Skip to content

ოცდამეოთხეს ზღვარზე

დეკემბერი 17, 2011

მე მჯერა, რომ წინასადაბადებისდღეოდ აუცილებლად უნდა დაიწეროს ბლოგზე რამე, თუნდაც დიდი და მნიშვენელოვანი არაფერი იყოს. მერე რა, დავჯდები და დავწერ ჩემს ამბებზე, ფორიაქებზე და სიმშვიდეებზე ჩემი ოცდამეოთხეს ზღვარზე. ბოლოსდაბოლოს, სულ ერთხელ ხდები ადამიანი 24 წლის.

პირველი დაბადების დღე მოდის ჩემთვის, რომელიც მინდა, რომ კარგი გამოვიდეს და რომელთან დაკავშირებითაც საერთოდ რამე მინდა. ბევრს კი არაფერს ვითხოვ. მინდა, ვნახო რაც შეიძლება ბევრი მნიშველოვანი ადამიანი. ამ ბოლო დროს ისე მაკლია ყველა, ხანდახან შუბლი და ხელ-ფეხი მიცივდება მონატრებისგან. კიდევ მინდა, რომ ბედნიერად აფორიაქებული ვიყო, აი ლოყები რომ ხურს ხოლმე და თვალები სიცხიანივით პრიალებს, მაგ მდგომარეობას ვგულისხმობ. სულ ეს არის.

სადაბადებისდღეო განწყობებამდე რამდენიმე დღით ადრე პროექტი “სპილო ოთახში ” მოვიგე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს პროექტი ყოველ ჯერზე უფრო მიმახვილებს შეგრძნებებს და მზრდის. ისე კი ძალიან მომნატრებია რაღაც მიზნისთვის შრომა და წარმატების მიღწევა. ეს ძალიან მჭირდებოდა. ბოლო დროს სულ მაწუხებდა აზრი, რომ სამზარეულოს გარდა, ვეღარაფერში ვვითარდებოდი. ჰოდა ახლა ჩემს თავს ვეუბნები: აი მარი,ხომ ხედავ, შენ ჭკვიანი გოგო ხარ და მერე რა, რომ სამახურს ვერ პოულობ, სამაგიეროდ, სპილო მოიგე და თამამდ შეგიძლია ტოლმები და ჩახოხბილები აკეთო- მეთქი.ამ პროექტზე მეტის დაწერა მინდოდა, მაგრამ დეტალებს ისე ცხადად ვეღარ ვიხსენებ, ამიტომ, უბრალოდ ლინკებს დავდებ.

ჩემი ესსე

ჩვენი ფოტოები

ჩვენი სლოგანი

პ.ს ეს ჩემმა დამ დამიდო წეღან კედელზე. ძალიან გვიყვარს “კოკოროზები”, დები არიან და ისეთი უცნაურები, ისეთი დარტყმულები, ისეთი მგრძნობიარეები,ისეთი ლამაზები, ისეთი ავადმყოფურები… ჰოდა, მგონი ეს სიმღერა ძალიან მოუხდება საუნდტრეკად ჩემს იმ ღამეებს, კოშმარები რომ მტანჯავს ხოლმე, მერე ოფლში გაწურულს მეღვიძება, ვიჩოჩებ საწოლის მარჯვენა მხარეს და ჩემი მძინარე ქმრის ზურგს უკან ვიმალები, ცოტა ხანში ისევ ძილბურანში მივდივარ და თავში მარტო ერთი ფრაზა მიტრიალებს: რა სიმშვიდეა. რა სიმშვიდეა. რა სიმშვიდეა.

Cocorosie

Advertisements

From → personal

6 Comments
  1. კონკურსში გამარჯვება + იუბილეს = გილოცავ მარი 🙂

  2. manuchari permalink

    the more, the merrier 🙂

    gilocav mari, dz gtxov rac shedzleba bevri were

    p.s. let be birthdays merrier ____ http://www.youtube.com/watch?v=nWuZMBtrc1E&ob=av2e

  3. გილოცავ 🙂

  4. გილოცავ! ❤

  5. Kate permalink

    უიიი 24 -ის ხდები??? ესე იგი შენი წელი მოდის. ჩემი 2011 იყო და კარგი წელი იყო. ასეა თუ ისე.

    ხოდა წარმატებებს გისურვებ :))

  6. აა უი. კონკურსში გამარჯვებასაც გილოცავ რათმაუნდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: