Skip to content

მეც სალტკროკელი ვარ

ნოემბერი 15, 2011

ვისაც ოდესმე ასტრიდ ლინდგრენის “ჩვენც სალტკროკელები ვართ” წაუკითხავს, დარწმუნებული ვარ, ყველას ეგულება სადღაც თავისი სალტკროკა.ჩემი სალტკროკა ერთი კურორტის საავადმყოფოს ეზოა, რომლის მეზობლადაც, კოტეჯებში, ყოველ ზაფხულს 8 ბავშვი ცხოვრობს. 5 გოგო და 3 ბიჭი.ამ 5 გოგოდან ერთ-ერთი მე ვარ.

თუ დიდი ხნის წინ ამ საავადმყოფოსთან ზაფხულში ჩაგივლიათ, აუცილებლად გემახსოვრებათ ბავშვებით დახუნძლული ხე. მთელი დღეები ამ ხეზე ვისხედით, ყველას ჩვენი ადგილი გვქონდა ამორჩეული. მე ყველაზე მოუხერხებელი ბავშვი ვიყავი და ხშირად ვეკიდე ყველაზე დაბალ ტოტზე, ქვემოდან კი 4 გოგო მაწვებოდა, რომ როგორმე ავმძვრალიყავი. სამაგიეროდ, ავძვრებოდი და იქ იწყებოდა თავგადასავლები. ხის ყველაზე დიდი კოჟრი ვითომ ჯადოსნური ღილაკი იყო, რომელსაც ვაწვებოდით და ხეს საითაც ვუბრძანებდით, იქით მიფრინავდა. ასე მოვიარეთ მთელი მსოფლიო.

ჩემს სალტკროკაზე საიდუმლო ქოხებს არავინ აშენებდა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენი ხის მეზობელ ხეზე არსებობდა ბიჭების შტაბი, სადაც გოგოებს არ აესვლებოდათ. იქ ფეხის ადგმა სასტიკად გვქონდა აკრძალული, არც გაბუტვა ჭრიდა, არც ხვეწნა, არც დაპირებები. მამრობითი სქესის სამეული შეუვალი იყო- შტაბში გოგოებს არაფერი ესაქმებოდათ. როცა არანაირმა შანტაჟმა და ხვეწნამ არ გაჭრა, რადიკალურ ზომებს აღარ მოვერიდეთ – საავადმყოფოს მიტოვებულ ნაწილში, ცარიელ ოთახში გამოკეტილი, უფროსი ბიჭებისთვის აწაპნული პორნოკარტის თვალიერებაში გართული ბიჭები გარედან გამოვკეტეთ, ჭუჭრუტანაში კვამლი ვუბოლეთ და მანამდე არ გამოვუშვით, სანამ არ მივიღეთ პირობა -ერთი ყუთი love is… და შტაბში თამაშის სამუდამო უფლება. ჩემი ცხოვრების ყველაზე ტრიუმფალური მომენტი – გაჭირვებით, მაგრამ გამარჯვებულის სახით მეზობელ, შტაბიან ხეზე აძვრომა.

P.S ეს პოსტი ასტრიდის დაბადების დღესთან დაკავშირებითაა დაწერილი. არ შემეძლო, არაფერი დამეწერა იმ ქალის დაბადების დღეზე, რომელმაც ჩემი ბავშვობა შექმნა და ყველაზე კარგად ამიხსნა, რატომ უნდა მიყვარდეს ადამიანები.

Advertisements
5 Comments
  1. ზოგს თავისი სალტკროკა აქვს, ზოგსაც კიდე თავისი შერვუდის ტყე :))

  2. ჩემთვის ორი კატეგორიის საბავშვო მწერლები არსებობენ – ასტრიდი და დანარჩენები.

  3. Di@ permalink

    წამით ისევ ბავშვობაში დავბრუნდი. ❤

  4. ყველას საკუთარი ასტრიდი ყავს და ასტრიდი მაინც ყველასია 🙂

  5. გული ამიჩუყდა ❤ საავადმყოფოს სახურავი და ბოროტი მედდა დაგავიყდა :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: