შიგთავსზე გადასვლა

მოკლე გზები

ივნისი 16, 2014

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ ქალებზე. ნაცნობებზე, უცნობებზე, საკუთარ თავზე და მისის ტოდზე.
აი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი და კინგის წიგნს ვკითხულობდი. რას ვიფიქრებდი, რომ კინგთან წავიკითხავდი მოთხრობას, რომელმაც გულმუცელი ამომიტრიალა.

stephen-king-mrs-todds-shortcut

“მისის ტოდის მოკლე გზა” ჰქვია ამ შუახნის ქალის ამბავს,რომელსაც ქმარი არ უსმენს, არავინ უსმენს, მას კი ძალიან უნდა, ქმარმა მოუსმინოს და გაჰყვეს მანქანით მოკლე გზების საპოვნელად, უცხო გზების აღმოსაჩენად, მანძილის შესამოკლებლად. ოფელია ტოდის ერთადერთი გატაცება მოკლე და უცნობი გზების პოვნაა, ერთადერთი სურვილი კი ქალღმერთობა. თქვენ გდომებიათ ოდესმე ქალღმერთობა? მე არა. მე არასდროს, ბავშვობაშიც კი არ მდომებია, ვყოფილიყავი პედესტალზე შემომხტარი არსება, რომელსაც “ხელის გულზე ატარებენ” ამ გამოთქმაზე ყოველთვის მეცინებოდა და წარმოვიდგენდი ბრელოკისხელა მარის, რომელსაც, როცა გინდა, ხელისგულზე დაისვამ, როცა გინდა, ჯიბეში მიაჩუმებ., არა, გმადლობთ, სხვის ხელისგულზე დგომა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი საქმე. ჰოდა, ოფელიამ რომ თქვა იმ მოთხრობაში, ქალღმერთობა მინდაო, ისე გამიცრუვდა იმედი. ვიფიქრე, ამასაც ხელისგულზე ფეხით შედგომა მოუნდომებია მეთქი, მაგრამ უცებ იმან თქვა, გულის სიღრმეში ყველას უნდა ქალღმერთობა, კაცები ამას უკუღმა იგებენ და კვარცხლბეკზე აყენებენ, სინამდვილეში კი “ქალს თავისუფლება სურს, ესაა და ეს. ქალს სურს, როცა მოუნდება, მაშინ ადგეს და გაისეირნოს…”

მე მაშინ ვსეირნობ, როცა მომინდება და ჩემი მისტერ ტოდიც ყოველთვის მისმენს. ეშმაკსაც წაუღია კვარცხლბეკები!კინგს კიდევ, თუ ოდესმე ვნახავ, ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ ყოველთვის მიყვარდა ყველაფრისთვის, მაგრამ ღმერთკაცად ჩემთვის ოფელია ტოდის პატარა ამბის მერე გადაიქცა.

ოფელიას და ჩვენნაირებს კიდევ, დროზე და ყველა წუთზე ხარბად გამოდევნებულ გოგოებს,მწვანე შუქზე გვევლოს ჩვენამდე ფეხდაუდგმელ გზებზე.

4 Comments
  1. Marie Metrailler permalink

    როგორც ყოველთვის თბილი პოსტი : )

  2. panemeli-me permalink

    ძალიან მომეწონა 🙂

  3. ამ პოსტმა და ქალების პრობლემებმა ბრეხტის ერთ -ერთი გენიალური მოთხრობა გამახსენა, ზუსტად არ მახსოვს სათაური, მაგრამ დაახლოებით ასე ჟღერს: ,,საშინელი დედაბერი”(თარგმნილი არცაა, მგონი, და თუ ოდესმე ვიპოვე ისევ ეს ტექსტი, აუცილებლად ვთარგმნი). ეს არის მოთხრობა მოხუც ქალზე, რომელმაც შვილების დაზრდისა და ქმრის სიკვდილის შემდეგ გადაწყვიტა, ეცხოვრა თავისუფლად, ისე, როგორც წესით ახალგაზრდობაში უნდა ეცხოვრა. ამიტომაც შვილები თვლიან, რომ დედამ გააფრინა:) მოკლედ, საოცარი მოთხრობაა და გამახსენდა:) მადლობა, მარი!

    • დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი, ველოდები თქვენს თარგმანს 🙂
      დედების პრივატულ სივრცეზე “დედის ოთახიც” ძალიან მიყვარს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: