Skip to content

უცხო

აგვისტო 2, 2016

შემოვედი და ისე უცხოდ ვიგრძენი თავი, ფიზიკურად მეტკინა გული. ნუთუ ეს მე ვიყავი? ეს პოსტები ჩემია? რატომ ვეღარ ვწერ? რატომ მეშინია ახალი პოსტის ფანჯრის? რატომ მეშინია საკუთარი თავის გათქმის? რატომ გამოვიკეტე ასე?

ალბათ პარანოიდული აზრებია, მაგრამ ზოგჯერ მგონია, რომ მეტისმეტად საჯარო ვარ, მეტისმეტად ბევრი ადამიანი ადევნებს თვალს ჩემს ცხოვრებას. იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, ისე მინდა, ისევ იწერებოდეს აქ რამე, მაგრამ სულ რაღაც მაჩერებს.

მენატრება ის დრო, როცა ცხოვრება უფრო სიამოვნება და ძალიან ცოტა მოვალეობა იყო.

ღმერთო, განა ცუდად ვარ, არა. პირიქით, ალბათ ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ, რომ ასე არასდროს მიგრძნია საკუთარი საჭიროება. ვიღაცებს და რაღაცებს ძალიან ვჭირდები, რაღაცები ჩემ გარეშე საერთოდ არ იარსებებს, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ უზარმაზარი პასუხისმგებლობებიცაა.

ჰოდა, მენატრება ზარმაცი ზაფხულები, უბრალო ხეტიალები, მზით გადახრუკული მინდვრები, უსაქმური ზღვები, ფლირტები და ქარი თმაში. აი, ასეთი ბანალური გავხდი. ან, უბრალოდ, ძალიან დავიღალე.

Special K

Advertisements
7 Comments
  1. “ასე არასდროს მიგრძნია საკუთარი საჭიროება. ვიღაცებს და რაღაცებს ძალიან ვჭირდები” – ო, თქვენი წიგნების მკითხველებს როგორ გვჭირდები ❤

  2. ბლოგის მკითხველებსაც ძალიან გვჭირდები ❤ სასწაულების დაჯერებაში დამეხმარეთ მე პირადად პოსტებით ❤ და წიგნებზე საერთოდ რაღა ვთქვა ❤

  3. მეც მენატრება ეგ კარგი რამეები…დღეს ვწუწუნებდი, ვეღარ ვწერ-მეთქი და მაკლია ძალიან ბლოგზე კაკუნი. არტთერაპიაა წერა და იმედი მაქვს, ისევ დაბრუნდება წერის სურვილი. შენც ამას გისურვებ ❤

  4. ლამაზო და ჭკვიანო მარი!!! შენი ერთერთი ბოლო ფოტო ვნახე ინსტაგრამზე… 🙂

    მე მიხარია, რომ კარგად ხარ და რახან არ გეწერინება, სულაც არ უნდა წერო ძალით.
    კოცნები ლეას, მსოფლიოში ულამაზესსახელიან გოგოს ასეთივე ულამაზესი თვალებით.

  5. გოგოების გოგო ხარ :დ ♥♥♥ ძალიან მიყვარხარ!

  6. თამო permalink

    აუ მარი:* რომ იცოდე როგორ არ მეყო იმ დღეს შენთან და იკასთან ყოფნა და საუბარი. არც კი ვიცი რაზე შეიძლება მელაპარაკა, ისე დავჯდებოდი და გიყურებდით და ჩაგეხუტებოდით.
    შენი ამ განწყობის და უფეისბუქობისაც მესმის და სიმართლე გითხრა, იდეალურადაც მიმაჩნია. ხარ წყნარად და კომფორტულად, ღმერთი გფარავდეს.
    გკოცნი და მიყვარხააართ. მინდა ეხლა დაგირეკო უცებ მარა ნომერიც არ მაქვს.
    Love, tamuna too

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: