14. 10. 2013
ასე მივულოცეთ ასტრიდ ლინდგრენს დაბადების დღე 14 ნოემბერს. მეტი არაფრის გაკეთება არ შემიძლია ქალისთვის, რომელსაც სიცოცხლის გიჟურ სიყვარულს და ჩემი საოცარი ბავშვობის ნახევარს ვუმადლი. როგორ გადავუხადო მადლობა ქალს, რომელმაც ყველაზე კარგად ამიხსნა, რატომ უნდა მიყვარდეს ადამიანები და რატომ უნდა მჯეროდეს მათი. მხოლოდ ეს შემიძლია – დავჯდე და რაც შეიძლება მეტ ბავშვს წავუკითხო პეპიდან ჩემი საყვარელი ადგილები და მთელი ძალით ვეცადო, ამ ბავშვების მშობლებმა აკანკალებული ხმა და მოწოლილი ცრემლები არ შემამჩნიონ- მე უკვე დიდი გოგო ვარ და ასეთები აღარ მეპატიება.
პ.ს იმ სურათს ვუყურებ ყოველდღე, ირაკლი რომ ლიმონათს ასხამს ჭიქაში და რამ უნდა დამაბეროს -მეთქი, ვფიქრობ, რამ უნდა მომკლას-მეთქი.
ჩვენც გვეპატიება ხანდახან ცრემლი, მარი 🙂 თუნდაც ამ პოსტის ბოლო წინადადების წაკითხვისას,
❤ ❤ ❤ ❤ ❤
:* :* :*
მარი, მაინტერესებს ყოველ საღამოს უკითხავთ ბავშვებს ზღაპრებს თუ კვირის კონკრეტულ დღეს? დიდი სიამოვნებით მოვიდოდით მე და ჩემი პატარა და მოგისმენდით
შაბათ-კვირას, საღამოს 5-ზე 🙂
me namdvilad amatire da ar mrcxvenia… madloba astrids jadosnuri wignebistvis da uberebeli dauleveli siyvarulis chuqebistvis!!!
არაფერი მარი, არაფერი მოგკლავს:)))
როცა ირაკლი გყავს, როცა ლეა გყავს, როცა შენი თავი გყავს
სალომეა ❤
ლინდგრენობა ❤
სულით და გულით მანდ ვიყავი, სხეულით რეპეტიტორთან სკამს მილურსმული :3
🙂 :*
რამ უნდა დაგვაბეროს 🙂 ❤