Skip to content

ნუ მოკლავ ჩაიკას

მარტი 23, 2013

ანა კორძაია-სამადაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი მოთხრობები ჯერ კიდევ იმ დროიდან მიყვარს, სოფიო კირვალიძე რომ ერქვა, ანუ დიდი, დიდი ხნის წინ შემიყვარდა. მერე გავიგე, რომ სოფიო კირვალიძე ორმაგგვარიანი ქალი ყოფილა, ის ქალი, რომელიც ძალიან ხშირად მხვდებოდა ხოლმე სტუდენტობისას ჭავჭავაძეზე და ყოველთვის თვალს ვაყოლებდი. იმიტომ კი არა, რომ ლამაზია. სულაც არა. უბრალოდ, როცა ასეთი ქალი ჩაგივლის, გვერდულად გადაკიდებული, ჭრელი ნაჭრის ჩანთით, გრძელი ქვედაბოლოთი, რაღაცნაირი დიდი ქურთუკებით, არასწორი ნაკვთებით და კიდევ რაღაცით, რასაც სახელს ვერ ვარქმევ, გამორიცხულია, თვალი არ გააყოლო და არ ინატრო, რომ ეს რაღაც შენც შეგრჩეს, მერეც, ასაკშიც. სილაღე ქვია ამას ნეტა?

ძალიან მიყვარს მისი მოთხრობების პერსონაჟი ქალები, მაგრამ მოთხრობებზე ძალიან “ვინ მოკლა ჩაიკას” ქალები შემიყვარდნენ. ეს პატარა წიგნი ერთ საშინელ საღამოს წავიკითხე, თბილისი-ბათუმის უგრძეს გზაზე, ჩახუთულ, აქოთებულ “მარშუტკაში” , მერე კი დიდხანს ვიყურებოდი გარეთ სიბნელეში და ვფიქრობდი, ჩემი გოგოები რას იზამდნენ, მეც ჩაიკასავით რომ მომსვლოდა, რას იზამდნენ ჩემი საამაყო, მაგარი გოგოები მეთქი… chaika

“ვინ მოკლა ჩაიკა” შეიძლება ჩვეულებრივ დეტექტივადაც მოგეჩვენოთ, იმიტომ, რომ მტვრიან, გახურებულ, ცარიელ, ზაფხულის თბილისში ელისოს, ჩაიკას ვიღაც მოკლავს. მისმა ყველა ახლო მეგობარმა იცის, ვინ არის მკვლელი, მაგრამ გამომძიებელს არ ეუბნებიან და თავიანთ მეგობრობას ანდობენ სამართლიანობის აღდგენას. მაგრამ მე ძალიან მტკიცედ მგონია, რო ეს ყველაზე მშვენიერი წიგნია, რაც კი ოდესმე მეგობრობაზე წამიკითხავს. ამან გამიჩხირა იმ აქოთებულ მარშუტკაში ყელში ბურთი და კიდევ იმან, რომ ამ წიგნში ბევრი რამეა ისეთი, რაც მე ძალიან, ძალიან მიყვარს, მაგალითად მეფ პოტერი ტომ სოიერიდან და ეს საოცარი სიმღერა: , რომელსაც ელისოს მეგობრები მღერიან. ელისო მოკვდა, მეგობრებს მოუკვდა და ხომ არ გგონიათ, ლოყების ხოკვა და თავზე ნაცრის წაყრაა, ისინი სხედან და მღერიან, ორმოცი წლის ქალები დაულაგებელი ცხოვრებით, ჰომოსექსუალი ბიჭები მატერიალური და არამატერიალური პრობლემებით, სხედან და გიტარას აჟღარუნებენ, თითქოს ხო რა არაადამიანობაა, ბავშვობის მეგობარი მოგიკლეს, წესით უნდა გიჟდებოდე, შენ ზიხარ და მღერი… მე კიდევ, უჯიშო გოგოს, ზუსტად ასეთი გლოვის მჯერა:მინდა, თუ ოდესმე ელისოსავით დამემართა და ვიღაც გიჟმა ნახშირის უთოს ჩარტყმით მომკლა (დიდი, დიდი ხნის მერე. ახალგაზრდა ასაკში სიკვდილი არ მხიბლავს), გვანცამ გიტარა გადმოიღოს, გოგოები შემოისხას, Wish you were here იმღერონ და ასე , სიმღერით მითხრან, რა კარგი გოგო იყავი დაო, რა კარგი იყო შენთან ერთად გაზაფხულები, ზაფხულები, შემოდგომები და ზამთრები, დილები და საღამოები, ღამეები და დღეები, ცრემლების ყლაპვა და სიცილიო.

Advertisements
5 Comments
  1. Tamunia T permalink

    marishka. ra sayvareli xar. 🙂 :*

  2. გუშინ შესვენებაზე მე და ერთი ჩემი თანამშრომელი მორიგი შენი შექებისას იმის აღნიშვნით რომ დავიღალეთ თუ რაოდენ კარგი და გემოვნებიანი გოგო ხარ ყველა სფეროში, ბოლოს მე დავძინე რომ ბევრი წიგნი წავიკითხე შენი რჩევით და გავლენით, მაგ: ქარჩხაძე, და ფოლკნერის დროშები მტვერში, ჰოდა ამ წიგნსაც გავეცნობი იმდენად კარგი რეცენზიაა 🙂 🙂

    • ნინო :* ძალიან დიდი მადლობა, გავწითლდი ამდენი კარგი რამის მოსმენით 🙂 :*

  3. წავიკითხო უნდა და მერე მეც ვიფიქრებ რას იზავენ ჩემი გოგოები მე რომ უცებ მომკლან მეთქი.

  4. ანას მოთხრობებივით ტკბილი და მზიანი ბლოგ-პოსტია ☼

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: