Skip to content

Laterna Magica

თებერვალი 15, 2012


ცოტა არანორმალური სიყვარულები მჩვევია. არანორმალურად მიყვარს ინგმარ ბერგმანის ფილმებიც. ამიტომ ”კრძალვით და ცახცახით”, ნამდვილი მორწმუნეს სასოებით ავიღე მისი ავტობიოგრაფიული ”ლატერნა მაგიკა” ხელში, ცოტა დამაკლდა, კინაღამ ვემთხვიე კიდეც. ახლა ვფიქრობ, საერთოდ არ უნდა წამეკითხა მეთქი. ის არაფერი, მთელი ღამეები შვედეთი, ძველი თეატრების შენობები და ბნელი სახლები რომ მესიზმრება, უცნაურ სიზმრებს არც ლატერნა მაგიკამდე ვუჩიოდი. მთავარი მიზეზი, რატომაც კარგი იქნებოდა , არ წამეკითხა- კიდევ ერთი კერპის დამსხვრევაა. მე ხომ დიდი ხანია ვიცი-იმას, ვინც ან რაც ძალიან გიყვარს, არ უნდა უჩხიკინო და ზედმეტადაც არ უნდა ქექო, თორემ ადრე თუ გვიან ძალიან იმედგაცრუებული დარჩები. სულაც არ მქონია იმის ილუზია, რომ ბერგმანი ტუალეტში არ დადის. ძალიან არაჯანსაღი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის სრულყოფილების მოთხოვნა. მის პარანოიაზე და შეშლილ ბოდვებზეც მქონდა ფილმებიდან რაღაც წარმოდგენა, მაგრამ რადგანაც სადღაც ღმერთობის და ადამიანურობის ზღვარზე მოსიარულედ წარმომედგინა, წიგნის კითხვის დასაწყოისში ბევრ წვრილმანს ვერ ვპატიობდი: ჯანმრთელობის პრობლემებს, წვრილმან ისტერიკებს, მასტურბაციაზე ჩაციკვლას, შვილებისადმი გულგრილობას, საკუთარი კუჭის მოქმედებაზე ზედმეტად მიყურადებას…

სადღაც ბოლოსკენ უკვე მივხვდი, რომ ბერგმანი ასეთი იყო. ადამიანი იყო. და მიუხედავად ჩემი კერპების უკვე მერამდენე მსხვრევისა, მადლობა მას გულახდილობისთვის. მადლობა კინოს და თეატრის ფანატიკური სყვარულისთვის, სიცოცხლის თავისებური სიყვარულისთვის და წიგნის ბოლო გვერდებისთვის, სადაც თავს უფლება მისცა,ბოლოსდაბოლოს, სენტიმენტალური ყოფილიყო. მადლობა იმ სიტყვებისთვის, რასაც ტარკოვსკიზე წერს (ისე გამიხარდა, თითქოს ჩემზე წერდა).

მე მიყვარს, როცა ადამიანები იცინიან. უფრო მეტად მიყვარს, როცა თავიანთ თავზე იცინიან. ბერგმანი რატომღაც ვერ იცინის. ვინც ჩემზე მამაცი ხართ და იმედგაცრუებებისაც ჩემზე ნაკლებად გეშინიათ, წაიკითხეთ ლატერნა მაგიკა. სხვა თუ არაფერი, იქ შხერებია, ფიორდები, შვედური სიცივეები, თეატრის კულისები და კინოები კადრებს მიღმა. ადამიანური ტრაგედიაც ბევრია, შიშებიც და ვნებებიც. ამის გამო ნამდვილად ღირს.

მე წავალ, ”შემოდგომის სონატას” ვუყურებ და მეგონება, რომ ორი ინგმარ ბერგანი არსებობს.

Advertisements
11 Comments
  1. ასეთი კარგი ავტობიოგრაფია იშვიათია, ძალიან მომეწონა მე, პირველ რიგში გულწრფელობის გამო. ბერგმანი როგორც რეჟისორი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, წიგნის წაკითხვის მერე შეგრძნება მაქვს, რომ უკეთ ვუგებ 🙂

    • ავტობიოგრაფიად მართლა ძალიან შთამბეჭდავია, მე განვეწყვე უბრალოდ უცნაურად, სუბიექტური მიზეზების გამო 🙂

  2. მიდევს თაროზე და რიგს ელოდება.
    და მერე კინორიგებს.

    • ჯერ ამას წაიკითხავ და კინოებს მერე ნახავ?

      • ბერგმანის მხოლოდ მარწყვის მდელო მაქვს ნანახი.
        ჯობია ჯერ ფილმები ვნახო ხო?

  3. მე ვკითხულობდი, ბოლომდე არ დამიმთავრებია. გადავდე სადღაც:)

  4. დღეს დავამთავრე ეს წიგნი. დიდხანს კი ვიზოგავდი ისე.. არადა, საერთოდ არ ვიცნობდი მის შემოქმედებას და აზრზე არ ვარ, რატომ დამაინტერესა საერთოდ.
    ეს წიგნი აღსარებასავით იყო. აი, ყველაფერს თავისი სიმძაფრით რომ აღიარებს, შეულამაზებლად, თავის “დემონებს” რომ საჯაროდ გამოფენს და თითქოს დაისვენა ამით.
    ოჰ, ინგმარ, შე საზიზღარო ❤

  5. tamuna permalink

    არაჩვეულებრივი წიგნია,ეს კაცი იყო უბრალოდ ფსიხი და შემოდგომის სონატა უბრალოდ შედევრი..ფილმს რომ ვუყურებდი აი იმ მომენტს პიანინოზე რომ უკრავს და მაყურებელს რომ აგიჟებს ბერგმანი,უკრავს სონატას და არ გვანხებენ კლავიშებს.ბერგმანი და ფელინი-2 კორიფე:)

  6. მეც მსგავსი გრძნობა მქონდა ამ წიგნის კითხვისას. ცოტა ის მეუცხოვა და იმაზე ვიეგოისტე, თეატრზე რომ ამდენს წერს და კინოზე შედარებით ნაკლებს. ის დეტალები, რაზეც ყურადღებას ამახვილებს, მისი გამოცდილება იყო, without guidance, ის ადამიანებთან ახლო ურთიერთობის გარეშე, თავად სწავლობდა, როგორ ეცხოვრა. მოვლენებს “პრაქტიკის საფუძველზე” შეისწავლიდა. რამდენიმე ხნის წინ ვიყავი სტოკჰოლმში, ერთ–ერთ მუზეუმში დიდი ექსპოზიცია ეძღვნებოდა მის ე.წ. კერპს – აუგუსტ სტრინდბერგს. წიგნში რომ სოფელში გატარებულ დღეებს აღწერს, ისე მომწონს, სუნთქვა მეკვრის. რაღაც ნამდვილად აქვს განსაკუთრებული ჩრდილოეთის ლანდშაფტს და იქაურ ზაფხულს. სტოკჰოლმში ღია ცის ქვეშ მოწყობილი მუზეუმია, სადაც შეიძლება ტიპური სოფლის დათვალიერება. ჩვენს ეთნოგრაფიულს გავს, ოღონდ ბევრად დიდია…ნამდვილი სოფელია, თავლებით, საქონლის სახლებით, მინდორზე წამოწოლილი ცხვრებით და თხებით, პატარა ტბებით, ხის ღობეებით და ჭიშკრებით, სკოლის შენობებით და ეზოებით… “სკოლაში”, “ფერმაში” და “სპა კურორტზე” ეროვნულ ტანსაცმელში ჩაცმული თანამშრომლები ჰყავთ. გიდის ფუნქციას ასრულებენ, ჩვეულებრივი სამუშაო დღე აქვთ, საღამოს მკლავზე კალათგადაკიდებული მიდიან სახლში…

    ახლა უფრო მიყვარს ბერგმანი, მისი ფილმების 90% ნანახი მაქვს და სულ მინდება კიდევ ერთხელ ნახვა.

    აქ სტოკჰოლმის კინოს მუზეუმზე მიწერია: http://kokinia.blogspot.com/2012/09/filmstaden.html

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: