Skip to content

ფეიერვერკის შემდეგ

იანვარი 10, 2014

ყველაზე ცუდი იანვრის ის დღეებია, დღესასწაულების შემდეგ რომ დგება. ზეიმი მთავრდება, მე დაჭმუჭნულ სადღესასწაულო კაბას ვემსგავსები და სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას ისევ ტყუილად ველოდე და ისევ არ მოვიდა. რომ ტყუილად ვიცინე, ტყუილად ვიბედნიერე და ტყუილად დავიღალე, ახლა კი უნდა ვიჯდე ასე დაცარიელებული, ხმაურის შემდეგ ჩამოწოლილ სიჩუმეში და ვიდარდო და ვიდარდო, მე თვითონაც არ ვიცი, რაზე. ცოტა ხანში ეს განწყობა ისევე გადამივლის, როგორც სადღესასწაულო ეიფორია, მაგრამ ამ გადავლამდე განსაკუთრებით აუტანელია დღესასწაულისშემდგომი სევდები.

ამ ცოტა ძნელ დღეებში, თაროებს ჩამოვუარე და ვიფიქრე, მოდი, რამე ისეთს წავიკითხავ, რასაც სხვა დროს ზედ არ შევხედავ მეთქი და ტორნტონ უაილდერის “ლუდოვიკო წმინდას ხიდი” ავიღე. xidi პოსტს კი ჰაქსლის მოთხრობის სათაური დავარქვი, მაგრამ უაილდერზე მინდა დავწერო. ძალიან მადლიერი ვარ ამ პერიოდის, ეს წიგნი რომ წამაკითხა. მას მერე სულ ვფიქრობ და ვფიქრობ, რა კაცი იყო მაინც ეს უაილდერი, ასეთი სევდიანი წიგნი რომ დაწერა ადამიანებზე. სევდიანი და უცნაური წიგნი, თან წყნარი, უბრალო და უპრეტენზიო. ალბათ თვითონაც ასეთი იქნებოდა – სახელოვანი, გენიოსი მეგობრების ფონზე ცოტა დაჩაგრული და თან ყველაზე ღრმა და სადა. ისეთი უცნაური ამბებია ეს ხიდის ამბები – 5 სხვადასხვანაირი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებული ბედისწერა. ბედისწერის გჯერათ? მე არა, მაგრამ ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, სულ მეგონა, რომ რაღაც ჯაჭვის ნაწილი ვარ, რაღაცით დაკავშირებული უცნობ ადამიანებთან. რაღაც, შეიძლება უმნიშვნელოთი, სულაც ოდესღაც ნათქვამი სიტყვებით, ან ქუჩაში შემთხვევითი ღიმილით.

5 ამბავია და მგონი, ყველას ტკივილებს და შიშებს აერთიანებს. მე ჩემი დედური შიშები ვიპოვე პირველ ამბავში – ვაითუ, ჩემი გოგო დიდი გოგო რომ გაიზრდება, დაეზაროს ჩემს ზარზე პასუხი, ან მობეზრდეს, მე კიდევ ვიჯდე და თავს ვაკონტროლებდე, რომ აი, დღეს უკვე 10-ჯერ დავურეკე და მეთერთმეტედ აღარ დავურეკავ, თავს არ მოვაბეზრებ -მეთქი. ვინ იცის.

Advertisements

From → Uncategorized

5 Comments
  1. რა ნაცნობი შეგრძნებაა.
    მე ეს შეგრძნება “სამოსელმა პირველმა” გამატანინა.
    ამ წიგნს კი ოდესმე აუცილებლად წავიკითხავ.

  2. ვერ ვიტან ამ პერიოდს ვერც მე -_-
    წიგნი სამწუხაროდ ჯერ არ წამიკითხავს

  3. ,,დღესასწაულის შემდეგ სევდა- სულ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას ისევ ტყუილად ველოდე და ისევ არ მოვიდა. რომ ტყუილად ვიცინე, ტყუილად ვიბედნიერე და ტყუილად დავიღალე, ახლა კი უნდა ვიჯდე ასე დაცარიელებული, ხმაურის შემდეგ ჩამოწოლილ სიჩუმეში და ვიდარდო და ვიდარდო”- მარი შენ სულ ისეთ შეგრძნებებზე წერ, მეც რომ მაქვს, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ ხოლმე: ))) ამიტომ მიყვარხარ ასე, ამიტომ მიყვარს ეს ბლოგი, მიყვარს ირაკლი, ლეა, წიგნის მაღაზია, ყველაფერი მიყვარს ერთად და ცალ-ცალკე: )))

    ოლდოს ჰაქსლის ,,ფეირვერკის შემდეგ” ჩეემი უუსაყვარლესი ნაწარმოებია, იქ არის რამდენიმე მომენტი, რომელიც წიგნში გავხაზე, გავხაზე კი არა ამოვკაწრე ისე მძაფრი იყო, ისე ნამდვილი.
    ტორნტონ უაილდერი არც მსმენია და შენი არ იყოს ეს წიგნი რომ სადმე შემხვედროდა ყურადღებას არც მივაქცევდი,
    მაგრამ…
    მაგრამ არსებობ შენ და არსებობს შენი ბლოგი
    ,,გაუმართლა” უაილდერს. მეც გავიცნობ: )))

    • სალომე ❤ დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. რეალურ ცხოვრებაში კარგად არ გიცნობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრი გვაქვს საერთო, ამის მისახვედრად ის ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო 🙂

      ჰაქსლის ამ მოთხრობაზე მეც ვგიჟდები, საერთოდ, უზომოდ მიყვარს ეგ კაცი ❤

  4. იცი მე Facebook-ზე მყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ერთხელაც არ შევხვედრილვარ, ან შენსავით მხოლოდ ერთხელ შევხვდი, მაგრამ ისინი უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე უახლოესი მეგობრები. ეს soul-mate- ობა კიდევ ცალკე ამბავია:*:*:*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: