შიგთავსზე გადასვლა

ერთი გოგო

ნოემბერი 26, 2014

ერთი პატარა გოგოა, ხან მეფობა უნდა და ხან პრინცესობა. დიდი გოგო რომ გაიზრდება, ვინ იცის, რას მოინდომებს.
ერთი გოგოა, ისეთი გულიანი სიცილი იცის, ყველაზე უბედურ ადამიანსაც გააბედნიერებს.
ერთი გოგოა, პლასტელინისგან გაუგებარ ფიგურებს გამოძერწავს ხოლმე და ჰგონია, ყვავილები და ჭიამაიები გამოძერწა. ვერავინ ძერწავს მასავით ლამაზად.
ერთი გოგოა, ისეთი პატარაა, მამამისი ჭერამდე ისვრის ხოლმე. ამ დროს გოგოს თვალებში ჭინკები ფერხულს უვლიან.
ერთი გოგოა, ისეთი სათუთი, დედამისი რომ უყურებს, გული უსკდება, რამე არ ეტკინოს, ვინმემ არ ატკინოს. გული არ ეტკინოს. ეშინია დედამისს
ერთი გოგოა, ისე უყვარს ცეკვა და სიმღერა, სულ ცეკვავს, ტრიალებს, ტრიალებს, ტრიალებს და დედამისს უნდა, რომ ამ გოგოს მთელი ცხოვრება უნდოდეს ცეკვა. დიდგოგოობაშიც.
ერთი პატარა გოგოა, რომ დაიბადა და დედამისთან პირველად რომ დარჩა მარტო პალატაში, ძალიან ტიროდა. მაშინ დედამისიც პატარა გოგო იყო და არ იცოდა, როგორ ამშვიდებენ ასეთ ციცქნა გოგოებს. უყურა, უყურა და მერე თვითონაც ატირებულმა, ეს სიმღერა წამოიწყო.  თან ლოყაზე უსვამდა ხელს. პატარა გოგო გაჩუმდა და ცხოვრებაში პირველად გაიღიმა.
ერთი გოგოა, რომელიც ჯერ ძალიან პატარაა, მაგრამ მინიმუმ ორი ადამიანი უკვე სამუდამოდ გააბედნიერა.ერთი პატარა გოგოა, დღეს ორი წლის გახდა.
დიდი გოგო გაიზარდე, ჩემო მწვანე ფიჭვო.
gogo lea

From → Uncategorized

9 Comments
  1. ეს ორი და სხვა მრავალი წინ :))

  2. გული ამიჩუყდა, ცრემლები წამომივიდა
    ბედნიერი ყოფილიყოს ლეა. ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი მშობლები ჰყავს ❤

  3. ნასტასია არაბული permalink

    გილოცავთ კარგო გოგოებო ❤

  4. თამთა permalink

    მეც ტირილი დავიწყე. გილოცავთ ♥

  5. xatia permalink

    gilocavt, gmertma sasaxelo gagizardot :*

  6. გილოცავ ლამაზო და ჭკვიანო ლეა, დაბადების დღეს!!! ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდე!!!

    რა საყვარელი დედა ხარ, მარი. წარმომიდგენია, ლეას მამაც დედისნაირი უნდა ჰყავდეს და მიხარია, რომ ასეთი კარგი ადამიანები ხართ დედამიწაზე 🙂

    ვაიმე, პატარა ბიჭების დედასაც ეგრე უსკდება გული სულ. კიდევ იმაზეც, მე ახლა ვხვდები, დედაჩემი როგორ განიცდიდა ჩემზე ყველაფერს და დღემდე განიცდის, რომ გული არ მეტკინოს და ზუსტად ყველაფერი ისეა, როგორც შენ დაწერე.

    სასწაულად ტკბილი გრძნობაა და თან რა მძიმე, ყველაფრის რომ გეშინია და გული გიფრთხიალებს შენი შვილ(ებ)ისთვის.

  7. აქაც გილოცავთ, მარი. ხშირად გენახოს მისი სიცილი, ცეკვა და ჭინკების ფერხული თვალებში!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: