Skip to content

გაიზარდე, ჩემო მწვანე ფიჭვო

დეკემბერი 11, 2012

ყველა შიშმა ისე უკვალოდ ჩაიარა, თითქოს არც არაფერი ყოფილა. თითქოს ჩემი არ ყოფილა ის უგრძესი 9 თვე, მე არ მივლია უზარმაზარი მუცლით, არც ჩემ მუცელში უმოძრავია ვინმეს ოდესმე, არც მინერვიულია ამდენი… მოკლედ, დედა გავხდი.

ვიწექი მუცელგაჭრილი და ვიღიმებოდი. ღიმილის გარდა არც არაფრის თავი გაქვს მაგ დროს. მერე ტირილი გავიგე და ჯერ ვერ მივხვდი, ვინ ტიროდა. მერე ბავშვი დავინახე. ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ჩემს თავზე ცა არ გახსნილა და არც ზეციური ზარების რეკვა ამტყდარა, არც პლანეტისხელა ბედნიერება დამცემია უეცრად თავზე . უბრალოდ, მივხვდი, რომ დედა გავხდი.

ზეციური ბედნიერებები მერე მოვიდა, იმდენი და ისეთი, არც კი ვიცოდი, თუ ასეთ ბედნიერებებს შეიძლებოდა ეარსება. ყველა ჩემი შიში სადღაც გაქრა-მეთქი, ვამბობდი. იმდენი რამის მეშინოდაააააა. რომ თავს ვერ გავართმევდი, რომ საშინლად დავითრგუნებოდი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემი აღარ იქნებოდა, რომ სულ ამხელა და ასეთი დავრჩებოდი… მივხვდი, რომ წინასწარ თავის დაპროგრამება სისულელეა, არცერთი ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. ბავშვს მარტოები ვზრდით და საშინლად ტკბილი გახდა ცხოვრება. ისეთი სახალისოა ყველა რუტინული რისტუალის შესრულება, ახალი რიტუალების დანერგვა, დღის ბოლოს ვალმოხდილის შეგრძნებით მოკალათება დივანზე – საკუთარი თავით სიამაყე, რომ ყველაფერი გაუკეთე, ყველაფერი მოასწარი, დაბანილ-კრემებწასმულ-გამოკვებილი ბავშვი დააძინე.

ჩემი ცხოვრება არსადაც არ წასულა, უბრალოდ უკეთესი გახდა. დროც ყველაფრისთვისაა- სიყვარულისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვის. და სულ რაღაც ორ კვირაში, ჩემი მუცელი ისევ ჩემი მუცელია, ჩემი სახე ისევ ჩემი სახეა, ჩემი სილუეტი ისევ ჩემი სილუეტია და სარკეში ჩახედვა რაღაცნაირი სიამაყით მავსებს.

გოგოს კი ისეთი სახელი დავარქვით, მოსაფერებელი სახელები სულ აღარ სჭირდება. ლეა- უკვე მოფერებასავით ჟღერს. მე კი სიზმრებშიც ერთი სურვილით ვარ ატანილი – უბედნიერესი ცხოვრება ქონდეს ლეას. ამისთვის ყველაფერს და ყველაფერზე მეტსაც გავაკეთებ.

ბედნიერი, ბედნიერი გაიზარდე, ჩემო მწვანე ფიჭვო.

Advertisements

From → personal

20 Comments
  1. აქაც გილოცავ, მარი ❤

  2. ასეთი პოსტები მამხნევებს 🙂

  3. ❤ კიდევ ერთხელ გილოცავ, ბედნიერებას ვუსურვებ პატარა ლეას! :*

  4. ნატალი ჩახვაძე permalink

    :* :* როგორ მინდა ვნახო პატარა ,მწვანე ფიჩჭვი :*:*

  5. ბედნიერი
    ბედნიერი
    ბედნიერი იყავი
    მწვანე ფიჭვო-ლეა

    Mariefille- არ ვიცი ვინ ხარ
    მაგრამ იმის ცოდნაც კმარა, რომ ბლოგსფეროში არსეობობს შენნაირი მგრძნობიარე და ნამდვილი გოგო:)

    • სალომეა
      ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის
      :*

  6. salome permalink

    echvic ar mepareboda rom ase iqneboda 🙂 jer cota acade.. jer shens tavs daubrundi bolomde, mere naxav 🙂 <3<3<3

  7. ნასტასია permalink

    გილოცავ 🙂 მართლა რა კარგი სახელი აქვს და ისედაც სურათებზე როგორი საყვარელი ჩანს.

    სულ ბედნიერები იყავით ჯერჯერობით სამივე 🙂

  8. Di@ permalink

    მააარ ❤

  9. გილოცავ ❤

  10. Nato Davitashvili permalink

    ულამაზესი სახელია 🙂 გილოცავ

  11. გილოცავ კიდევ ერთხელ! ბედნიერებას გისურვებთ შენ და შენს პატარას 🙂

  12. რა ნაცნობი განცდებია მარი. აი ზუსტად მეც იგივე დამემართა ანდრია, რომ ამოიყვანეს მუცლიდან, მკერდზე დამაწვინეს და იმან თავისი შეფუთნილობიდან გამოყო ვარდისფერი თითები და გულზე დამიწყო ფხოჭნა, მეც გამეცინა და გამიხარდა, უბრალოდ ძალიან მშვიდად ბედნიერი ვიყავი, რომ სირთულეები არ არსებობს, ბავშვი უკვე ჩვენთანაა და ა.შ
    დიდი ბედნიერებები შემდეგ მოვიდა, სახლში, განსაკუთრებით მის ზრდასთან ერთად, როცა ისწავლა სიცილი, ღუღუნი, სხვადასხვა ბგერები, ეხლა უკვე იძახის ბაბადედადადა 🙂 და გული ლამისაა ამოვარდეს:)
    ბედნიერებას გისურვებთ სამივეს.

    • დიდი მადლობა შორენა 🙂
      ერთი სული მაქვს, ღუღუნს როდის დაიწყებს, ეხლა რაღაც დაუნაწევრებელ ბგერებს ამოუშვებს ხოლმე და ისე მიხარია ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: