Skip to content

საყოფაცხოვრებო პოეზია

მარტი 1, 2012

პირველ მარტს რა უნდა აკეთო და გაზაფხულს უნდა შეხვდე. მეც სხვა რა საქმე მქონდა და შევხვდი. ჯერ , პირველ მარტამდე, ჩიტისგამოსახულებიანი ყელსაბამი ვიყიდე და მაისური, რომელიც სულ მთლიანად პატარა ჩიტებითაა დაფარული. ჩიტების მთელი გუნდი, მუჭით შეყრილივით. აბა ამის შემდეგ რაღა გასაკვირია, ღამღამობით ჩემი კარადიდან და სამკაულების ყუთიდან ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის . მე არ მიკვირს.

მერე წითელი ბორში გავაკეთე,ზუსტად ჩემი პომადისფერი, დაუჯერებლად წითელი ბორში.ასეთი კარგი შეიძლება იმიტომაც გამოვიდა, რომ თან ვურევდი და თან ვბუტბუტებდი, მადლობა, გასულო ზამთარო, რა ტკბილი და მყუდრო იყავი მეთქი. ეტყობა, რაღაცა შელოცვასავით გამომივიდა. სანამ მაგას გავაკეთებდი, ”ავალონის თოფები” დავამთავრე და მერე , გაზქურასთან მდგარი, ხშირ-ხშირად ვიყურებოდი უკან, რომელიმე ანარეკლიდან რამე დემონი ხომ არ მომეპარა შემთხვევით და საჭმლის გაფუჭებას ხომ არ მიპირებს მეთქი. რამდენჯერმე გულგახეთქილს ისიც კი მომეჩვენა, რომ ქვაბს ჩრდილი დაეცა, მაგრამ გადავრჩი მგონი, კარგად იბრძვიან ამბერის პრინცები, ვინ გადმოუშვებს დემონებს ჩემს სამზარეულომდე.

კიდევ ჩემი ფერად-ფერადი ჟაკეტები და ”საროჩკები” ამოვაფრიალე, ახალი პომადა წავისვი და ამ გაზაფხულის პირველ დღეს ისიც კი მომეჩვენა, რომ ლამაზი ვარ. მერე რა, რომ წვიმს.

31 მარტს კიდევ ზემფირას კონცერტია და მე ვიცი, რომ აუცილებლად წავალ, ბევრს ვიხავლებ და ბევრსაც ვიტირებ, ზუსტად ისე, როგორც წინა კონცერტზე ვქენი, წინა რიგში რომ ვიდექი, რაღაცებს ვმღეროდი და ძალიან აშკარად და სინდისის ქენჯნის გარეშე ვიცრემლებოდი.

მოკლედ, ესეც პირველი მარტი და ჩემი საყოფაცხოვრებო პოეზია. უბრალოდ, მინდოდა, გაზაფხული აღმენიშნა და როგორც შემეძლო, აღვნიშნე. მეტი რაღა უნდა მექნა.

Advertisements

From → personal

2 Comments
  1. zurgsukan moparuli demonebi chemtvisac cdiloben zog saqmeshi xelis sheshlas magram sayvareli wignis gmirebi micaven :):* rogorc yoveltvis esecarachveulebrivi shedevria :* 🙂

  2. saxeli shecvala tavisit ra daawera es?:D rezi vingaa ::)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: