“შუაღამე პარიზში” საღამოს ბათუმში
ვუდი ალენის ფილმებში ყველაფერს შეიძლება ელოდო. ამას დიდი ხანია მივხვდი, ამ ჩია, სათვალიანი, სასაცილო კაცის ნახევრად ბოროტ ხუმრობებს მაყურებელთან უკვე შევეჩვიე და ის იყო, შეყვარებასაც ვაპირებდი, მითუმეტეს, „მელინდა და მელინდას“ შემდეგ. მაგრამ ბათუმის კინოფესტივალი ვუდის ფილმით, „შუაღამე პარიზში“, გაიხსნა და მე ამ კაცის შეყვარება ისევ გადავდე.
არა, განა ფილმი არ მომეწონა. როგორ არ უნდა მომწონებოდა, როცა თურმე, პარიზში რომ ხარ და სულ მარტო ზიხარ რომელიღაც მიყრუებული ქუჩის კიბეზე, ამ დროს უნდა ჩაჯდე უძველეს ტაქსიში, რომელიც სწორედ ამ დროს გააჩერებს, ყველა მიპატიჟებას უნდა დათანხმდე და აუცილებლად გადაეყრები ფ. სკოტ ფიცჯერალდს, თავისი ნევრასთენიკი ცოლით , ჰემინგუეის, რომელსაც აღარ სჯერა, რომ პარიზი თანამდევი დღესასწაულია, ამიტომაც ღვინით იჭყიპება და დალის, რომელიც ბუნუელს გაგაცნობთ. კიდევ მრავალ ლიტერატურულ, მხატვრულ და სალონურ კერპს შეხვდებით და ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება თქვენს აწმყოსა და რეალურ ცხოვრებაზე. ამას ვუდი ალენი გვეუბნება, „შუაღამე პარიზში“ კი მის არცერთ ფილმს არ ჰგავს, იმიტომ, რომ ყველაზე სნობურია მის ფილმებს შორის და გათვლილია მხოლოდ ხელოვნებაში კარგად გარკვეულ მაყურებელზე. შეიძლება ჰემინგუეის და ფიცჯერალდის სახელი ყველას სმენია, მაგრამ ფილმში ისეთი ხუმრობები და მინიშნებებია, რაც მხოლოდ იმ მაყურებლისთვის იქნება გასაგები, ვისაც საფუძვლიანად წაუკითხავს მათი ნაწარმოებები. მოკლედ, პატარა, სასაცილო,თითქმის გენიალური კაცუნა ზედმეტად გაიტაცა ალუზიებით თამაშმა.
ფილმის მთავარი ინტრიგა ჩემთვის კარლა ბრუნის თამაში იყო. როგორი შეიძლებოდა, ვუდი ალენის ფილმში ყოფილიყო ქალი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნატიფი აღნაგობა აქვს და რომელიც დედოფალთან მიღებაზე ლიფის გარეშე დადის, მაგრამ იმდენად მშვენიერია, რომ აღშფოთებას ვერავინ ბედავს. ჰოდა, ძლივს ვიცანი ეს ქალი , სტანდარტულ ჩაცმულობაში და დაუჯერებლად უნიჭო, უღიმღამო და უფერული.
ფილმის ალუზიებით გადატვირთვას ყოველთვის კარგი შედეგი არ მოაქვს ხოლმე. ყველაფერი გენიალური – მარტივიაო… მათ შორის, ვუდი ალენის სხვა ფილმებიც.
მართალი ხარ , მოლი. ამ ფილმის შემთხვევაში ნამდვილად გადაამლაშა, მაგრამ ცუდი ფილმი მაინც არაა, პარიზის ხედები, ბოჰემა… მოკლედ, ნახვა ღირს
ამ რევიუს შემდეგ ვნახავ აუცილებლად.
შენ გარდა რომელიმე ბლოგერმა ნახა ეს ფილმი ბოლომდე? 🙂
აი, ამიტომ მომწონხარ… არაფერს აფუჩეჩებ 🙂
დიდი მადლობა, თამარა ))
ეგ ფილმი ჯერ არ მინახავს, მაგრამ რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიყვარს ალენის ფილმები.
საერთოდ ჩემს გემოვნებასთან ალენის იუმორის გრძნობა ყველაზე ახლოსაა.
შეიძლება, ასაკის ბრალია.
(ჩემი ასაკის არა ალენის) 🙂
აქვს მკვეთრი,ცოცხალი ფერები, საინტერესო კადრები, და ამის შემდეგ სცენარს მეორეხარისხოვანი როლი ენიჭება.
me zalian momecona.imis miouxedavad rom vudi aleni chemtvis ert erti gamoshterebuli amerikeli rejisoria,shuagame parizshi momecona..da vidzaxdi, rom albat vudi alenis nair sulels sheedzlo fijeraldi da bunueli gaecocxlebina pilmshi tko..erti sityvit es filmi da viki,kristina i barselona aris cjnemtvis is pilmebi romelsac girs rom uyuro vudi alenis shemokmedebidan:)