ცოცხლად დამწვარი
სუადი პალესტინელი გოგოა, “ცოცხლად დამწვარი” -მისი მოყოლილი ნამდვილი ამბავი. ეს არის ამბავი, რომელმაც განმარისხა და ყველა მჩაგვრელი კაცის სიკვდილი მანატრებინა. სუადი 19 წლის იყო, როცა ბიჭი შეუყვარდა, მას კი ნავთი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს, იმიტომ, რომ ღირსების დანაშაული ჩაიდინა, სოფლის და ოჯახის აზრით. ეს განაჩენი საკუთარმა ოჯახმა გამოუტანა, დედამ და მამამ. როგორია?
წიგნის პირველი ნახევარი მხოლოდ სუადის მონათხრობია. ამ გოგომ გადაწყვიტა, მსოფლიოს გააგებინოს, რა ხდება პალესტინაში ქალების ჩაგვრის მხრივ, რა ხდება მთელ არაბულ სამყაროში. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, თუ ვინმე კიდევ მეტყვის, იქ ქალები კმაყოფილები არიან და მათ ეს უნდათო, გონებასუსტად ჩავთვლი. იცით როგორაა, ის ამბები, რასაც სუადი ყვება, თითქოს არაა უცნობი, თითქოს ფეისბუქზე ყოველდღე ქვეყნდება ცხვირმოჭრილი ქალების სურათები, თითქოს ყველამ ვიცით, რომ აღმოსავლეთში კაცებისთვის ქალები ორფეხა პირუტყვები არიან, მაგრამ თურმე ისეთი ამბებიც ხდება, ფრჩხილების კვნეტა რომ დამაწყებინა სიმწრისგნა. თურმე იქ დედები ახალდაბადებულ გოგო შვილებს გუდავენ, იმიტომ, რომ ბიჭი არ დაიბადა. იმიტომ, რომ ასე ბრძანა ოჯახის უფროსმა. სუადის დედას დაახლოებით 7 შვილი ჰყავს გაგუდული და ეს ამბავი იქ სრულიად არავის აძრწუნებს. ბიჭი არ დაიბადა? მორჩა, რაღაა სალაპარაკო.
მე მეზიზღება სუადის მამა და ძმა, ის ნაბიჭვრები. მეზიზღება შვილებისმკვლელი დედა, რომელმაც ყველანაირ ბიოლოგიურ მოცემულობას აუარა გვერდი მორჩილების გამო, მე გოგოს დედა ვარ, ძალიან ამაყი დედა და საერთოდ არ მეცოდება ეს ქალი. მეზიზღება ყველა კაცი, ვინც ქალს თავის თანასწორად არ ჩათვლის, მეზიზღება ძალადობრივი პატრიარქალური სამყარო.
სუადის მონათხრობში შემდეგ უკვე ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის მონათხრობი შემოდის. მეორე ნაწილი პირველისგან სრულიად განსხვავდება, იმიტომ, რომ სუადი თავისუფლებას და ნორმალურ ცხოვრებას მოიპოვებს, მაგრამ შეუძლებელია შემზაავი პირველი ნაწილის დავიწყება. სანამ არ წაიკითხავთ, ვერ წამორიდგენთ, რამდენი დანაშაულია აღწერილი, რა სასტიკი ძალადობა, რა შემზარავები არიან კაცები და კიდევ უფრო შემზარავები დამონებული ქალები.
მე ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ წიგნის კითხვის პროცესში სულ ვფიქრობდი, პალესტინა ყველაფრის ღირსია, რაც დაემართა მეთქი. მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, საკუთარმა თავმა შემაშინა. ღმერთო, განა მე თვითონ ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობ, სადაც ხალხი ქორწინებამდელი სექსის გამო იკვეთება საზოგადოებიდან? კი, აქ არავინ არავის წაუკიდებს ცეცხლს ამის გულისთვის, მაგრამ განა ქუჩები სავსე არ არის სოფლებიდან “თავმომწონე”, “შერცხვენილი” მამა-ძმების გამოგდებული, ორსული გოგოებით? განა ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, სადაც უახლოეს წარსულში მოტაცებულ-გაუპატიურებულ შვილებს მშობლები უკან აღარ იღებდნენ? ის ქვეყანა არ ვართ, სადაც ქმრების სადიზმს გოგოები იმიტომ იტანენ, რომ მშობლების სახლში მათ უკან არ მიიღებენ? “მარიტას” მოქმედება ქართულ სოფელში არ ვითარდება? თითო ციციკორე ყველა სანაცნობოში არ არის?
ჩემს წრეში აღარაა სექსი სირცხვილი, თქვენს წრეში აღარაა, მაგრამ ამ წრეებს თუ გავაფართოვებთ, ისევ თითებს იშვერს ხალხი ქორწინების გარეშე კავშირებისკენ, ქორწინების გარეშე დაბადებული შვილებისკენ. მთელი გულით მეზიზღებიან “ტრადიციების” იმპოტენტი დამცველები, მორალის ფრიგიდული მოდარაჯეები, მთელი გულით მძულს ქვეყანა, სადაც ოჯახები “შეყვარებულ გოგოებს ჩირაღდნებივით აბრიალებენ” და ქვეყანაც, სადაც შენი და პარტნიორის გარდა მინიმუმ ოთხი კაცი კიდევ გიწევს ლოგინში.
მე მინდა, ოდესმე დამთავრდეს ქალების წამება. მინდა, ოდესმე ადამიანებმა, თუნდაც საქართველოში, ისწავლონ ნამდვილი დანაშაულის დანახვა. მთელი გულით მინდა, ლეა უფრო ჯანმრთელ საზოგადოებაში ცხოვრობდეს, ვიდრე მე ვცხოვრობ . და ახლა, თუ ვინმე იმ ყბადაღებულ ვითომ ჩამჭრელ კითხვას დამისვამს, მინდა თუ არა, ჩემ შვილს ბოიფრენდი ყავდეს ( აქცენტი ბოიფრენდზე, დამცინავი ტონით) მე ვუპასუხებ, რომ მინდა. მინდა ყველაფერი, რასაც ლეა საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს. მინდა, ცხოვრება უხაროდეს. კი, მინდა, ძალიან მინდა, ლეა დიდი გოგო გაიზარდოს და ვინმე შეუყვარდეს იმ ფორმით, რა ფორმითაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. და თუ ერთ მშვენიერ დღეს “ბოიფრენდს სახლში მომაყენებს”, მე კარს არ მივუხურავ და მამამისს არ დავუძახებ ქამრის მოსახსნელად. მე ჩაის დავასხამ, ნამცხვარს დავჭრი და ძალიან ვიამაყებ, რომ ასეთი ჯანსაღი შვილი მყავს.
წაკითხული მაქვს ეს წიგნი და ძალიან მომეწონა, თან ძალიან დამამძიმა სუადის ისტორიამ. ბრაზისგან და სიძულვილისგან მეც ვთვლი, რომ ასეთი ადამიანები სიცოცხლის ღირსები საერთოდ არ არიან. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ამ მახინჯი დამოკიდებულების შეცვლა არ შეგვიძლია
ეს მოთხრობა “ლიტერატურულ პალიტრაში” წავიკიტხე, სადაც ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა და როგორ ველოდებოდი თვიდან თვემდე ვერ აღვწერ.. თან პირველ თავებში რა საშინელებებიც დაატყდა თავს, იმან საერთოდ გამაგიჟა, არ ვიცოდი რა ბედი ეწეოდა და მართლა ზალიან ვნერვიულობდი. კითხვა რომ დავამთავრე, მთარგმნელის მოძებნაც კი ვცადე facebook-ზე, ტუ სწორად მახსოვს ნანა ზარდიაშვილის თარგმანი იყო და მივწერე კიდეც ერთ ქალს, მაგრამ მე არ ვარ, ვისაც ეძებო, ასე მითხრა.. რისი ტქმა მინდოდა არვიცი, უბრალოდ ისეთ ემოციებში ვიყავი მინდოდა ვინმესთან მელაპარაკა ამაზე, არადა ჩემ ირგვლივ წაკიტხული არავის ჰქონდა და ამიტომ დავიწყე მთარგმნელის ძებნა 🙂
რა კარგი პოსტია, რა სევდიანი და შემაძრწუნებელი ამბავი, ეს დისკრიმინირებული ქალები და რა სამწუხაროა, რომ ისეთი დედები, როგორებიც ჩვენ ვართ და ისეთი მამები, როგორებიც ჩვენ შვილებს ყავთ, არც ისე ბევრია ამ ჩვენს ვიღაცეებისთვის სამაყო ქვეყანაში.
მშობლების დიდი ნაწილი ხო ყველაფერს ასწავლის შვილებს გარდა იმისა, როგორ იყვნენ ბედნიერები და რა კარგია სიყვარული.
მადლობა, ნასტასია ) ზოგჯერ საშინლად მეშინია
მე თავიდანვე, წიგნის დასაწყისიდან მქონდა “საქართველოს” შეგრძნება. რა თქმა უნდა, აქ არ წვავენ ფიზიკურად… თუმცა რა ვიცით ჩვენ? განა არ ცემენ და არ იმეტებენ მამა-ძმები?… მაგრამ მორალურ წვასა და ზეწოლას მარტო სოფელში არ განიცდის ქართველი ქალი. ყველგან, მთელს საქართველოში იგივე მდგომარეობაა, და მხოლოდ მცირე ნაწილია, ვისაც ცოტა ფართოდ აქვს გახელილი თვალი.
ძაან მტკივნეული თემაა. ხანდახან მავიწყდება რა ქვეყანაში ვცხოვრობ. ბავშვების თემაზე რამდენი ყავთ ეგრე გადაგდებული (გაუგუდავად) იმიტომ რომ გოგოა და რამდენი ყავთ “მოშორებული” ორსულობის მეშვიდე თვეზე.
რამდენი იჩაგრება და მათი უფლებების დაცვას რომ მოინდომებ ისევ შენ გეჩხუბებიან და ბრალს გდებენ, რომ გინდა ისინიც ‘გააფუჭო’.
ერთ-ერთმა ბლოგერმა დაწერა, ქუჩაში მივდიოდი და დავინახე ქმარი ცოლს სცემდა ქუჩაში და ხალხი ურეაქციოდ გადი გამოდიოდაო, გამოვწიე ეს ქმარი და დავარტყიო და ცოლმა ცემა დამიწყო, რა შენი საქმეა, ჩემი ქმარია ეგო. ეგეთი ქალი არ არის ღირსი? ან ის ქალი, ვინც შვილს კლავს სქესის გამო ის არ არის ღირსი? მე მინდა რომ ეს შეიცვალოს, მაგრამ რამდენჯერაც ვცდი, იმდენჯერ ვხედავ, რომ თვითონ არ უნდათ. მგონი ცვლილების ეშინიათ, ან არ ვიცი…
ჩემს სამეგობროში ბევრს ავიწყდება (ან ივიწყებს), მეც ხშირად მავიწყდება (ან ვივიწყებ), მაგრამ ყოველთვის არის ვიღაც გარშემო, რომელიც რეალობაში მაბრუნებს სიტყვებით: “ჩემს შეყვარებულს ქორწილამდე როგორ მივცე? ნაშა ხომ არ ვარ. ნაშა სხვაა და შეყვარებული – სხვა”.
ერთი ატომური ბომბი ალალია ჩვენზე რა
ki, magram erti ukeduresobidan meoreshi nu gadavvardebit rogorc gvchvevia qartvelebs, tu humanurobaze vsaubrobt, ertmanetis pativiscemaze da sxvata azris gaziarebasaze an/da tanadgomaze zizgs nuga davarqmevt am emocias rac tundac usamartlobis gamo gvichndeba, ki, unda gamovxatot protesti magram tu chvenc zizgit visaubrebt mashin arafrit ganvsxvavdebit “imatgan”…
ზიზღი ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა, ემოციური აღქმა. 🙂 და როცა რამე გეზიზღება ეს არ ნიშნავს რომ ჩვენც “იმათ” ვემსგავსებით.
ჰო, მაგრამ გოგო შვილების გაგუდვა და ცოცხლად დაწვა უსამართლობაზე მეტია 🙂 უსამართლობა შეიძლება დაერქვას ქალების დისკრიმინაციას სამსახურებში, მაგალითად… მაგრამ სქესის ნიშნით მკვლელობას ამ სიტყვას ვეღარ დავარქმევ. ყველას აზრს გავიზიარებ, შვილის მკვლელის აზრის გარდა.
მეზიზღება ჩაგვრა, მახინჯი მორალი და უთანასწორობა და სულად არ მრცხვენია, რომ მეზიზღება. ეს ზიზღი იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ არაბს ქუჩაში ქვით გამოვეკიდები.
რა იშვიათია, რომ მოვლენებს ვინმე თავის სახელს არქმევს! დიახ, მეზიზღება მეც ის (ეს, ანუ ჩვენიც)ტრადიციები, რომლებიც ამ შაზარლობებს გვაკეთებინებს, დიახ გონებასუსტებია რაიან ისინი, ვინც ამბობს, რომ ისლამურ ქვეყნებში ქალები კმაყოფილები და დაცულები არიან. დიაც შემზარავები არიან ის მამები და დამონებული დედები. მაგრამ ასეთი სიტყვებით თითქოს ვერ ვბედავდი? ბევრი”გონებასუსტი” ჩემს ნაცნობებს შორისაც იყო. თუ უფრო ადვილია სხვების მაგალითზე გავარჯიშება თავისი სახელების დარქმევის უნარში, ეს სტატია კარგად გამოდგება. ძალიან გამოსაფხიზლებელი ეფექტი აქვს.
♥
ox rogor miyvarxar :*
ძაან კარგად წერ.
❤
Me kidev zalian mecodebian qalebi arabul samyaroshi. Kacma ar icis, is deda tavs rogor grznobda da ra hqonda gadatanili, rom shezlo shvilebis gagudva. Vinc odesme orsulad yofila da umshobiaria, icis rogori hormonebis martvis qvesh xar da tveebi ginda gonze mosasvlelad.
Religia aqvt fanatikuri da sazogadoeba brma da yru, shesabamisad, qalebic morchilebas arian michveuli.
Piccolina, chven fsiqologiashic viswavlet da shen mit umetes gemaxsovreba: adamiani rogor advilad ejachveba nebismier mdgomareobas da qalebi kidev mozalade qmrebs ise, rom ver xvdebian ras da ratom itanen.
Madloba gmrts, shens Leas, Mariefille, shennairi deda hyavs da siyvarulit da gagebit gazrdili bavshvi tavadac mosiyvarule da gonebagaxsnili gamova.
კი სოფი, სხვა გზა რომ ჰქონდეთ, ალბათ სხვანაირად მოიქცეოდნენ, რომელ დედას გაუხარდება შვილის გაგუდვა… მე მოვექეცი რაღაცნაირად ემოციების ტყვეობაში და აგრესია გამიჩნდა ამ ქალების მიმართ, თორემ ისე არ ვამტყუნებ, როგორ უნდა ებრძოლონ, სად წავიდნენ, არა აქვთ სხვა გზა საერთოდ.
დიდი მადლობა :*
მართლა ძალიან კარგად წერ, მარი, და მიხარია, რომ ამდენი თანამოაზრე გყავს, მაგრამ მე მინდა, თქვენს თაობას მხოლოდ კი არ ეზიზღებოდეს ასეთი ადამიანები, არამედ მათ შვილებს, რომლებსაც არ გაუმართლათ და თქვენსავით “ჯანსაღად მოაზროვნე” მშობლები არ ჰყავთ, თანაგრძნობასთან ერთად რაიმე რეალური და ხელჩასაჭიდიც შესთავაზოს.
ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც არსებულთან შეგუებას არჩევნენ – მომავლის შიშის გამო, შეჩვეული ჭირის პრინციპით თუ სხვა მიზეზით. მაგრამ იქნებიან ისეთებიც, რომლებსაც ძალიან ენდომებათ ჭაობიდან თავის დაღწევა, მაგრამ ვერ დაინახავენ გზას. არავინ გადაუგდებს თოკს იქიდან ამოსაყვანად.
პასიური სიკეთე სწორედ ის ნოყიერი ნიადაგია, რომლითაც ბოროტება იკვებება.
მე მგონი, ეს არის მთავარი.
სახელების დარქმევა საქმის მხოლოდ დასაწყისია ).
ძალიან დიდი მადლობა 🙂 სიტყვა ზიზღი ისე ძალიან მკვეთრად ვიხმარე, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, მაგრამ იმ მომენტში მართლა საშინელ სიძულვილს ვგრძნობდი 🙂 ყველაფერშიო გეთანხმები ისე, მაგრამ არავინ ვიცით, საიდან დავიწყოთ
ეს მართლაც საზარელი ისტორიაა და ალბათ ბევრი საშინელი რამ მომხდარა ამდაგვარი მიზეზების გამო, თუმცა, ძალიან გთხოვთ, ადამიანების მიერ ჩადენილი “საზიზღარი” საქმეების გამო რელიგიას ნუ შეეხებით, ცოდვას ნუ იტყვით იმ რელიგიაზე რომელსაც არ იცნობთ. არსებობენ ქალები, რომელნიც ასე ცხოვრობენ, თუმცა ნუ იტყვით იმას,რომ სხვა დანარჩენებიც უბედურები არიან და რომ ისლამში ქალთა უფლებები შეზღუდულია. ასეთი და შეიძლება ამაზე საშინელი ამბები ხდება საქართველოშიც, სხვა ქვეყნებშიც. განვითარება და განუვითარებლობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, ადამიანები ჩადიან იმას, რაც სურთ და ნურავის და ნურაფერს დავაბრალებთ მათ ასეთ საქციელს 🙂
ბათიმში ვარ და სად ვიყიდო ეს წიგნი ხო ვერ მეტყოდით?
დიდი მადლობა თქვენ ამ სტატიისთვის.ნეტავ ეშველებოდეს ქართულ რეალობასაც რამე. სხვაზე იმაზე მეტი რო იციან ვიდრე იმ სხვამ საკუთარ თავზე. და ამითი ადამიანებს ანადგურებენ და ფსიქიკას უშლიან.