Marie’s sense of snow
როგორ გავიგე, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს
ჩემი მშობლები ყველაზე მხიარული და ფანტაზიაგანვითარებული ხალხია, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. არცერთ ასაკში არ ეზარებოდათ ჩვენთან კონტაქტი. ასე დასახლდა ჩემი და ჩემი დის ბავშვობაში ყველა ხის ფუღურო ”მიშკებით” და ”გამებით”, ასე შეიქმნა ზღაპრების სერია მფრინავ ღორებზე, ცეკვა” პინგვინური” და სხვადასხვანაირი მითი თოვლის ბაბუაზე. 12 როგორც კი დარეკავდა, აივანზე გვახედებდნენ და იქ ყოველთვის იდო საჩუქრებით სავსე ორი პარკი. მე და თამთა გულგახეთქილები გავცვივდებოდით აივანზე, დავტაცებდით პარკებს ხელს და თავპირისმტვრევით შემოვრბოდით ოთახში. მე 4 წლიდან ვკითხულობდი და წერილებსაც გვიდებდნენ პარკში, თამთასაც ვუკითხავდი ხოლმე. ჩემი დის წერილები მოკლე იყო: ”თამთა, შენ წელსაც ძალიან კარგი გოგო იყავი, ასე გააგრძელე. თოვლის ბაბუ.” სამაგიეროდ, ჩემი წერილები მთელ გვერდს იჭერდა. ”მარი, შენ კეთილი გოგო ხარ, მაგრამ ძალიან გთხოვ,ამდენს ნუ ტირი, დედას გარეშე დარჩი ხოლმე, ასეთი ჯიუტი ნუ ხარ, ბაღში ეცადე, დაიძინო, აღმზრდელებს ნუ აბრაზებ, სუპი ჭამე, ასე ქენი, ისე ქენი… ”
მოკლედ, იმ ახალ წელს მე 7-ის ვიყავი, თამთა ოთხის. სახლში ვბრუნდებოდით ეზოდან და დავინახე ბოძზე გასმული წითელი საღებავი. თამთას ვეუბნები, ეს ალბათ თოვლის ბაბუმ ხელთათმანი გაუსვა და იმისგან დარჩა მეთქი. თამთამ კიდევ უტიფრად მითხრა, თოვლის ბაბუა არ არსებობს და იმ პარკებს დედა და მამა დებენო. გავმწარდი, მაგრამ რას გავმწარდი. დედაჩემს ტირილ-ტირილით ვუთხარი ეს ამბავი და ჩემი დის სასწრაფოდ დასჯა მოვითხოვე. დედაჩემმა კიდევ მითხრა, რადგან მაინც გაიგე, ბარემ სიმართლეს გეტყვი და თამთას არ მოუტყუებიხარო. ცოტა ხანს ვტიროდი და მერე ვკითხე, ღმერთი არსებობს თუ მაგასაც მატყუებთ მეთქი. არსებობსო, მითხრა. კარგი, მაშინ ამის შემდეგ საახალწლო საჩუქრებს ღმერთს ვთხოვ მეთქი.
ზამთარი ჩემი მღელვარებისა
ახლა უკვე ძალიან განსხვავებული სურვილები მაქვს. აღარც 10 ყუთი ”ლოვე” კევი მინდა, აღარც ბარბი და აღარც შოშიების სახლი. უბრალოდ მინდა ბაკურიანი, ძალიან თოვლიანი ახალი წელი და მღელვარე და ხმაურიანი დეკემბრის წყნარი დასასრული. კიდევ მინდა, ჩემი არამატერიალური სურვილების ჩაფიქრება მოვასწრო და თუ რამე ისე არ გამოვიდა, როგორც მინდა, ყველა ის ხელით გაკეთებული მისალოცი ბარათი გადავიკითხო, რომელიც დაბადების დღეზე მივიღე და სიმშვიდით, ბედნიერებით და მადლიერებით ავივსო გული.
დღეს, ცოტა არ იყოს, უგუნებოდ ვარ (უფრო სწორად, ავად) და ზუსტად ასეთი თბილი ჩანაწერი მჭირდებოდა.
გემრიელად გამეღიმა 🙂 მადლობა.
მე 11 წლის ვიყავი, რომ გავიგე თოვლის ბაბუის არ-არსებობის შესახებ. 😀
yoveltvis vicodi rom tovlis babua ar arsebobda margam,am chanaweris wakitxvisas davijere ragacit rom asebobs da mere isev tqventan ertad agmovachine rom es yvelaferi martla ararealuria da is ar arsebobs 🙂 didi xania ase arafers chavufiqrebivar 🙂 madloba :*
მე კიდევ დიდი ხანია ასე არავის სიტყვებს არ გავუხარებივარ 🙂 პირიქით მადლობა 🙂
:* 🙂
მარიიიი,
რა დამთხვევაა, ნიკუშას ჩვენც მფრინავი ღორებით ვაშინებთ, თუმცა დიდად არ შინდება.
რვა თვის წინ წავიკითხე ეს პოსტი და იმის მერე, რამდენჯერაც ზამთარს, თოვლის ბაბუას, საჩუქრებს და მსგავს რაღაცებს ახსენებენ, აბზაცები მახსენდება 🙂