Skip to content

ვერონიკამ გადაწყვიტა, ჩემთვის სიცოცხლე ეჩუქებინა

დეკემბერი 29, 2012

მე ღრმად ვარ დარწმუნებული საბედისწერო წიგნების არსებობაში ,იმაში, რომ საჭირო დროს წაკითხულ წიგნს შეუძლია, ცხოვრება შეცვალოს.

ჩემი საბედისწერო წიგნის სათაურის გაგონებაზე ბევრი გაიცინებს, იმიტომ, რომ მისი ავტორი კოელიოა. მიუხედავად იმ გრანდიოზული სიძულვილისა, რომლისაც ეს კაცი ქართულ ინტელექტუალურ ელიტას სძულს , მე მაინც ცხოვრების ბოლომდე მეყვარება, იმიტომ, რომ მეორედ მაჩუქა სიცოცხლე.

ამბავი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, ის ამბავია, რომლის მოყოლის დროსაც ირაკლის თვალწინ ავუტირდი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ კაფეში. ეს 17 წლის გოგოს ამბავია, რომელიც ზამთრის ერთ დილას ვეღარ მიხვდა, ლოგინიდან რატომ უნდა ამდგარიყო.

ათას ნაწილად ვიშლებოდი. აღარ მეგონა, თუ საკუთარი თავის წამოკრეფას შევძლებდი. ეს არ იყო რამე სასიყვარულო ისტორია, ნეტა ყოფილიყო, ასეთი ძნელი არ იქნებოდა. და ამ დროს “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტას ” კითხვა დავიწყე. 2.gif

ეს 26 წლის გოგოს ამბავია, რომელიც ერთ დღეს მიხვდა, რომ მიზეზი არ ჰქონდა, ლოგინიდან წამომდგარიყო. ამიტომ კბილები გაიხეხა, წყნარად მოაგვარა წვრილმანი ამბები, დასაძინებელი აბები დალია და შემაძრწუნებელი სიმშვიდით დაუწყო ლოდინი სიკვდილს. ღმერთო! მე 17 წლის, დაკარგული გოგო ვიყავი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა დიდობას და აი, თურმე 26 წლის გოგოებსაც ემართებათ იგივე რაღაცეები, ისინიც იშლებიან ათას ნაწილად, ისინიც იწამლებიან უიმედობისგან და საერთოდ ვეღარ ხვდებიან, რატომ უნდა ადგნენ , ჩაიცვან და გავიდნენ გარეთ. ვერონიკა გადარჩა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც კიდევ უფრო მეტად გადაარჩინეს. მე ვერონიკასთან ერთად ვსწავლობდი, რომ აუცილებელი არ არის, ყოველდღე გლობალური ბედნიერებები გვეცემოდეს თავში. ვსწავლობდი, რომ შემიძლია, სკვერში დავჯდე, ბუტერბროდი ვჭამო და გავბედნიერდე. რომ ამქვეყნად არსებობს ისეთი რამეები, როგორიც არის უცნობი ადამოანის ღიმილი, ქუჩის მუსიკოსები ცნობილი პოეტების ქანდაკებებთან, კარგი სექსი. რომ არსებობს გლობალური ბედნიერებებიც, მაგალითად ისეთი ბანალური რამე, როგორიც სიყვარულია.

ოდესმე თითი დაგწვიათ?ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დამწვარ თითზე სული შემიბერეს. ვიცი, რომ ის, რასაც ვერონიკასთან ერთად ვსწავლობდი, ისედაც უნდა მცოდნოდა. მაგრამ მე 17 წლის , ყელში ბურთგაჩხერილი გოგო ვიყავი და რა გასაკვირია, რომ ეს შვება წიგნი სამუდამო სიყვარულით შემიყვარდა. მერე რა, რომ იქ საშინლად ბანალური რამეები წერია. აბა ვინ იტყვის, რომ ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვიყვარს, ბანალური არ არის.ვის ექნება ორიგინალობაზე პრეტენზია, როცა საქმე სიყვარულებს ეხება.

ამ ამბების მერე ბევრი წელი გავიდა. ახლა თითქმის ვერონიკასხელა ვარ, პატარა, მსუქანა ლეა მყავს და ქმარი, რომელსაც თვალებში ვკოცნი ხოლმე და გრძელ წერილებს ვწერ. და მე მჯერა, დღეს კოკა-კოლას მანქანების გამოჩენა რომ უზომოდ გამიხარდა, კოელიოს დამსახურებაა. მჯერა, რომ “ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტას” სიყვარული ასაკობრივი არ იყო. ვიცი, რომ თუ ოდესმე ისევ ათას ნაწილად დავიშლები და მეგონება, რომ ვეღარასდროს გავიღიმებ, ამ წიგნს წავიკითხავ და ისეთი შეგრძნება მექნება, თითქოს დამწვარ თითზე სული შემიბერეს.

Advertisements
14 Comments
  1. მართალია სიკვდილზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ვერონიკამ მეც მაჩუქა სიცოცხლე :))

  2. კარგი წიგნია. მახსოვს, კითხვა რომ დავიწყე, ვერც წარმოვიდგენდი, თუ ასე მომეწონებოდა. იმ დროს მეც ვერონიკაზე პატარა ვიყავი და უფრო კარგად მესმოდა მისი, ვიდრე 26–ის როცა გავხდი და ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავდებოდა მისისგან.

    ლეა ჰქვია შენს პატარას? რა ლამაზი და ტკბილი სახელია, ზუსტად გუშინ ვფიქრობდი, როცა გოგო მეყოლება ლეა უნდა დავარქვა 🙂

  3. nana permalink


    მადლობა, მარი! შენი პოსტებიდან ეს ყველაზე ძალიან მომეწონა. მართლაც და დღემდე ვერ მივხვდი ჩვენი ინტელექტუალების მხრიდან კოელიოს მიმართ ირონიის მიზეზს. რაღაცა მოდასავით შემოვიდა- კოელიო??? ბანალური, დაბალი დონის და ა.შ. თითქმის უკვე ცუდ ტონდ ითვლება კოელიოს გამოსარჩლება( რა სჭირს ჩემი გამოსასარჩლებელი) 🙂 შენ წერ: ,, მე 17 წლის, დაკარგული გოგო ვიყავი, რომელიც ვერაფრით ეგუებოდა დიდობას და აი, თურმე 26 წლის გოგოებსაც ემართებათ იგივე რაღაცეები, ისინიც იშლებიან ათას ნაწილად, ისინიც იწამლებიან უიმედობისგან და საერთოდ ვეღარ ხვდებიან, რატომ უნდა ადგნენ , ჩაიცვან და გავიდნენ გარეთ. ,, ამ ფრაზებმა ღიმილი მომგვარა- მერწმუნე, მარი გაცილებით მეტი ასაკის ”გოგოებსაც ” 🙂 ემართებათ ასეთი რამ ……ისევ ციტატა:,, რა გასაკვირია, რომ ეს შვება წიგნი სამუდამო სიყვარულით შემიყვარდა. მერე რა, რომ იქ საშინლად ბანალური რამეები წერია. აბა ვინ იტყვის, რომ ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გვიყვარს, ბანალური არ არის.ვის ექნება ორიგინალობაზე პრეტენზია, როცა საქმე სიყვარულებს ეხება.,,სრულიად გეთანხმები!შესანიშნავი სიტყვებია!!!!!!!!!

  4. მე გაოგნებული-გაოცებული-გაორებული.. არ მეგონა თუ კიდევ ვინმე უყურებდა ამ წიგნს ჩემი თვალებით!!
    მე ამწუთას ბედნიერი-მადლიერი-გახარებული… კიდევ ორჯერ გადავიკითხავ შენს პოსტს..
    მადლობა.

  5. კარგი გოგო ხარ )

  6. მეც მომეწონა ეგ წიგნი თავის დროზე, ოღონდ ტეხავს ამის აღიარება, მაინც კოელიოა :დ მაგრად წერ, პირდაპირ გულში ატანს 🙂

  7. koelios marto es da alqimikosi unda daewera..)))) veronika♥

  8. ვერონიკას და თერთმეტი წუთი მეტი არც არაფერი მაქვს პაოლოსი წაკითხული, მაგრამ მეც დაახლოებით იმ ასაკში ვიყავი ცხოვრების მიზანს რომ ეძებ და მივხვდი, რომ ყოველი დღით სიცოცხლეშია ეს მიზანი

    უბრალოდ ამ დედანაქაჩ ცივ ზამთარში ჭირს რა : )

  9. მე მიყვარს კოელიო
    მე მიყვარს ,,ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა”
    მე მიყვარს შენი პოსტები
    და არ მიყვარს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უიმედობით მოწამლული ვარ:)
    მადლობა ამ პოსტისთვის

  10. ძალიან მომწონხარ მარიეფილლე ❤ ლამაზად და მგძნობიარედ წერ….

  11. უჟმურობის დროს მარის ბლოგი ყველაზე კარგი წამალია 🙂 ახლაც ჩამოვყევი და ვეღარ გავძელი ამ პოსტზე არ დამეკომენტარებინა.
    ვერონიკაზე პირველად ამ ბლოგით გავიგე, მერე დიდხანს მინდოდა და რატომღაც ჩემამდე ვერ მოაღწია. ძალიან სწორადაც, იმიტომ რომ მისი კითხვა იმ პერიოდს დაემთხვა, მე რომ სიკვდილს გადავრჩი და იმ პერიოდში ცუდად რომ არ ვიყავი ამ წიგნის და მარის პოსტის დამსახურებაა.
    მერე ეს წიგნი ერთ ადამიანს ვაჩუქე და ამით მეც სიცოცხლის ჩუქება მინდოდა მისთვის.
    მეტისმეტად ბევრი პირადი ინფორმაციაა, მაგრამ ძალიან მომინდა მეთქვა.
    ესეც მინდოდა მეთქვა, მარი, ძალიან მიყვარხართ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: