Skip to content

Stay Young

მარტი 31, 2013

ბათუმში უკვე საბოლოოდ გაზაფხულდა. ჩვენი პატარა ადამიანი ლეა მეხუთე თვეში გადავიდა და უკვე ისეთი დიდი გოგოა, თავისი ხასიათი აქვს, სურვილები, განწყობები, საყვარელი წვრილმანები, ყველგან თან დაგვყავს და მგონია, რომ უკვე ვემეგობრებით. ”ჩემო პატარა მედობარო” – ასე ვეუბნები ხოლმე და ერთი სული მაქვს, ისე როდის გაიზრდება, რომ წიგნები წავუკითხო. dediko da shviliko

ზუსტად ის პერიოდი დგება, მე რომ მიყვარს. მალე ეზოში შემოსულს ბინების ფანჯრებიდან გამოსული შემწვარი ბადრიჯნის და ახალი კარტოფილის სუნი მომადენს ნერწყვს. ქუჩები ფერადი ხილ-ბოსტნეულით აივსება და მე ბედნიერი ვივლი და გიჟურად ვიყიდი ყველაფერს, რაც მჭირდება და არ მჭირდება, რომ მერე სახლში ამოვალაგო და მკვეთრი ფერებით და სუნებით დავტკბე. მერე საღამოობით, აივანზე მჯდარი , დავინახავ, როგორ მოდიან სახლში სამსახურიდან დაბრუნებული ადამიანები და ხელში ნაყინებიან პარკებს მოაქანავებენ. თუმცა, არა მგონია, ზუსტად ასეთი სურათი დავინახო. რასაკვირველია, ბათუმშიც ისევე უყვართ ნაყინი, როგორც თბილისში, მაგრამ საღამოობით ადამიანები მასიურად არ ბრუნდებიან სამსახურებიდან. აქ ცხოვრების თავისუფალი რეჟიმია და რაღაცნაირი, წყნარი რიტმი. იშვიათად, ვინმე იჯდეს 10-დან 6-მდე, ალბათ უფრო ბანკებში. დილითაც არ რუზრუზებენ გაჩქარებული ადამიანები. ყველას ყოველთვის რჩება დრო, შინაური ნამცხვარი გამოაცხოს, შოკოლადის ”გლაზური” მოასხას და მეზობლებს გაუნაწილოს. ეს ყველაფერი მშვენიერია.

ამ აივნებზე და სკვერებში ჯდომების დროს სიმონ დე ბოვუარის ” სასოწარკვეთილი ქალი” წავიკითხე. bovuari თვითონ ბოვუარი მაგარი ქალი ყოფილა, მოფემინისტო, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი. ამ წიგნში სამი პატარა რომანია გაერთიანებული. სამივე მარტო დარჩენილი ქალის მონოლოგია. საშინლად მგრძნობიარე წიგნებია. ძალიან ავღელდი და დიდხანს ვერ დავწყნარდი. პირველი რომანის გმირმა ძალიან წარმატებული ცხოვრება გაიარა, ახლა კი მობერდა და ჰგონია, რომ აღარავის ჭირდება. მეორე რომანის გმირი ახალ წელს მარტოა თავის ბინაში და ნატრობს, რამე სტიქია დაატყდეს ქვეყანას თავს და ყველა დაიხოცოს. მესამე რომანში ძალიან კარგი ქალი აღმოაჩენს, რომ მისი ცხოვრებისეული მსხვერპლი სულ ტყუილად ყოფილა გაღებული და მისგან თავის შეწირვას არავინ ითხოვდა. ყველა წინადადება ისეთია, ყველა ქალს რომ აწუხებს. მეც ქალი ვარ და არ მინდა, იგივე დამემართოს. არ მინდა, ზედმეტი ზრუნვით ადამიანებს თავისუფლება წავართვა. არ მინდა, დავბერდე და ჩემი სხეული აღარ მომეწონოს. არ მინდა, ახალ წელს ჩემი ტელეფონი დუმდეს და მე ამაოდ ვუყურებდე მის ეკრანს.

მინდა, ყოველთვის მიყვარდეს დილის სირბილი და გემრიელი საუზმე, კარგად დანამული ტორტები და თხილიანი შოკოლადი, კოკა-კოლა და ალუბლის წვენი, ქუჩაში ადამიანების თვალიერება და ღია კაფეები, ლიფტში კოცნაობა და სკვერში კოლექტიური სეირნობა, ტელეფონზე დიდხანს ლაპარაკი, უმოკლესი კაბები და კიდევ უფრო მოკლე შორტები, დაუჯერებელი რუჯი, ლამაზი ტანსაცმელი და წითელი პომადა. მინდა, სულ მიხაროდეს ცხოვრება. მინდა, არასდროს დავბერდე.

როგორც გიჟი გალაჰერები იტყოდნენ, Stay young, გოგონა, Stay young!

Advertisements
8 Comments
  1. მე ახლა ვკითხულობ ბოვუარს.
    “მონოლოგი” დიდად არ მომეწონა 😦

  2. რა კარგად წერს ეს გოგო ❤

  3. უცებ წარმოვიდგინე, როგორი იდილიაა ბათუმში ამ დროს ცხოვრება, ლეასთან ერთად სეირნობა, თავისუფალი დრო, საღამოს აივანზე ჯდომა და ის ყველაფერი,რაც დაწერე.
    მერე ვიფიქრე, მეც რომ მაქეთ ვიყო, ერთ დღეს ერთად გავისეირნებდით და რა კარგი იქნებოდა :*

  4. დიანა permalink

    რა კარგი პოსტია, გამახსენდა და ძალიან მომინდა ბათუმური გაზაფხული და მშვიდი ცხოვრება!

  5. თათული permalink

    საყვარელი ხარ :))))))))) ❤

  6. მინდოდა მაგ წიგნის წაკითხვა და ვერ გადამეწყვიტა…..ეხლა აუცილებლად ვიყიდი…. :*

  7. მცირე შეფასებით ვერ შემოვიფარგლები , იმდენად მრავალფეროვნი ადამიანია ..
    ძლიერი რომ არ იყოს ესე ვერ დაწერდა .. (ყველაფერს გილოცავ მარი !!!!!!
    ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ძალიან კარგი მეგობრები .. !!

    • ძალიან დიდი მადლობა, სიამოვნებით ვიმეგობრებ თქვენთან 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: