Skip to content

მე მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც

მაისი 8, 2014

ამასწინათ, მეგობარს ვეუბნებოდი, მართალია, მეორე ბავშვზე რომ ვფიქრობ, თმა ყალყზე მიდგება, მაგრამ ლეა მარტო ყოფნისთვის ძალიან მეცოდება და მალე კიდევ ერთ პატარაზე ვიფიქრებ მეთქი. იმან კიდევ, დედმამიშვილის ყოლა უბრალოდ ილუზიას ქმნის, რომ მარტო არა ხარ, თორემ აბა, კარგად დაფიქრდი, გულის სიღრმეში სულ თუ არ გქონდეს მარტოობის განცდაო.

ზოგჯერ მართლაც მაქვს. მგონი ყველას აქვს, ცხოვრების რთულ მომენტებში. მერე მეორე, უკეთესი დღე თენდება და ეს “მე არავის ვუყვარვარ” და “მარტო ვარ ეს პატარა გოგო ამ ბოროტ ქვეყანაზე” სადღაც ქრება. ან, თუ არ გაქრა, იურგენს ვიხსენებ. იურგენს ვიხსენებ, როცა ლეა ჩემი კალთიდან ჩამოხტება და ძიძასთან მირბის. იურგენს ვიხსენებ, როცა მე და ირაკლი სულ სხვადასხვა ენაზე ავლაპარაკდებით ხოლმე. იურგენი გამახსენდა ორი დღის წინაც, როცა პრაღაში გასაფრენად თითქმის აეროპორტამდე მისულები, იძულებულები გავხდით, მოულოდნელი ამბის გამო უკან დავბრუნებულიყავით და არც კი გვეფიქრა გამგზავრებაზე. რას ვიზამთ, ცხოვრებას რომ ვერ დაგეგმავ, ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი. ყოველდღიური უსიამოვნებები იმად არ ღირს, საკუთარი თავი შეგეცოდოს, ყველაზე მეტად ის მდომარეობა მძულს, როცა საკუთარი თავი მეცოდება, ამ დროს მგონია, რომ ვბეჩავდები, ვტყდები, ვუშნოვდები და ვიჭმუჭნები.

იურგენი მე და ირაკლიმ თვითმფრინავში გავიცანით. იმდენად უცნაური ამბავი იყო, რომ ზოგჯერ მგონია, ჩამეძინა და დამესიზმრა მეთქი, მაგრამ ირაკლისაც იგივე ხომ არ დაესიზმრებოდა. იჯდა ჩვენს გვერდით ასაკოვანი, მთვრალი გერმანელი, ლუდით სკდებოდა და პერიოდულად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. მისი წამოყვირებები ნერვებს მაწყვეტდა, ისედაც საშინლად ირყეოდა თვითმფრინავი. უცებ დავინახე, რომ ხელში სათამაშო დათვი ეჭირა. ჯერ საჩუქარი მეგონა, მაგრამ დათვი ძალიან გაცვეთილი იყო. ცოტა ხანში დავაფიქსირე, რომ ამ დათვს მიმართავდა. მერე დავინახე, როგორ გაუსწორა მინიატურული შარფი, როგორ მიეფერა, როცა თვითმფრინავი კიდევ ერთხელ შეირყა . ძალიან დავინტერესდი და მე და ირაკლიმ ლაპარაკი გავუბით. საოცრად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ბევრს ვმოგზაურობო. საქართველო დიდად არ მომეწონა, განსაკუთრებით კოშმარად მარშუტკები მახსენდებაო. ჩემი საყვარელი ქალაქი კიევია და როცა ვიგრძნობ, რომ დავბნერდი და სიკვდილი მოახლოვდა, მე და ოტო კიევში წავალთ და იქ მოვკვდებიო. დათვზე ამბობდა, მე და ოტოო. ოტოსაც ძალიან უყვარს კიევიო. გული მომეწურა და ნახევარი გზა ჩუმად მეტირებოდა. რა მარტო უნდა იყო, როგორ არსად არავინ უნდა გეგულებოდეს, რომ სათამაშო დათვის მეტს ვერავის ვერაფერს უზიარებდე.

სისულელეა ყველაფერზე ნერვიულობა. ანა გავალდასი არ იყოს, მე მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც. სულ მელოდეს ვიღაც სადღაც და სულ ვიცოდე, რომ სადღაც დამებრუნება. სადღაც მიმესვლება და სადღაც არის სახლები , სადაც სულ იტყვის ვიღაც, მოვიდა, მოვიდა ჩემი კარგი გოგოო.

Advertisements

From → personal

10 Comments
  1. შენს პოსტებს რომ ვკითხილობ, ხანდახან მგონია ჩემი ფიქრები შენამდე მოდიან და შენ ბრალოდ აქ გადმოგაქვს 🙂

  2. ყველას გვინდა ეგ ❤

  3. მე დედისერთა ვარ, მაგრამ სულ ჩემს დეიდაშვილებთან გავიზარდე და არასოდეს მქონია მარტოობის განცდა, არც დედმამიშვილები დამკლებია, დღემდე ისინი მიმაჩნია ჩემს და-ძმებად. სამაგიეროდ ახლა მე მინდა ბევრი შვილები მყავდეს, იმიტომ რომ ჩემს შვილებს არ ჰყავთ ბევრი დეიდაშვილ-ბიძაშვილი და ბავშვებს ძალიან სჭირდებათ ახლო ნათესავები. რაც უნდა კარგი მეგობრები გყავდეს, და-ძმასთან ურთიერთობა (ასევე დეიდაშვილები/მამიდაშვილები/ბიძაშვილები) მაინც სულ სხვაა, ასე მჯერა.

    ყველაფერი სულიერ განწყობაზეა, ხომ იცი, ამიტომ ძალიან ნუ განიცდი და ისე მოიქეცი, როგორც შინაგანად გრძნობ. დარიგებასავით თუ გამომივიდა, ბოდიში, ჭკუის სწავლებას მე თვითონ ვერ ვიტან, მაგრამ მომინდა მომეწერა 🙂

    იურგენზე კიდევ სული გამეყინა, საწყალი :(((

  4. მარი, ბოდიში აქ დასპამვისთვის, მაგრამ შენი მეილი ვერ ვიპოვე. ჩემი ბოლო პოსტი თუ ნახე, გამიხარდება, ჩემს პროექტს თუ შემოუერთდები.

    • სოფი<3 ახლა ვნახე, დიდი სიამოვნებით შემოვუერთდები 🙂 ჩემი მეილია mariam_korinteli @yahoo.com

  5. თორნიკე permalink

    დღეს ზუსტად ასეთი დღე მაქვს!როცა მარტოობას ეჯახები და ინგრევი.როცა გინდა რომ ვიღაც სადღაც გელოდებოდეს!ჩაჯდე თვითმფრინავში და გაფრინდე.და მერე თუნდაც დამთავრდეს ცხოვრება.

  6. sophie permalink

    ადამიანური სევდა გარდაუვალია… როგორი გულახდილი გოგო ხარ შენ ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: