Skip to content

Город Золотой

დეკემბერი 2, 2013

პოლიტიკური ამბები საერთოდ არ მაინტერესებს. არ მადარდებს, ვინ სად შევა და საიდან გამოვა.კიევზე კი ვდარდობ. ქალაქზე, სადაც შუქნიშანზე გადავდიოდით და მანქანიდან უკრაინელმა გოგომ გადმოგვძახა, მე ზაფხულში თქვენს მაღაზიაში ვიყავი და ძალიან შემიყვარდითო. კიევზე ვდარდობ, რომელიც არც ლამაზია და არც განსაკუთრებული, მაგრამ შეიძლება, დადგე, ქუჩის მუსიკოსს მოუსმინო და იმან უცებ შენი და შენი შეყვარებულის საყვარელი სიმღერა ისე დაუკრას, რომ თქვენ არაფერი უთხრათ. თავისით მიხვდეს, რომ ეს თქვენი სიმღერაა, იმღეროს და თან თქვენ გიყუროთ.
me da kaku

იმ ქალაქზე ვდარდობ, სადაც ცენტრალურ ქუჩაზე , შუა ასფალტზე შეგიძლიათ დასხდეთ, მანქანებმა გვერდი აგიარონ, თქვენ კი სურათები გადაიღოთ. mari
იმ ქალაქზე ვდარდობ, სადაც პირველად რომ ჩავედით, ისეთი მძიმე ზურგჩანთა მეკიდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა დაღლილობისგან. მერე ტროლეიბუსში ერთ ლამაზ, 60 წლამდე ქალს ძველმანების ხიდის მისამართი ვკითხეთ, დაღამებამდე ვინილების ყიდვა უნდა მოგვესწრო. ეს ლამაზი და ცქვიტი ქალი ტროლეიბუსიდან ჩამოგვყვა, ულამაზეს ხევზე გადაგვატარა და გვითხრა, რომ ამ ხევთან ღამღამობით არავინ სეირნობს, იმოტმ, რომ ყველაზე ცივილიზებულ კიეველებსაც კი სჯერათ, რომ იქ ავი სულები ცხოვრობენ. მერე ხიდამდე მიგვყვა და უცებ დაგვეკარგა. ბევრი ვეძებეთ სუვენირების დახლებს შუა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ და ძალიან დაგვწყდა გული. უცებ დავინახე, ჩვენსკენ მოდიოდა, ხალხში რაღაცნაირად, ციყვივით მოიკვლევდა გზას . მოვიდა და პატარა სარკე გამომიწოდა, იქვე, სუვენირებში ნაყიდი. რომ არასდროს დაგავიწყდეთო, მითხრა. და რომ შენ არასდროს დაგავიწყდეს, რა ლამაზი ხარო. sarke

ეს სარკე ახლა ჩვენს მაღაზიაში მიდევს და მჯერა, რომ ამ სარკეში მართლა ყველაზე ლამაზი ვჩანვარ.

Advertisements

From → personal

11 Comments
  1. მეც მახსოვს კიევი და ბორისპოლის აეროპორტი და რაღაცები კიდევ. ასე არა, რა თქმა უნდა. პატარა ვიყავი მაშინ.

    იმ გოგოს გახსენებაზე, მანქანიდან რომ გიცნოთ, სულ ვცდილობ, წარმოვიდგინო, როგორ გაგიხარდებოდათ და როგორი ამაყები იქნებოდით და რა ბედნიერებაა, ასეთი ადამიანები რომ არსებობენ და რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისთვის და ადამიანურობისთვის და ცრემლი მადგება ამის წარმოდგენისას.

    ❤ ❤ ❤

    • ვერ აღვწერ, ეს რა იყო. მილიონი გრძნობა ამერია თავში, ირაკლის ვეუბნებოდი, ტყუილად არ გვიცხოვრია მეთქი :დ გავგიჟდი სიხარულით კინაღამ. საოცარი გრძნობა იყო

  2. შენი პოსტების კითხვისას… კი არადა შენი არსებობის გახსნეებისას ვიხსენებ იმასაც, რომ ოცნებები რეალურ ცხოვრებაშიც ხდება და მადლობა შენ ❤

  3. უი ეგრე მე დავიკარგე კიევის მეტროში და ვიღაცა გოგო გამომყავა და ესეიგი ლამის სასტუმრომდე მომაცილა. ეგ რომ არ დამხმარებოდა სულ სხვა სადგურზე ამოყავი თავი. მართლა კარგი ხალხია და უცნობს ისე დაგეხმარებიან რომ და დაფიქრდებიან. მეც ვბალეიშიკობ მთელი გულით და სულით.

  4. რაღაცნაირად ამაღევებლად წერ, ალბათ იმიტომ რომ ზუსტად პოულობ შენი განწყობის და ემოციების ამსახველ სიტყვებს.
    დაგეთანხმები, მეც მიყვარს ეს თბილი ხალხი და ძალიან მინდა, რომ თავისუფლები და ბედნიერები იყვნენ..

  5. ლამაზი 60 წლამდე ქალბატონი<3 მარი ყველა სარკეში ულამაზესი გამოჩნდება, რადგან მისი სულია განუმეორებლად მშვენიერი: )

  6. რა გოგო ხარ, სასწაული<3

  7. Keti permalink

    ცრემლი მომადგა… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გულწრფელ და თბილ ადამიანურ ურთიერთობებზე ამაღლებული არაფერია. გმადლობთ ლამაზი პოსტისთვის.

  8. სამწუხაროდ არასდროს ვყოფილვარ 😦 ნუ მხოლოდ აეროპორტში ყოფნა მიწევს ხოლმე 🙂 სირცხვილი მე, მაპატიე ბებო…

  9. pirvelad var am blogze kargad wer ❤ shemogivli xolme ^^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: