Skip to content

Dear friends, dear friends, let me tell you how I feel

მარტი 11, 2013

გაუთავებელმა წვიმებმა გადაიღო, ლეა კი ამასობაში თვალსა და ხელს შუა გადავიდა მეოთხე თვეში და სულ სხვა ადამიანი გახდა. ყველას გვცნობს და გაუთავებლად იცინის. ყოველი დილა მისი ღრუტუნისმაგვარი ხმით იწყება, ამით მაღვიძებს. გადმოვბრუნდები და პლედიდან მხოლოდ ბომბორა თავი ჩანს და ეს თავი მიღიმის ღრძილებით და გრანდიოზული ლოყებით. ამ დროს მგონია ხოლმე, რომ სანამ ამ ღიმილს ვხედავ, ყოველთვის ყველაფერი კარგად მექნება, არასდროს ვიგრძნობ თავს მარტო.

ლეას საწოლზე ჩამოკიდებულ სათამაშოებს ელაპარაკება ხოლმე, მე კი, როგორც კი ეს სათამაშოები დავუკიდეთ, ორ მათგანზე ლეას ვუთხარი, გაიცანი ლეა, ეს ბიბარაა, ეს კი ბუბარა მეთქი. ბიბარა და ბუბარა ჩემი წარმოსახვითი მეგობრები იყვნენ ბავშვობაში, ჩემი გამოგონილი, კვამლისფერი არსებები. მე ბევრი წელი ვიგონებდი თამაშებს და ისტორიებს ბიბარაზე და ბუბარაზე, მერე კი, როცა წარმოსახვითი მეგობრებისთვის უკვე საკმარისად გავიზარდე, ეს სახელები ჩვენს თუთიყუშებს დავარქვით. ახლა კი, რატომღაც, ლეას სათამაშოებს დავარქვი ბიბარა და ბუბარა, იქნებ იმიტომ, რომ საღამოსპირებზე განსაკუთრებით საშინლად მენატრებიან ჩემი ნამდვილი მეგობრები.ხშირად ვიხსენებ ხოლმე ბავშვობას და თინეიჯერობას, სტუდენტობის პერიოდს და ვხვდები, რომ არაფერზე მწყდება გული, არც რამის ვერმოსწრებაზე და არც რაიმე ზედმეტის გაკეთებაზე. საოცარი ადამიანები მოვაგროვე ჩემს ცხოვრებაში და ახლა მეშინია მათი დაკარგვის. მანძილი მაინც ძალიან ვერაგი რამაა.

ზოგჯერ , როცა ბათუმურ ზაფხულებს, გოგოებს, სველ თმებს, პლაჟზე ხრუკვებს, შუაღამისას შეჭმულ ჰოთდოგებს, დაწყდომამდე ხეტიალებს, ველოსიპეებით ქრიალს ვიხსენებ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის სხვა ქალაქი იყო და მე სხვა ქალაქში ვცხოვრობ. ქუჩაში კოცნებიან, ათასთოლიიან ქალაქში ვცხოვრობ, სადაც დილაობით ბულვარში სკოლიდან გამოპარული ბავშვები მხვდებიან, შუადღეობით ჩვენი ყველგანმავალი ეტლით ლეას ვასეირნებ და საღამოობით უბრალოდ ვზივარ ლიტკაფეში და ვუყურებ, ირაკლის სიგარეტიდან როგორ მიიწელება კვამლი ჭერისკენ. იქნებ ზუსტად ეს არის სიყვარული – უყურებდე მისი სიგარეტიდან აწელილ კვამლს და გიხაროდეს, რომ ახლა აქ ხარ, აქ ზიხარ და მის თითებში გაჩრილ სიგარეტს უყურებ.

Advertisements

From → personal

3 Comments
  1. მარ, როგორ მიყვარს შენი პოსტების ყიდვა.

  2. ,,იქნებ ზუსტად ეს არის სიყვარული – უყურებდე მისი სიგარეტიდან აწელილ კვამლს და გიხაროდეს, რომ ახლა აქ ხარ, აქ ზიხარ და მის თითებში გაჩრილ სიგარეტს უყურებ”

    ეს არის სიყვარული და როგორ მიხარია, რომ არსებობთ. აი წიგნის პერსონაჟებივით ხართ, მაგრამ ნამდვილები. ვფიქრობ, ხოლმე თუ გამიმართლა მეც :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: