Skip to content

სავსე და ცარიელი კინოდარბაზების და სხვა წელიწადის ამბები

სექტემბერი 21, 2011

მაიკ ლი რა კაციცაა, ეს შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ, ფსიქესთან . პრინციპში, ვიკიპედიაზეც შეიძლება წაიკითხოთ, მაგრამ მე მაინც ფსიქესთან გირჩევდით, სიყვარულითაა დაწერილი და იმიტომ. მე კი მაიკ ლის ერთ ფილმზე, “სხვა წელიწადზე” მოვყვები.

ღამის ჩვენებაზე დარბაზი გადაივსო და ვერ შევედი. კინოთეატრის კიბეზე ვისხედით მე და ჩემი მეგობარი და ვუყურებდით, როგორ სათითაოდ გამოდიოდა მაყურებელი დროზე ადრე . მე გამახსენდა, რა გულისშემკუმშველად სევდიანია ფილმის დასრულებამდე დაცარიელებული დარბაზები და გადავწყვიტე, მეორე დღეს, განმეორებაზე მენახა ეს ფილმი.

არ ვნანობ და არც არასოდეს ვინანებ, რომ “სხვა წელიწადის” გამო იმ დღეს არც ზღვაზე ჩავედი, არც მაღაზიებში ვიბოდიალე და არც დაცარიელებულ ბულვარში. არ ვნანობ, რომ ორსაათნახევარი ვუყურე ფილმს, სადაც თითქმის არაფერი ხდება, გარდა გაუთავებელი ლაპარაკისა. არ ვნანობ იმიტომ, რომ ჯერჯერობით ფესტივალზე ნანახი ფილმებიდან ყველაზე მეტად ეს მომეწონა. ძალიან ცოცხალი დიალოგები, უბუნებრივესი მსახიობები, დახვეწილი ინგლისური იუმორი და მიუხედავად ფილმის სტატიკურობისა, ძალიან ბევრი ამბავი ერთად… უბრალო, მარტივი, თბილი ადამიანური ამბები, ოჯახზე, ბენიერებაზე, მარტოობაზე, იმედგაცრუებასა და სიყვარულზე.უბრალო ამბები ინგლისელ ასაკოვან წყვილზე, რომლებიც სამოცი წლის ასაკშიც კი ერთად იცინის, ერთმანეთს ეხუმრება და ჩახუტებული იძინებს, მარტივი ამბები მათ მარტოსულ მეგობრებზე, რომლებისთვისაც ეს სახლი რაღაც განსაწმენდელივითაა, ადგილია, სადაც ცოდვებს შეგინდობენ, მხარზე ხელს გამამხნევებლად მოგიტყაპუნებენ და შეიძლება, რძიანი ჩაიც კი შემოგთავაზონ.

ძალიან ადვილია ასეთი ფილმების შეყვარება.

Advertisements
7 Comments
  1. მარი მადლობა ❤
    მე კიდევ აუცილებლად უნდა დავსწრებოდი მასტერ კლასს 😦 და ვნანობ რომ აუცილებლობები უფრო წინ დავაყენე ვიდრე "სხვა წელიწადი"

  2. ვერ ვიპოვე ვერსად რომ ვნახო :/
    შაბათს მოვდივარ და ხდება ბოლო დღეს რამე?

  3. ფესტივალს შენი და ფსიქეს ბლოგებით ვეცნობი…

    მერე კიდევ ბევრჯერ გადავიკითხავ პოსტებს. კინოზე დაწერილი პოსტების კითხვა თავად კინოს ყურებაზე ნაკლებად არ მიყვარს 🙂

  4. რა კარგია, როცა მე ვერ ვახერხებ ფესტივალზე წამოსვლას, შემიძლია შემოვიდე შენ გენიალურ ბლოგზე და გავიგო მთელი ის ამბები, ასე რო მაინტერესებდა 🙂

  5. რომ წავიკიტხე, დარბაზი დაცარიელდაო- მივხვდი ასეთი ფილმი იქნებოდა ❤
    აუცილებლად რომ უნდა გადმოვწერო საიდანმე და ვნახო :)))

  6. დარბაზი კი დავტოვე მაშინ მაგრამ ახლა გადავწყვიტე ნახვა ერთ საათში ჩამოიტვირთება და ჩავუჯდები

  7. შენ გაქვს ყველაზე ემოციური ბლოგი მსოფლიოში!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: