგარი რაღაცები ჩამოიტანეს პარნასში, სულ არ მინდა არც 12 სკამი და არც ოქროს კერპი )))

  3. მე მიყვარს სახლში მარტოობა, ზოგჯერ ხდება ხოლმე მთელი დღე ცემს განკარგულებაშია და დგება სულიერი დასვენების ჟამი :)))))))))

    • კი, ბევრს უყვარს )) ნუ, მე ნამდვილად არ ვარ ამ ”ბევრში ” :დ

  4. მარი, რა კარგი სიმღერაა, ორი დღეა ვუსმენ ❤ სამსახურში ცოტა ხნით გამიხალისა ცხოვრება 🙂

  5. ისე ადამიანი არსებობს მილიონნაირი. მე მაგალითად მარტო ყოფნა მიყვარს.
    კარგი სიმღერაა.

  6. ლო ვან ნუ პოღტეღა :)) მიყვარს ეს ჯგუფი. ჩემი ბავშვობა და საფრანგეთია ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: