მიფრინავდნენ ღრუბლები
მოკლედ, ლეა იზრდება და მეც ნელ-ნელა ვხდები არაადეკვატური დედა, თავისი შვილი ყველაზე ლამაზი და ყველაზე ჭკვიანი რომ გონია და ყველას უნდა, მის შესახებ უამბოს. ალბათ , ერთ დღეს ჩემი ნაცნობები იქედნურად გადახედავენ ერთმანეთს ჩემი მოსმენისას და ზუსტად ისეთ გაბეზრებულ სახეებს მიიღებენ, როგორსაც მე ვიღებდი ჩუმად, მობილურში შვილის სურათებს მემილიონედ რომ მათვალიერებინებდნენ. თუმცა, ამ დღემდე ჯერ კიდევ შორია.
ლეას კი არაფერი ადარდებს, ტირილიც არ იცის, მხოლოდ თუ მოშივდა, ჩხუბობს და იღრინება ხოლმე. მინდა, სულ ასეთი ხასიათი დარჩეს და დედასავით ყველაფერზე ცრემლის და ცინგლის ყრა არ დაიწყოს. ზოგჯერ დაუნაწევრებელ ბგერებს გამოსცემს, მე ამ დროს გული მეკუმშება სიხარულისგან და სულ “მერი პოპინსი” მახსენდება, ჩვილ ჯონის და ბარბარას ადამიანების ლაპარაკი რომ არ ესმით, სამაგიეროდ, ჩიტების, ვარსკვლავების, ქარის ენა იციან. მერე ადამიანების ენაზე იწყებენ ლაპარაკს და სამყაროს ენა ავიწყდებათ. მეც ლეას უაზრო ღუღუნს ვუსმენ ხოლმე და ძალიან მინდა, ეს მშვენიერი ამბავი დავიჯერო და ვიფიქრო, რომ ამ დროს ლეა ხეებს და ვარსკვლავებს ელაპარაკება. თან ამ ამბავს ვუყვები , საერთოდ ძალიან ბევრ ამბავს ვუყვები, კეთილ ჯადოქრებზე, სამყაროს საოცრებებზე, დედამისის ბავშვობაზე, თან ლოყით ვეხუტები, მას კი ჩემი ლოყა საჭმელი ჰგონია და პირს აბჩენს ხოლმე.
სასეირნოდ სახლთან ახლოს , სკვერში დავდივართ, სადაც სხვა დედები ლეასხელა ბავშვებს ასეირნებენ. მე სკამზე ვჯდები და წიგნის კითხვას ვიწყებ, მაგრამ სხვა დედებს ეს არ აბრკოლებთ და ჯიუტად ცდილობენ, გამომელაპარაკონ. ამ დროს მე ძალიან მინდა, ჩემთვის ვიჯდე და ვიკითხო,საერთოდ უჩინარი ვიყო, მაგრამ რატომღაც სხვებს ეს არ ესმით და ჯიუტად მირღვევენ პირად სივრცეს. ამიტომ ბევრი ახალი ნაცნობი მყავს. მათგან ვისმენ ამბებს, რომლების მოსმენის შემდეგაც მგონია, რომ მსოფლიოში ყველაზე ცუდი დედა ვარ და თუ ცალკე არსებობს ბოროტი დედების ჯოჯოხეთი, მე აუცილებლად დავიწვები მის ცეცხლში. ეს გოგოები მიყვებიან, რომ ტუალეტშიც ვერ დადიან, იმიტომ, რომ თავიანთ შვილებს დასცქერიან, რომ თვეებია, პიჟამო არ გაუხდიათ სახლში, რომ დამტოვებელი კი ჰყავთ, მაგრამ ჭამის დროს დღეების ბავშვებს მაინც გვერდით იდგამენ კალიასკებით, რომ ერთი წამიც არ შეუძლიათ თავიანთი შვილების გარეშე. ვუყურებ ხოლმე ამ გოგოებს, რომლებიც კვირების დასაბან თმას შავი ქუდების ქვეშ მალავენ და ვცდილობ, სინდისის ქენჯნა ჩავიხშო. მაგრამ სინდისის ქენჯნის წამი ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. მე რატომ ვარ ცუდი დედა? მარტო იმიტომ, რომ დედის გარდა, ადამიანიც ვარ? რა უნდა აკლდებოდეს მძინარე ლეას ბებიასთან რამდენიმე საათით, როცა მე ლამაზ ტანსაცმელს ვყიდულობ, მამამისთან ერთად ვსეირნობ, სვაიაკს ვთამაშობ ან მეგობრებს ვხვდები? დანარჩენი დრო ხომ სულ ჩემთანაა, მე ვბან, მე ვაჭმევ, მე ვუცვლი, მე ვუმღერი, მე ვუთენებ ღამეს, როცა ფუთფუთებს და ვერ იძინებს. ასე მგონია, მასაც უხარია, სახლში დაბრუნებული ბედნიერად რომ ვუღიმი , ლამაზი რომ ვარ და ჩემგან რომ ვერავინ მოისმენს ამბებს, როგორ არ მიბანავია სამი კვირაა, როგორ ვტირი უმიზეზოდ, როგორ ვეჩხუბები გარშემო ყველას. იმედი მაქვს , რომ უხარია.
გაიზრდება და ვკითხავ.
სიმღერა, რომელსაც ვუმღერი ხოლმე და მგონია, რომ ამ დროს ლეაც ხედავს, როგორ მიფრინავენ ცაზე ღრუბლები
მეც დედა ვარ და სხვათაშორის ბავშვებს ვერავისთან ვერ ვტოვებ. არც ძიძა მყავს და არც მოცლილი ბებია, ამის მიუხედავად სეირნობასაც ვასწრებ თავის მოწესრიგებასაც, ვარჯიშს და ფორმაში ყოფნასაც, კომპიუტერთან ჯდომასაც არ ვიკლებ, ახალ წიგნებსაც ვკითხულობ და სალონებშიც დავდივარ. რა თქმა უნდა რთულია ორი ბავშით ამ ყველაფრის კეთება მაგრამ იმაზე ადვილია, ვიდრე დასაბანი თმებით სიარული ან მოუწესრიგებელი ფრჩხილებით ყოფნაა.
ისეთ ადამიანებს რომლებსაც გონიათ რომ დაუფასდებათ “ამგვარი თავგადაკლულება” სისულელეა. შერჩებათ მოუვლელი თავი, გაქცეული ქმარი და გაზრდილი შვილი, რომელსაც უფორმო დედის გვერდზე გავლაც კი მოერიდება.
იმედია გაახელენ თვალებს ქართველი დედები და მიხვდებიან რომ დედობის გარდა ქალურობის არდაკარგვაა მთავარი.
მე ვხედავ როგორ მიფრინავენ ცაზე ღრუბლები….
მარი, ასე დავიწყეთ ჩვენც, სეირნობები სახლთან ახლოს, ბევრ ნაძვებიან სკვერში, დილით გამყავდა ადრე, მიმქონდა წიგნები და თერმოსით ხან ჩაი და ხან ყავა, მაგრამ ორი ფურცელიც არ მექნება წაკითხული ზუსტად ასეთი ცნობისმოყვარე დეიდების და ბებიების გამო. მიჯდნენ და მიყვებოდნენ ატასნაირ ამბებს, მე ვუყვებოდი, რომ მე მარტო ვზრდიდი ამ ბავშვს და სხვა დანარჩენსაც მშვენივრად ვახერხებდი, ზალიან უკვირდათ და ამის საპასუხოდ მიყვებოდნენ თუ როგორ ზრდიდა 5 ქალი ერთ ბავშვს და რა რთულია ეს ყველაფერი. რა საშიში და რა დამღლელი.
დარწმუნებული ვარ ლეას, ძალიან მოსწონს, ლამაზი, დაბანილი და მოწესრიგებული დედიკო და რომ, გაიზრდება ამას ტავადაც გეტყვის. მართალია ბავშვის გაზრდა (აღზრდა) საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ ამას პოზიტიური განწყობით მივუდგებით რთული საერთოდ არ აღმოჩნდება.
ჩვენ ძალიან აქტიურ ფაზაში გადავედით. ანდრიამ უკვე დაიწყო კაბელების ღრღნა და ყველაფრის გადმოყრა მაგიდიდან,ბურთაობა და ხოხვა ყველანაირი მიმართულებით, ტან სულ იცინის და მეც ბედნიერი ვარ. უბრალოდ როცა იცინის, ვერ ვჩერდები უტას არ ვუჯიკო, მიდი შეხედე, რა საყვარელია და ამას ვაკეთებ თითქმის ყოველ 5 წუთში. ნამდვილი დედა დამემართა.
ზალიან უსახური იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მის გარეშე:))
ბედნიერებას გისურვებთ, მთელ ოჯახს ^_^
ბედნიერებას გისურვებ…
ise, icode, zedmetad mzrunveli deda isetive saxifatoa, rogorc araskmarisad mzrunveli deda. aserom, tavs nu adanashauleb. shegizlia sheiko kidec.
ცოტა მოგვიანებით ამ “შედევრებს” გივი ასლამაზიშვილის რომელიღაც რომანი მივაყოლე, ურყევ ჟურნალისტურ ეთიკას და ქორწინებამდე უბიწოებას რომ უმღეროდა. ისე, ახლა რომ ვაკვირდები, მთლად ჩემი ბრალი არ იყო – სიყვარულზე ფიქრი შენთვის ადრეაო, მეუბნებოდნენ და “მანონ ლესკოს”, “ათას ერთ ღამეს” და “ერთგულ და მოღალატე ცოლებს” საგულდაგულოდ მიმალავდნენ. ჰოდა, რაც საოჯახო ცენზურას გამორჩა, იმას მივადექი.
მთოვართა თარგს
ლურიონ ფერს
ლიან ხვეულს
და ცით ნამღერს
გროვა მთათ მქარგს
სვიან სვეურს
ნისლოვან ჟვერს
სიამე სურს
ნიამორთ სერს
თვალავენ თან
იავარდ მტვერს
მუნ მიატან
სად ლეა ლებს
და პანი სტვირს
ნოილე თვლებს
ცა იებს სტირს.
თრთვილი
ზვიად გამსახურდია
ლეაზე გამახსენდა 🙂 გაიზარდოს დიდი გოგო და შეიმეცნოს სიბრძნეები! 🙂
მარი, ძალიან მომწონს შენი პოსტები, ძალიან, ძალიან 🙂 დარწმუნებული ვარ, რომ ლეა ძალიან იამაყებს 🙂