Skip to content

Someday

ოქტომბერი 31, 2012


მჯერა, რომ ძალიან დასაჯერებელი რამეების მჯერა. ისეთი რამეების, რისიც აუცილებლად უნდა მჯეროდეს.
აი, როგორ არ უნდა მჯეროდეს, რომ მე და ირაკლი ერთ მშვენიერ ივნისს ავდგებით და მარტოები წავალთ პეტერბურგში. რატომაც არ უნდა მეჯეროს, რომ ნევის პროსპექტზე ვივლით მთელი ღამეები და დაძინებაც არ მოგვინდება, იმიტომ , რომ თეთრი ღამეების პერიოდი იქნება. სულაც რომ არ იყოს თეთრი ღამეები, ასტრიდ ლინდგრენი ხომ წერს სალტკროკელებში, ივნისის ღამეები ისეთი მოკლეა, დიდი ცოდვაა ასეთ ღამეებში ძილიო. ჰოდა, ჩვენც ნევის პროსპექტზე ვივლით და მე უკვე წაკითხული კი არა, საკუთარი პეტერბურგი მექნება. ირაკლი თავის საკუთარ პეტერბურგზე მომიყვება და მეც მექნება ის შეგრძნება, მას რომ გაუჩნდა პირველად ამ ქალაქში – რომ აქ უკვე ვიყავი, რომ ეს ყველაფერი უკვე ვნახე. მე ყველა გამვლელ ქალზე ვიეჭვიანებ, ყბადაღებული რუსული სილამაზეო და რაღაცა, მაგრამ ცოტა ხნით, იმიტომ, რომ მჯერა – იმ ივნისს მე ვიქნები ყველა პეტერბურგელ ქალზე და ჩამოსულ ტურისტზე ლამაზი, ყველაზე ლამაზი, რაც კი ოდესმე ვყოფილვარ. მჯერა, რომ იმ ივნისს ცხრა გასახსნელი ხიდიდან ერთ-ერთზე ვიდგები ყველა იმ პეტერბურგელ ქალზე და ტურისტზე ბედნიერი, ვინც კი ოდესმე იმ ხიდზე მდგარა.

Advertisements

From → personal

One Comment
  1. sophie permalink

    იყავით ნეტა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: