Skip to content

ზღვა

ნოემბერი 8, 2013

ჩვენთან უცებ, ერთ დღეში დაზამთრდა. ამ ამბავმა ცოტა დამაღონა, იმიტომ,რ ომ ჩემი ღრმა რწმენით, ერთადერთი კარგი, რაც უჟმურ ნოემბერში შეიძლება მოხდეს, ლეას დაბადების დღეა თვის ბოლოს.

ბენვილის “ზღვა” უკვე წაიკითხეთ? აი, მაგას შეუძლია, თუ შეუძლია, უჟმური ნოემბრის გადაგორება. ზუსტად ისეთი წიგნია, ჩემი სულის წიგნებს რომ ვეძახი. უმშვიდესად მოყოლილი ამბავია კაცზე, რომელსაც ცოლი მოუკვდა და აღარ იცოდა, რა ექნა, ამიტომ ადგა და იმ ზღვისპირა ქალაქში წავიდა, სადაც ბავშვობის ყველაზე მძაფრი ზაფხული გაატარა. იხსენებს ეს კაცი თავის ზაფხულს, პირველ სიყვარულს, ხან ცოლს, ხან შვილს, მოკლედ, რას აღარ. აგორდება ამბის ტალღა, აგორდება, დაგარტყამს, დაიხევს უკან. მერე ისევ მოეხეთქება სხვა ამბავი ნაპირს, ისევ დაიხევს უკან, ისევ გაახრიგინებს ქვებს და ნიჟარებს. ისეთი წიგნია, ჩქარა ვერ წაიკითხავ ადამიანი, სულ ყლუპ-ყლუპად, სიტყვა-სიტყვით უნდა დააგემოვნო. ძალიან ღრმად შემოდის სიტყვები და აღარსად მიდის, რჩება და რჩება.

მე ასეთი წიგნების მჯერა. კიდევ ბევრი შრომის, ახალგაღვიძებული ბავშვის ღიმილის, გემრიელი საჭმლის, თბილი სახლის, ლამაზი პალტოების, შემოდგომის ბოლო ცხელი საღამოების და ამ საღამოებში ირაკლისთან ერთად ხეტიალის ძალის.
axali 030

Advertisements

From → personal

10 Comments
  1. მე მიყვარს ზამთრის ბათუმი

    • მოლი, ზამთარი მეც ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ნოემბერი მასევდიანებს ყოველთვის, ბავშვობიდან ასე ვარ, არც აქეთაა, არც იქით რა 😦

  2. როგორ მინდოდა მაგ წიგნის წაკითხვა და ეხლა მეშინია :\

    • რტაომ, იცი რა კარგი წიგნია 🙂 აუ, არ შეგეშინდეს, რა. უმაგრესი რაღაცაა

  3. Tamar_m permalink

    Mariam, chemtvis es dadzabuli sagamo shenma postma gadaagora.

  4. Natia permalink

    გუშინ ვტოვებდი ბათუმს და წამოვიღე ეს წიგნი, ზღვის მონატრებას გადამიგორებსთქო. ახლა კი გამეღიმა.
    მადლობა.

  5. გავთბი…
    კარგია, როცა იცი ადამიანმა, სად ეძებო საკუთარი ბედნიერება ❤

  6. თან ისეთი მთარგმნელი ყავს მაგ წიგნს – შეუძლებელია ცუდი იყოს ❤

  7. “აგორდება ამბის ტალღა, აგორდება, დაგარტყამს, დაიხევს უკან. მერე ისევ მოეხეთქება სხვა ამბავი ნაპირს, ისევ დაიხევს უკან, ისევ გაახრიგინებს ქვებს და ნიჟარებს.” – ამის შემდეგ როგორ არ უნდა წაიკითხო ეს წიგნი?: )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: