შიგთავსზე გადასვლა

Bonjour tristesse

ოქტომბერი 21, 2012


ოქტომბრის ღამეებში, პლედმოხვეულები ტელევიზორებთან რომ სხედხართ, გვერდით ჩაის ჭიქიდან ორთქლი რომ ამოდის, მუხლებზე ლეპტოპი რომ გიდევთ, მაგრამ თქვენ სულ სხვაგან რომ იიყურებით და ყელში უმიზეზო ბურთი გაწვებათ, მაგ დროს მოწოლილ გრძნობას რას არქმევთ ხოლმე?
გამარჯობა, სევდავ.
ნოემბრის უჟმურ დღეებში ზღვა არ გენატრებათ? შუადღის სამ საათზე პლაჟზე წოლა და თვლემა? მზის, ოფლის და მარილისსუნიანი სხეული? გაქერავებული ბუსუსები მუცელზე? მაგ დროს გაჩენილ გრძნობას რას არქმევთ ხოლმე?
გამარჯობა, სევდავ.
ისე, გიყვართ ბრამსი?
ფრანსუაზა საგანი გიყვართ? საერთოდ, ფრანგი ქალები გიყვართ? მე მიყვარს. ეგ სხვა რასაა. ფრანსუაზასნაირ ფრანგებზე საერთოდ, ჭკუას ვკარგავ. გამხდრებზე, მოკლეთმიანებზე და ძალიან ნერვიულებზე. სევდასთან გაშინაურებულ, სულ სულ მარტო, მთელი ცხოვრება მარტო ქალებზე. ახლა ოქტომბრის არც ისე მზიანი დღეა და მე ფრანსუაზას “გამარჯობა, სევდაზე” ვფიქრობ. წიგნზე, რომელიც არის ფრანგულ ზაფხულზე, გიჟურ სიცხეზე, ზღვაზე და სესილზე. კიდევ ბევრ, გაცილებით ღრმა რამეზეა ეს წიგნი, სიყვარულზე და შეცდომებზე, სინანულზე და ტკივილზე, მაგრამ მე ახლა მარტო ზღვა, ზაფხული და სესილი მახსენდება. სესილი 17 წლისაა და მგონია, რომ საერთოდ არ ჰგავს ფრანსუაზას. არადა, ეს საგანის სულ პირველი რომანია და სესილი ყველას ფრანსუაზა ეგონა, მაგრამ ეს კიდევ სულ სხვა რასაა: ჯანმრთელების, უდარდელების, მზით გარუჯულების, სიცოცხლისმოყვარულების რასა. ისე კი, დიდად უცნაური წიგნია: თითქოს ზაფხულია, მარილიანი კოცნები, ზღვა და ახალგაზრდობა, თითქოს როდისღა ვიქნებით 17 წლისები, მაგრამ უნდა იცოდეთ, უნდა ნახოთ, რა მტკივნეული წიგნია, რა სევდიანი, რა მარტოობა ჩამოწვება სულ ბოლო გვერდზე, როგორი ნაცნობი იქნება ეს მარტოობა. გამაჟრიალა.
გამარჯობა, სევდავ.

6 Comments
  1. ფილმიც არის, ძველი ფილმია ❤

  2. კუზა, ზუსტად მასე ვარ ამწუთას და მაინც და მაინც ახლა გადავაწყდი ამ პოსტს 😦 გამარჯობა, სევდავ…

  3. ძალიან მივყარს ფრანსუაზ საგანი, და მისი პერსონაჟები, განსაკუთრებით ანა ლარსენი. ფრანგი ქალები სხვანაირები არიან, რაღაც განსაკუთრებულები და ბუნებრივად დახვეწილები.

  4. ფრანსუაზა საგანი ჩემია
    კანს შიგნით სისხლში ვგრძნობ
    ,,შემიყვარეთ, მეშინია მარტოობის”

  5. რა კარგად წერ. :)) დიდი სითბო მოდის, ყოველთვის მიხარია აქ შემოსვლა, მადლობა ამისთვის. ❤

  6. tamuna permalink

    zustad im adgilze sadac gamajriala giweria vigrdzeni rom mec igive damemarta.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: