კინოცხოვრებამდე რამდენიმე დღით ადრე
ჩემს მოლოდინს, დღეების თვლას კინოფესტივალამდე, გამუდმებით გამგზავრებაზე ლაპარაკს და მღელვარებას ვერასდროს გაიგებს ადამიანი
რომელსაც არ უყვარს კინო
რომელსაც არ უნახავს ანტონიაკის ეს ფილმი და არ უფიქრია, რომ ჰო, აი ასეთიც შეიძლება იყოს ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი მარტოობა
რომელსაც არ ჩასძინებია დარბაზში კინოსეანსზე და ფილმის დასასრული სიზმარში არ უნახავს
რომელსაც არ აინტერესებს, ამჯერად რა საოცრებები ჩაადენინა შარლოტა გინზბურგს ტრიერმა “მელანქოლიაში”
რომელმაც არ იცის, რა ბედნიერებაა, როცა ცუდი ფილმი , ბოლოსდაბოლოს, მთავრდება და შეგიძლია, მშვიდად დაივიწყო
რომელსაც არასდროს უღელვია დარბაზში ნომინანტების გამოცხადებისას და საკუთარი გამარჯვებასავით არ გახარებია ფავორიტი ფილმის გამარჯვება
რომელმაც არ იცის, რომ ბათუმში რაღაც უცნაური მაგია მოქმედებს, ხმამაღლა წარმოთქმული სურვილები აუცილებლად სრულდება, ამიტომ ამ ქალაქში სურვილები ფრთხილად უნდა შეარჩიო
რომელმაც არ იცის, როგორია ფილმის გარჩევაში გათენებული ღამეები და რა ტკბილი და საკმარისია სამსაათიანი ძილი.
ფილმი, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდები კინოფესტივალზე.
წარმატებები!
დიდი მადლობა, მოლი ))
როგორ მინდოდა ფესტზე
მგონი რომ ვერ ვახერხებ
მართლა რაკარგი კვირა გელის :)))
ჰო, შარშანაც რა კარგი იყო, იმედია, წელს უკეთესი იქნება )) იქნებ ცოტა ხნით ჩამოხვიდე
mominda batumi ((
მარი რა კარგია ბათუმში რომ იქნები და ასეთ კარგ პოსტებს ბევრს დაწერ ^_^
ახლა უფრო მომინდა ამ სამი დღის მალე გასვლა