ზაფხულის ბოლო დღე, დაკეცილი მოგონებები და ბაბუაწვერას ღვინო
ჩემი ღრმა რწმენით, 31 აგვისტო იმისთვის არსებობს, რომ ზაფხულის მოგონებები დავკეცო და კარადაში შევალაგო, მათ მაგივრად კი ფერადი ჟაკეტები, შარფები და სხვა წვრილ-წვრილი სიამეები გადმოვალაგო. აი, ბაბუაწვერას ღვინოს რომ ვაყენებდეთ, კეტჩუპის ბოთლებში ვასხამდეთ და ამ ბოთლებს ზაფხულის თითოეული დღით დათარიღებულ ეტიკეტებს ვაკრავდეთ, მაშინ ჩემს კარადაში დაკეცილი კაბების, შორტების და მოგონებების ნაცვლად ეს ბოთლები იქნებოდა გამწკრივებული. ჰოდა, ზამთრის ცივ დღეებში გადმოვიღებდი ბოთლს, რომელაც ეწერებოდა, მაგალითად, “2011 წელი, 11 ივნისი”. გამახსენდებოდა, რომ ეს მარიამის ქორწილის დღეა , დავლევდი ბაბუაწვერას ღვინის ერთ ყლუპს და ეს იქნებოდა ყლუპი მარიამის ქორწილის დღიდან. მერე გადმოვიღებდი ბოთლს, ეტიკეტით “2011 წელი, 26 ივლისი” და დავლევდი ყლუპს საპნისბუშტებიანი და ზღვიანი მოგონებებიდან,ყლუპი “2011 წელი, 12 ივლისიდან”-მაგისტრი გავხდი… მაგრამ ჩვენ ბაბუაწვერას ღვინოს არ ვაყენებთ, ამ ბოთლების ამბავიც მე არ გამომიგონია.
ბოთლებში ჩამოსხმული ზაფხულის ამბავი ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა, უკეთილესმა მწერალმა, რეი ბრედბერიმ მოიგონა, ერთ პატარა წიგნში პატარა ბიჭის თვალით დანახული ზაფხული აღწერა და ” ბაბუაწვერას ღვინო” დაარქვა. აბა თქვენ რა გეგონათ, რეი მარტო შემაძრწუნებელ წინასწარმეტყველებებს და შორეული პლანეტების ამბებს წერდა? “ბაბუაწვერას ღვინოში” არაფერია შემაშფოთებელი. აქ ბებიები და ბაბუები ცხოვრობენ, 10-12 წლის ბიჭები ხეებზე დაცოცავენ,მუხლებს იტყავებენ და ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეტებენ ცხოვრებაზე, ჭრიჭინების ჭრიჭინს ითვლიან და ტემპრატურას ანგარიშობენ, მარტოხელა მკვლელზე ყვებიან საშიშ ისტორიებს და ბაბუაწვერას ღვინოს ამზადებენ. ეს პატარა ქალაქის მცხოვრებლების სევდიანი, სასაცილო, კეთილზე კეთილი ისტორიებია, ზაფხულის, ბალახებში გაშხლართვის, ერთად ყოფნის, სიყვარულის სახელმძღვანელო. და დიდი ხნის განმავლობაში რომ მეგონა, წიგნებს ობიექტურად ვაფასებ და ისე მიყვარდება მეთქი, სინამდვილეში მივხვდი, რომ ჩემზე სუბიექტური შემფასებელი არ მოიძებნება ქვეყანაზე, იმიტომ, რომ წიგნი იმის მიხედვით მიყვარდება, რამდენად ბევრია იქ ჩემი. ჰოდა, აქ, ამ ბაბუაწვერას ღვინოში, ყველაფერი ჩემია.
ადრე, ძალიან დიდი ხნის წინ, ერთი მოთხრობა წავიკითხე, ავტორი აღარ მახსოვს. ბავშვი ეზოში რაღაცას პოულობს, მისი მშობლები ამ ფაქტს მალავენ, ბოლოს პოლიცია შეიტყობს მაინც და ამ ოჯახს დიდი პრობლემები ექმნება. როგორ გგონიათ, რა იპოვა ბავშვმა? რა და… ბალახი. მოთხრობაში ყველაფერი ბეტონითაა დაფარული, ხალხს ძველ დროს ავიწყებენ, აკრძალულია მცენარის შენახვა, შეხედვა, გახსენება… ჰოდა, იმიტომ მოვყევი ახლა ეს მოთხრობა, რომ თუიმ დროისთვის, როცა შვილიშვილები მეყოლება, ყველაფერს ბეტონი დაფარავს და პოლიცია ბალახზე ლაპარაკსაც კი აგვიკრძალავს, მე მინდა, ჩემმა შვილიშვილებმა ბაბუაწვერას ღვინო წაიკითხონ და ასე მაინც ჰქონდეთ ნამდვილზე ნამდვილი ზაფხული 🙂
მანამდე კი, ვიდრე შვილიშვილები მეყოლება, ვიდრე “2011 წლის ზაფხული ძილში გასრულდება”, ვიდრე ყველაფერს ბეტონი დაფარავს, გავიხსენებ, რომ ჩემი საყვარელი სეზონი მოდის. სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი სექტემბერი-ოქტომბერი-ნოემბერი – დიდხანს და ბევრჯერ გამეორების შემდეგ ეს სამი სიტყვა მნიშვნელობას კარგავს და რაღაც ჯადოსნური , უცხო შელოცვასავით ისმის.
უგემრიელესი პოსტი ბრედბერის ყველაზე ნათელ წიგნზე 🙂
დიდი მადლობა, მოლი 🙂
ხვალ შენს პოსტს ველოდები 🙂
ახლა ელოდება ბრედბერი გაცნობას :*
ძალიან კარგი იყო და მართლაც, მეც ამ თვეებში სიახლეებს ველი ხოლმე.
როდე, ასე მგონია, შენ განსაკუთრებით უნდა მოგეწონოს ბრედბერი :)) :*
ზაფხულის ბოლო პოსტის სიტკბოები
ბაბუაწვერის ღვინის გემოს წარმოდგენას ვცდილობ მთელი პოსტია :))
ძალიან კარგი პოსტი 🙂
გმადლობ, თამარა 🙂
ძალიან, ძალიან თბილი და ზაფხულივით გემრიელი პოსტი იყო… 🙂 ჩემი წასაკითხი წიგნების სიას ემატება წიგნები… ამ ზაფხულს ბევრი წავიკითხე, მაგრამ სია იზრდება და იზრდება 🙂
ძალიან დიდი მადლობა შენ 🙂
პირველად შემოვედი ამ ბლოგზე და ისეთი სილაღე დამხვდა, კიდევ ბევრჯერ გესტუმრები ალბათ…
დიდი მადლობა, ძალიან გამახარებ შენი სტუმრობით, ყოველთვის სიხარულით შეგხვდები 🙂
კარგია, მომწონს 🙂
გმადლობ 🙂
რა კარგად წერია ❤
არ ვიცნობ მაგ ავტორს, მაგრამ ისე გიწერია აუცილებლად გავიცნობ…
კარგია ასეთი ზაფხული.. და კარგია ჯადოსნური შემოდგომა
მადლობა 🙂 ძალიან კარგი, რომ არ იცნობ, წინ დიიიდი სიამოვნება გელოდება 🙂
არ ვიცი რა ვთქვა ამ პოსტზე… ეს ბლოგი მომწონს მთლიანად.. ლამაზად წერ
მშვენიერი იყო…
mari dzalian momwons sheni postebi chemtvis eg poste
bi, did danakliss avsebs… bednieri var, rom gicnob, did pativs gecmt mtels ojaxs leas tamadobit, kargebi xart, gaixaret!! ❤