შიგთავსზე გადასვლა

მესამე ასტრიდობა

ნოემბერი 19, 2015

წესით, აქ არ უნდა ვიყო.
წესით, სულ სხვა რამეს უნდა ვაკეთებდე, მაგრამ ახლა ჩვენი ღონისძიებების ფოტოებს ვახარისხებდი და ვიფიქრე, რომ მესამე ასტრიდობაზეც აუცილებლად უნდა მოვყვე, როგორც წინა ორზე მოვყევი. მერე, ძნელ დღეებშ, შემოვალ და საკუთარი მზეები მექნება. ბლოგის წერაც აქამდე იმიტომ არ მივატოვე, რომ აქაურობა ყველაფერ კარგს ინახავს, რაც კი ოდესმე გადამხდენია. ცუდებს არ ვწერ ხოლმე – ცუდებს ვივიწყებ, არ მინდება გახსენება და რა საჭიროა, ბლოგმა დაიმახსოვროს? “დაე, იყოს აქ მზისფერი ყველაფერი.”

12246835_10207278685421014_3814240540016054658_n (1)

ლიამ ყვავილები მომიტანა 12219481_10207278689221109_1792088578878392924_n როგორ გამახარე – მეთქი და აბა, სულ შენ ხომ არ უნდა გვახარებდეო. ეს სიტყვები ისე ღრმად ჩამწვდა. კარგია, ბათუმელი დედიკოები ასე თუ ფიქრობენ ჩემზე – რომ მათ შვილებს ვახარებ.

ძალიან კარგი საბავშვო ჟურნალი, “არმარიუმი” გამოვიდა და მისი პრეზენტაციაც იყო. ბავშვებიც გაერთნენ და დიდებმაც ვიხალისეთ. 12274471_10207278690741147_8122777303140935373_n

12250171_10207278690261135_3827835813994348491_n ბესომ დ ქეთიმ ბავშვები მოხატეს, თამთა მალინივით იყო – კეთილი და მზრუნველი. რა მოხდა და, ისევ უამრავი ბავშვი მოვიდა. რაც “ზღაპრის საათებს” ვეღარ ვატარებ, ვფიქრობდი, ბავშვებმა ხომ არ გადაგვიყვარეს მეთქი და ძალიან ვდარდობდი ამაზე. ჰოდა, არ გადავყვარებივართ, ისევ ახსოვდათ, რომ ჩვენთან, სულ რომ ქვეყანა ინგრეოდეს, მაინც აღინიშნება ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე. ყოველთვის, ყოველთვის გვექნება ჩვენი მოგონილი დღესასწაული – ასტრიდობა. ყოველთვის გვექნება ფუნთუშები – ხან ირაკლის დედა გამოაცხობს, ხან ერთ პატარა საცხობში შევუკვეთავთ – არცერთს არ დაენანება დარიჩინი. 12243396_10207278656740297_7531854086827744439_n

და ეს ორი, რის გამოც ჩემი დღის გეგმები ერთი ფრაზით მთავრდება. როგორც, მაგალითად, დღეს: 1.წერილებზე პასუხის გაცემა; 2. ახალი თარგმანის წაკითხვა; 3. სტატიის დაწერა; 4. გადაცემის ჩაწერა; 5. ფეისბუქ-გვერდებზე შეხედვა; 6. საყიდლებზე წასვლა; 7. სიყვარულის ახსნა.

12227790_10207278667300561_4970974095211181999_n

და მე რას ვაკეთებდი ამ დროს? რას და, “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” ვკითხულობდი და მთელი ძალით ვცდილობდი, ტირილი არ მომერთო, მიუხედავად იმისა, რომ სატირალი არაფერი იყო. ბავშვები ამ სამ წელიწადში უკვე მიეჩვივნენ ჩემს ტირილებს ზღაპრის საათებზე და აღარ ეცინებათ, პირიქით, უფრო ყურადღებით მისმენენ ხოლმე. მოკლედ, ხმამაღლა ტირილის არ მრცხვენია და ამ ტირილებს კიდევ არაფერი ეშველება და იცით რა? არც მინდა ეშველოს.

From → Uncategorized

3 Comments
  1. ამაზე კარგი დღესასწაული რა უნდა იყოს!!! მარი და ირაკლი, რა განსაკუთრებული ადამიანები ხართ.

    როგორ მომინდა ბათუმში ვცხოვრობდე და მეც მივიღე მონაწილეობა ასტრიდობაში. ფუნთუშებს და თაფლაკვერებს ისეთი დიდი სიამოვნებით გამოგიცხობდით და ვიტირებდი კიდეც შენს წაკითხულზე.
    ტირილი ვისაც ერიდება, იმ ადამიანებს არ ვენდობი :-დ

    • სოფი, დიდი მადლობა ❤ შენგან ისე მიხარია ასეთი სიტყვები. მე მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეიძება მოხდეს 🙂

  2. “მოკლედ, ხმამაღლა ტირილის არ მრცხვენია და ამ ტირილებს კიდევ არაფერი ეშველება და იცით რა? არც მინდა ეშველოს.”- მე თქვენ (შორიდან) ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: