Skip to content

ახალი ეტაპები და ტრანსფორმირებული სიზმრები

ოქტომბერი 9, 2012

ხან მგონია, რომ ბევრი ამბავი მაქვს მოსაყოლი, მაგრამ როგორც კი მოყოლას დავაპირებ, ვხვდები ხოლმე, რომ ჩემი ყველა ამბავი ერთმანეთს დაემსგავსა და მაინც ჩემ ორსულობას უტრიალებს, ამიტომ დიდად საინტერესოც აღარაა. მაგრამ კარგად რომ ვფიქრობ, ისეთ ეტაპზე ვარ, აბა სხვა რაზე უნდა მოვყვე. წადი-წამოდი და ამ ამბავთან შედარებით ყველაფერი უფერულდება, წაკითხული წიგნებიც და ნანახი ფილმებიც.

ისეთ ეტაპზე ვარ მეთქი და მართლა უცნაური ეტაპია, უჩვეულო გამოცდილებების. მაგალითად, ეკლესიაში სიარული რომ დავიწყე და აღსარებებს ვამბობ და ზიარებას ვიღებ, არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი ჩემი ცხოვრებისთვის. არ ვიცი, რატომ გადავწყვიტე, რომ მარტო მე ამ ეტაპს თავს ვერ გავართმევ. ახლა ვხვდები, მართლაც რა ნეტარ არიან მორწმუნენი და რა ძნელია მარტო საკუთარი თავის იმედად ყოფნა. მოკლედ, რიტუალების საჭიროება დამიდგა და ღმერთთან დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვის. პირჯვარს კი რაღაც მოუხერხებლად ვიწერ ჯერ კიდევ და ამ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, თითქოს შიშველი ვდგავარ და ვამჩნევ,რომ მეზობელი კორპუსის ფანჯრიდან ვიღაც მითვალთვალებს.

მეგობარს ვუყვებოდი ჩემი ცხოვრების ახალ მხარეზე და მითხრა, როგორ მიხარია, რომ ორსულობამ ღვთისმოშიში გაგხადაო. ამ სიტყვის გაგონებაზე ფიზიკურად ვიგრძენი, როგორ მომაწვა ყელში ზიზღი. უცუდესი სიტყვაა ღვთისმოშიში. მე არა ვარ ღვთისმოშიში, არც არასდროს ვყოფილვარ და ვერც ვიქნები. ეს სიტყვა ისე მაბეჩავებს, თითქოს ვიღაცა მათრახს მიტკაცუნებს ცხვირწინ. არ მიყვარს და არ მჭირდება შიშით შექმნილი სიყვარულები.არავისი.

ჩემმა სიზმრებმა კი ამასობაში ტრანსფორმაცია განიცადა. აქამდე თუ მშობიარობები, გასისხლული ჩვილები და უზარმაზარძუძუებიანი დედები მესიზმრებოდა, ახლა თითქმის ყოველ ღამე ვცეკვავ სიზმარში. გამოვდივარ პუბლიკის წინაშე , ხელებს ავიქნევ და ისეთი ლაღი ვხდები, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ, უწონადობაში მარტო იმას ვხვდები ხოლმე, რომ ისე ვცეკვავ, გარშემო მყოფ ყველა კაცს და ქალს ჩემთან დაწოლა უნდა. ამ დროს კი ვერ ვხედავ , მაგრამ ვიცი, რომ ამდენ ხალხში არის ის ერთადერთი ადამიანი, ვისთანაც მე მინდა დაწოლა, ჩემი ქმარი, და სიზმარში ისე ცხადად ვფიქრობ , ალბათ როგორ ამაყობს, ასეთი მოქნილი და გახმდარი რომ ვარ, ასე სექსუალურად რომ შემიძლია მოძრაობა, ასე რომ მიბჟუტავს თვალებში ნაპერწკლები მეთქი. Dance dance dance.

Advertisements

From → personal

3 Comments
  1. salome permalink

    უცნაური სიზმრები მეც მაწუხებდა :* ეგეც გაგივლის და სხვა დანარჩენიც მიხარია! ნუ შეგეშინდება..გიყვარდეს და გჯეროდეს, სხვა ყველაფერი თავისით მოვა!! აი ნახავ :* აი ლაღად რომ ცეკვავ და ყველაზე სასურველ ქალად რომ გრძნობ თავს ეგ მშობიარობის მომდევნო ეტაპია :)) აი იდი ძუძუები რომ გაგივლის და სასიამოვნო რეალობის წინაშე რომ დადგები ის ეტაპი 😉 იცი რატომ გეუბნებიი? სანდრო ჯერ კიდევ ბუნებრივ კვებაზე მყავს და ჩემს წონამდე ყოველგვარი დიეტის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ 4 კგ-ღა მიკლია :)) თვითონაც ნახავ..აღდგომა და ხვალეო :*

  2. eka permalink

    mari, chami azrit, mrevls rom cota xnis cin sheuertdi, scored amitomac geufleba ukherkhulobis shegrzneba pirjvris gadacerisas. es sheni reakcia bunebrivia, drota ganmavlobashi aucileblad gaivlis…shen xom jer mxolod pirvel klasshi xar!(me vpikrob, rom cotati shenze uprosklaseli unda viko:)) rac sheexeba, epitet”gvtismoshishs”, is mkholod da mkholod gmertis mosikvarules nishnavs. rogoc cminda mamebi amboben, netav vicodet, rogor aranormalurad vukvarvart upals titoeli chvengani! ❤

  3. ნასტასია permalink

    შენ ბავშვის გაჩენის მერე ძლივს მოსწრებულ ძილებში ნანახი სიზმრები უნდა ნახო, კიდევ უფრო დრამატულებია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: