Skip to content

”უმანკოების მუზეუმი”. საშიში დამოკიდებულებები

თებერვალი 18, 2012


ჩემ ქმარს მწერლების შეფასების მრავალი კრიტერიუმიდან ერთი აქვს ასეთი ” ეს მალე ყველას დაავიწყდება” და ”ეს წლებს გაუძლებს”. ჰოდა ფამუქი მგონია, რომ ”წლებს გაუძლებს ” კატეგორიაში მოსახვედრი კაცი ნამდვილად არის. მშვენიერი ამბების მოყოლა იცის არაშემაწუხებელი და არაპრეტენზიული ენით. მოკლედ, მიყვარს მეთქი, რომ ვთქვა, მერე ძალიან უნდა შემრცხვეს , მაგრამ დიდი სიამოვნებით კი ვკითხულობ. შეიძლება, თურქი რომ ვიყო, უფრო მეტადაც ამაღელვოს-მეთქი, თავს ვიმართლებდისავით.მაგრამ ერთ დღეს ”უმანკოების მუზეუმი” ვიყიდე. იმ დღიდან დაიწყო გართულება ჩემი და ფამუქის მშვიდმა და ჰარმონიულმა ურთიერთობამ.

ამბავი, როგორც ყოველთვის, ორიგინალური და თავისებურად მშვენიერია. სტამბული, როგორც ყოველთვის, ისეთი, იმწამსვე ჩემოდნის ჩალაგება და უკანმოუხედავად იქ გაქცევა რომ მოგინდება. თავიდან თითქოს ისეთი არაფერი, ქემალს, მაღალი წრის მოწიფულ კაცს , უყვარდება დაბალი კლასიდან გამოსული, შორეული ნათესავი ფუსუნი. ასეთი ამბებით სავსეა წიგნებიც, ფილმებიც და სამეზობლოებიც. ამიტომ თავიდან საშინელი იმედგაცრუება მქონდა და კითხვისთვის თავის დანებებასაც ვაპირებდი, მაგრამ ნელ-ნელა საქმეში მუზეუმი ჩაერთო და მივხვდი, რომ ჩემი მშვიდი წყლები კარგა ხნით იმღვრეოდა. მოკლედ, აეს ქემალი, რაღაცნაირ საბრალო იდიოტად იქცევა ფუსუნთან დაშორების შემდეგ და ძალიან საშიში დამოკიდებულებებიც უვითარდება, იწყებს ყველა იმ ნივთის შეგროვებას, რასაც ოდესმე ფუსუნი შეხებია, ან რასაც მათ ამბავთან კავშირი ჰქონია. მთელი წიგნის განმავლობაში ხან ვბრაზობდი, ვოხრავდი, ხან არ მეძინა და ვფიქრობდი, რომ ღმერთო ჩემო, ეს არ არის სიყვარული.არ შეიძლება, სიყვარული ასეთი შემაძრწუნებელი და მანიაკალური იყოს- მეთქი. ჩემი მშვიდი სიმპათია ორჰანის მიმართ კი სულ ბოლო წინადადებამ საბოლოოდ მოსპო, იმიტომ, რომ ამ ერთი ბეწო წინადადების წაკითხვის შემდეგ ძალიან დიდხანს და ძალიან გემრიელად ვტიროდი.

ამ წიგნის მუზეუმს ფამუქი თურმე მართლა ქმნის. ამ შენობაში. ყველა გამოცემაში (მათ შორის ქართულში) ჩართულია მუზეუმში ერთჯერადად უფასო შესვლის ბილეთი და რუკა.

მთელი ამ ამბების მერე სულ ვფიქრობდი, ჩემი სიყვარულის მუზეუმში ნეტა რას გამოვფენდი მეთქი და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩვენს ღუნღულა, გახუნებულ, სულ უბრალო,უჯრულა პლედს გამოვფენ (სიტყვა ”უჯრულაზე” ლინდგრენის ქართული თარგმანებიდან ვგიჟდები). მოკლედ, ფამუქის სტილში: ვფენ ამ უჯრულა პლედს ჩემი ყველაზე ტკბილი ზამთრის საღამოების, ჩვენი თანაცხოვრების პირველი თვეების, ჩვენი თბილი სახლის, ჩვენი საუბრების მოსაგონებლად.

Advertisements
33 Comments
  1. ურჯულა მახსოვს მე ))))

  2. უჯრულა – რა მაგარი სიტყვაა :*
    ოი ფამუქამდე როდის მივალ ნეტა..

  3. gio_hyena permalink

    ზუსტად მაგ სიმშვიდის გამო ვერ ვიტან ფამუქს,მიუხედავად იმისა რომ მისი რამდენიმე წიგნი მაქვს წაკითხული და გეთანხმები რომ “ეს წლებს გაუძლებს”. ამასაც ვიყიდი როგორც კი ვიპოვი და წავიკითხავ,იმედია დანარჩენებს არ გავს. უჯრულაზე მთელი ბავშვობა გამახსენდა :-შ

  4. მე კიდევ ასე ვამბობ ხოლმე
    ფოლქნერია
    ფოლქნერი არ არის…

    აი ფამუქზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი რომელ კატეგორიაში მოხვდება.

    • რას ამბობ! ფოლკნერი არის ხოლმე ვინმე? )

      • ერთი-ორი 🙂

        ისე, დიზრაელი ამბობდა – როცა კარგი წიგნის წაკითხვა მომინდება, დავჯდები და ვწერ მასო.

  5. Georgie permalink

    C’est une merveilleuse, Marie

  6. dzalian momwons tqveni blogi :* inteleqtualuri da sainteresoa momwons tqveni weris stilic dzalian gemovnebiani da daxvewili adamiani brdzandebit 🙂

  7. ძალიან ძალიან დიდი მადლობა :*

  8. moutmenlad velodebi aq dadebul nebismier siaxles vici aucileblad dzalian saintereso iqneba :* 🙂

  9. მე უკვე შუაში ვარ მისული.
    ძალიან კარგი წიგნია მართლა.

  10. nana kaulashvili permalink

    სუიჟეტი თავიდან ძალიან დინამიურად მიდის, კითხულობ, კითხულობ და თავს ვეღარ ანებებ.გხიბლავს სტამბულის ძველი უბნების ეგზოტიკური სახელები და აღწერილობა…..შემდეგ კი, ჩემი აზრით, ძალიან გაწელილია.
    ორჯერ წავიკითხე -რუსულად და გერმანულად 🙂 🙂 ვფიქრობ , რადგან უკვე ქართული თარგმანიც გამოვიდა-სჯობს მშობლიურ ენაზეც წავიკითხო-იქნებ უფრო მეტად მომეწონოს 🙂 🙂 🙂

  11. მესამე მიზეზი წავიკითხო ეს წიგნი:)

  12. famuqma me turqeti shemayvara da tqveni ar vici… mxatvruli tvalsazrisit, chemi azrit, yvelaze shtambechdavia “me witeli mqvia”. “umankoebis muzeumi” lamis erti amosuntqvit wavikitxe, mec mgonia, rom famuqi dros gaudzlebs

  13. ამდენი დრო დაახარჯო მხოლოდ ერთი ადამიანს იმ იმედით, რომ ოდესმე შენთან ურთიერთობა მოუნდება, სისულელე მგონია. ვერ ვიტან უპრინციპო ხალხს, სულ მიკვირს ხოლმე როგორ მიყვებიან ცოლად ადამიანს, როდესაც სინამდვილეში სხვა უყვართ. ყველაფერს კიდევ თურქეთი და იქაური მენტალიტეტი ართულებს. ისევე როგორც სხვა ნაწარმოებებში, ფამუქი აქაც ხაზგასმით აკრიტიკეებს იქაურ ზოგიერთ ტრადიციას და დამოკიდებულებას სხვდასხვა საკითხის მიმართ.
    აქამდე არასდროს მიფიქრია მუზეუმში რა იდეით შევდიოდი ხოლმე,ფამუქმა მუზეუმები სხვა კუთხით მაჩვენა.საკმაოდ დიდ ხანს ვკითხულობდი,მაგრამ ფამუქს ერთი ჩვევა აქვს, მის ნაწარმოებს რომ ამთავრებ, სასიამოვნო შეგრძნება გრჩება იმის მიუხედავად ერთიანად ჩაიკითხე თუ სვენებ-სვენებით.

  14. გამორჩეული და საოცრად მშვიდი პოსტები გაქვს. აი ვკითხულობ და ვმშვიდდები:) უკარგესი ხარ:)

    მეც ვბრაზობდი ქემალზე და ფუსუნზე და საერთოდ როგორ შეეძლო 8 წელი ასე ევლო. მე 8 თვესაც ვერ გავუძლებდი, უკანმოუხედავად გამოვიქცეოდი… არ ვიცი ეს არის ნამდვილი სიყვარული თუ ეს ფანატიზმია? მუზეუმის შექმნის იდეა კი მართლა არსად შემხვედრია . ყოჩაღ ფამუქს! ნამდვილად ღირსია იყოს ნობელის პრემიის ლაურეატი:)

    • სალომეა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, არც კი იცი, როგორ გამახარე 🙂

  15. წიგნი არ წამიკითხავს, მარა მუზეუმი კი მოვინახულე 🙂

    • საშინლად შემშურდა 🙂 მეც მეღირსება ალბათ ოდესმე

      • რავი… შესაშურია? 🙂
        საინტერესოა კი, კონცეპტუალური მუზეუმია, მაგრამ სტამბოლში იმდენი მუზეუმია, რომ მართალი გითხრა, გეგმაში არ მქონია. შემთხვევით მოვხვდი 🙂 უბრალოდ ძალიან ცნობილ ადგილზეა და რომ ჩავუარე და დავინახე, რაცაა – სპონტანურად გადავწყვიტე, შესვლა.

      • შარშან ზაფხულში მივედი და გამოკრული ჰქონდათ ჯერ დაკეტილები ვართო…:( რაც შეეხება ადგილმდებარეობას მართლაც ცნობილი უბანია, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებისთვის ნაკლებად, მხედველობაში მაქვს ისენი ვინც ტაქსიმზე სტარბაქსის ყავას სვამენ ხოლმე:) არადა მაგ უბანში იმდენიძველმანების მაღაზიაა და ძალიან საინტერესო რაღაცეები იყიდება. აი ჩემი პატარა პოსტი ამის შესახებ http://anosmagazine.com/2011/08/03/cukurcuma/

  16. :)))) კი , არის. მგონია, რომ წიგნზე საინტერესო ეგ მუზეუმი უნდა იყოს. ძალიან ორიგინალურია ჩემი აზრით, თან წიგნის სიუჟეტის მიხედვით რომაა აწყობილი 🙂
    ნუ, სტამბოლიც აქვეა პრინციპში, ოდესმე წავალ 🙂

  17. არ გადადო შორს! გაისად გაზაფხულზევე წადი.
    და სანამ წახვალ – ფამუქის სტამბოლი წაიკითხე (თუ არ წაგიკითხავს) რომ შეადარო მერე 🙂

    ისეთი მაგარი ქალაქია, სანამ პოსტებს ვწერ სტამბოლზე, მომენტრა უკვე 🙂

  18. ეგ მუზეუმი კი ფულის მახეა :):)

  19. პირველად დავფქრდი ჩემს საკუთარი სიყვარულის მუზეუმზე:) წიგნი ისე წავიკიტხე და ისე დამღალა ქემალის სიყვარულმა რომ საკუთარი თავი სულ დამავიწა და ერთხელაც არ დამისვამს ეგ შეკითხვა. კარგია რომ შენ დასვი!

  20. natela permalink

    famuqi martlac sheudareblad wers umankoebis muzeumma ki ise chamitria rom dzilic damaviwya…saocrad didi siyvarulis matarebeli agmochnda qemali

  21. darsli permalink

    ერთი იმ უიშვიათეს წიგნთაგანია, რომლის წაკითხვაც ხტუნვით მიხდება 😦

  22. mea permalink

    dzalian minda umankoebis muzeumis naxva,wigni dzalian momewona,imedia odesme vnaxav

  23. mea permalink

    yvelaze magari siyvarulis istoriaa

  24. Ekaterine permalink

    არ მახსენდება სხვა რომანი, ამდენი რომ ვეტირებინე, ჩემთვის დაუვიწყარ პერსონაჟებად დარჩებიან და რადგან ზუსტად ხვალ მივდივარ სტამბულში, კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამ ჯერ არნანახის სიამოვნებას. მადლობა ავტორს, ვიცი, მეც ვიტირებ იქ 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: