შიგთავსზე გადასვლა

დილა მშვიდობისა, მისის დოლოუეი!

აპრილი 15, 2014

გაზაფხულ-ზაფხულობით, დილაობით, თავისით მეღვიძებოდა ძალიან ადრე. სინათლით ავსებული ოთახი მაღვიძებდა და რაღაც უმიზეზო სიხარული. გავიჭიმებოდი ლოგინში და მიხაროდა, რომ მაქვს ძვლები, კუნთები, ვგრძნობ ამ კუნთებს, რომ კარგი ამინდი გათენდა, რომ გადავიძრობ ახლა ამ საბანს, გავვარდები გარეთ და ვინ იცის, ეს დღე რას მიმზადებს, რამდენ რამეს შეიძლება გიმზადებდეს ასეთი დღეები, გაზაფხულის და ზაფხულის ასეთი დღეები…

virginia

მე ვიცი, რომ შენ ივნისის დილები გირჩევნია, მაგრამ აპრილის დილა მშვიდობისა, მისის დოლოუეი!

იცით, რატომ არის კლარისა დოლოუეი ჩემი საყვარელი პერსონაჟი? იმიტომ, რომ 18 წლის კლარისა – ეს მე ვარ, 18 წლის , და 50 ს გადაცილებული კლარისა მინდა ვიყო, როცა ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიქნები სოლიდური ქალი, ოჯახის დედა და ვინ იცის, ბებიაც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გავმართავ შესანიშნავ, დახვეწილ წვეულებებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა:
ივნისი იყოს ივნისი
დილა იყოს დილა
მიხაროდეს , რომ შევდგები ძვლებისგან, კუნთებისგან, სისხლი ცირკულირებს ჩემს ძარღვებში და აი, ახლა საწოლიდან ფეხს ჩამოვდგამ და ცხრა მთას გადავირბენ, ცხვრა ზღვას გადავცურავ და ვინ იცის, ეს დღე, ეს კარგამინდიანი დღე რას მომიმზადებს
და მიხაროდეს, რომ ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს კოცნიან, ეხვევიან და ცოტა უხამსად იქცევიან.

კლარისას დააღონებდა, ჩვენს ქუჩებში რომ ჩამოევლო და ენახა, რა ცოტა წყვილი კოცნის ერთმანეთს. კლარისა ძალიან გაბრაზდებოდა ახალგაზრდების კოცნით გაბრაზებულ ასაკოვან ქალებზე. კლარისას რომ თავისნაირი ქმარი ჰყოლოდა, ბოლოსდაბოლოს, პიტერ უოლშს რომ გაჰყოლოდა ცოლად, თვითონაც სიამოვნებით იკოცნავებდა 50 გადაბიჯებული, ლონდონის რომელიმე ხმაურიანი ქუჩის კუთხეში. ან რატომ მაინცდამაინც კაცებთან, სალი სეტონსაც სიამოვნებით აკოცებდა. რა სანახაობა იქნებოდა იმ დროის ლონდონში!

From → personal

6 Comments
  1. Woolf-isnairi personajebi aravis hyolia da arc eyoleba. Rogor gvayvarebs ara? Ratomgac mgonia, rom gansakutrebuli siyvarulit qmnida tavis gmirebs, yvelaze epizodurebsac ki.
    “To the lighthouse” wakitxuli gaqvs?

    • გვაყვარებს რომელია. მე შეპყრობილი ვარ მაგისი გმირებით 🙂
      კიიიი, წაკითხული მაქვს, ვგიჟდები, ისე მიყვარს ^_^ შენც გიყვარს?

      • ძალიან! მიუხევადად იმისა, რომ საკმაოდ განსხვავებული დედები ვართ მე და Mrs Ramsey, მაინც უზომოდ მიყვარს 🙂

  2. Sallo permalink

    ვერ ვხვდები რატომ არ მოსწონთ მისის დოლოვეი ❤ კიდევ კარგი არ შევისმინე რჩევები და წავიკითხე, ძალიან მომეწონა მაგრამ ცოტა რომ გავიზრდები კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო :3

  3. ohoo unda wavikitxo :)))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: