შიგთავსზე გადასვლა

ასტრიდის დაბადების დღე

შარშანდელივით, ასტრიდ ლიდგრენის დაბადების დღე წელსაც ხმაურიანად გადავიხადეთ და , ალბათ, სანამ შეგვეძლება, სულ გადავიხდით, ჩვენი უზომო მადლიერების ნიშნად.
ვფიქრობდი, რას ვუმადლით-მეთქი, ადამიანების და ცხოვრების რწმენის გარდა. ირაკლი ალბათ კალეს ცნობისმოყვარეობას, პელეს გულჩვილობას და ემილის სიცელქეს უმადლის.მე? მე ბევრ რამეს და ერთ მტავარს. სალტკროკელებიდან ის ლექსი გახსოვთ? “ნეტავ თუ მომცემს ფრთებს განთიადი, რომ დავესახლო მე ზღვის კიდეზე…” ფრთებს ვუმადლი, რომლებმაც ზღვის პირზე დამასახლეს.

მარიკოდაბდაბ2ფუნთუშებიბავშვები

შარშანდელ დაბადების დღეზე, რა თქმა უნდა, პეპი და კარლსონი წავიკიხე. დანარჩენებსაც ხშირად ვკითხულობ ზღაპრის საათებზე. ამიტომ წელს მე და ირაკლიმ  ლინდგრენის ორი ისეთი ზღაპარი ვთარგმნეთ, რომელიც ქართულად არასდროს ყოფილა  გამოცემული. ძალიან ლამაზი ზღაპრებია, იმედია, თქვენს პატარებს ისევე მოეწონებათ, როგორც გუშინ მოეწონათ ბავშვებს

ეს ჩემი ზღაპარი:

პეტერი და პეტრა
არც ისე დიდი ხნის წინ, სტოკჰოლმში, გუსტავ ვასას სახელობის სკოლაში რაღაც ძალიან უჩვეულო მოხდა. ერთერთ დაწყებით კლასში კითხვის გაკვეთილი მიმდინარეობდა. უეცრად კარზე ძლივსშესამჩნევი, მოკლე და ჩუმი კაკუნი გაისმა.
-მობრძანდით!- დაიძახა მასწავლებელმა,მაგრამ არავინ შემოსულა. თუმცა კაკუნი კვლავ გაისმა.
– მიდი და ნახე, ვინ არის – დაავალა მასწავლებელმა გუნარს, რომელიც კართან ყველაზე ახლოს იჯდა.

გუნარმა კარი გააღო და ორი პატარა ბავშვი დაინახა. ძალიან, ძალიან პატარა, თოჯინის სიმაღლის გოგო და ბიჭი. ისინი კლასში შევიდნენ და პირდაპირ მასწავლებლისკენ გაემართნენ, ქალს თავაზიანად მიესალმნენ და თქვეს:
– ჩვენ უბრალოდ გვინდა ვიცოდეთ, შეიძლება თუ არა ამ სკოლაში გაკვეთილებს დვესწროთ.
მასწავლებელი ძალიან დაბნეული და გაოცებული იყო, მაგრამ უეცრად გონს მოეგო, ძალა მოიკრიბა და ჰკითხა:
– და თქვენ ვინ ხართ?
– ჩვენ პეტერი და პეტრა გვქვია, ცეროდენები ვართ , პატარა ხალხის წარმომადგენლები. გარეთ სიარულს ვერიდებით, მაგრამ დედას და მამას მიაჩნიათ, რომ ცეროდენებსაც აუცილებლად სჭირდებათ სკოლაში სწავლა.
ბავშვებმა კისრები წაიგრძელეს, რომ კარგად შეეთვალიერებინათ ახალი , უცნაური კლასელები. რა შესანიშნავად გაატარებენ დროს პეტერთან და პეტრასთან ერთად! რა საოცარი დღეა! ყველას უახროდა ახალი ბავშვების გამოჩენა.
მასწავლებელმა და-ძმას დაჯდომა შესთავაზა, მაგრამ მაშინვე ენაზე იკბინა, რადგან კლასში არ იდგა მათი სიმაღლისთვის შესაფერისი მერხი.
-სად დაგსვათ, ძვირფასო ბავშვებო?- დაიბნა მასწავლებელი
– ჩემთან დასვით, მას!- ხალისიანად წამოიძახა წინ მჯდომმა გუნარმა.
მან ბავშვები მაგიდაზე შემოისვა და წიგნში აჩვენა ის ადგილი, სადაც კითხვის გაკვეთილი შეწყვიტეს. მასწავლებელმა გუნარს დაავალა კითხვის გაგრძელება.
„საყვარელო ბებია“- წაიკითხა გუნარმა…
…პეტერი და პეტრა ისმენდნენ, როგორ კითხულობდა გუნარი, მაგრამ ვერაფრით ვერ მიმხვდარიყვნენ, ეს პატარა, მწერებივით ნიშნები ფურცელზე რატომ აღნიშნავდა „საყვარელ ბებიას“
მეცადინეობის დასასრულიკენ პეტერმა და პეტრამ რაღაც მაინც ისწავლეს. მათ შეიტყვეს, რომ 2+3=5 , ასევე ისწავლეს სიმღერა პატარა ბაყაყებზე.

სახლისკენ გუნარი, პეტერი და პეტრა ერთად წამოვიდნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთი გზა ჰქონდათ. პეტერი და პეტრა ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და გზაზე გადასვლის წინ დიდი ყურადღენით იყურებოდნენ აქეთ-იქით.
როცა გზაჯვარედინს მიადგნენ, პეტრა მანქანების უზარმაზარმა ნაკადმა აანერვიულა.
– მე დაგეხმარებით – თქვა გუნარმა და გადაიყვანა და-ძმა გზაზე. ყოველ ჯერზე, როცა მათ ავტომობილი უახლოვდებოდა, გუნარი ხელით ანიშნებდა მძღოლს, რომ შეენელებინა სვლა. ზუსტად ისე, როგორც პოლიციელები აჩვენებენ ხოლმე.

ამ დღის შემდეგ პეტერი და პეტრა ყოველდღე დადიოდნენ სკოლაში. კლასში ყველას უხაროდა მათი დანახვა. კეთილმა მასწავლებელმა კი დურგალს ორი პაწაწინა მერხი შეუკვეთა ახალი მოსწავლეებისთვის. გარდა ამისა, ძალიან დაბლა, კედელზე გააკეთებინა ორი საკიდი, იმისთვის, რომ პეტერს თავისი ლამაზი ქურთუკი, ხოლო პეტრას თავისი მშვენიერი ლაბადის ჩამოკიდება შესძლებოდა.

როცა მასწავლებელი პეტერს ან პეტრას დაფასთან იძახებდა გაკვეთილის მოსაყოლად ან ამოცანის ამოსახსნელად, მათ სკამზე შედგომა უწევდათ, იმიტომ, რომ ძალიან დაბლები იყვნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ბავშვები ვერ დაინახავდნენ. ყველას ძალიან მოსწონდა ეს პატარები, ისინი მართლაც უსაყვარლესი ბავშვები იყვნენ. მასწავლებელი ამბობდა, რომ და-ძმა ნიჭიერი მოსწავლე იყო და ყოველვის კარგ ნიშნებს უწერდა.

სემესტრის ბოლოს, მოულოდნელად, დიდი ყინვები დაიწყო. ვასაპარკში დიდი სასრიალო გააკეთეს. გუნარი გაკვეთილების მომზადების შემდეგ ყოველთვის მიდიოდა პარკში საციგურაოდ. მან არ იცოდა, სად ცხოვრობდნენ პეტერი და პეტრა და ძალიან აინტერესებდა მათი საცხვრებლის ნახვა. ერთ საღამოსაც, როცა გუნარი ძალიან დაიღალა ციგურებზე სრიალით და უკვე სახლში აპირებდა წასვლას, მან გადაწყვიტა, ბავშვების ბინა მოეძებნა. ბიჭმა მთელი პარკი მოიარა და ბოლოს, პარკის ყველაზე შორეულ კუთხეში, დაინახა , რომ ნაძვის ძირიდან სინათლე გამოდიოდა. ცოტა ახლოს მივიდა და პაწაწინა სახლუკა შენიშნა. ბიჭმა ფანჯარაში შეიხედა. ოთახში, მრგვალ მაგიდასთან პეტერი და პეტრა მეცადინეობდნენ, მამა სარწეველა სავარძელში იჯდა და გაზეთს კიტხულობდა, დედა კი ყავას ადუღებდა. ელექტროობა არ იყო ბინაში, ოთახს მხოლოდ ნავთის ლამპის რბილი და მყუდრო შუქი ანათებდა. გუნარმა ფრთხილად დააკაკუნა ფანჯარაზე. რამდენიმე წამში პაწაწინა კარი გაიღო და ზღურბლზე პეტერი გამოჩნდა.
– გამარჯობა, ეს მე ვარ – ტქვა გუნარმა
– რა კარგია, რომ მოხვედი – გაუხარდა პეტერს. – შენ ალბათ გეცოდინება , რამდენი იქნება, 17 რომ 10 გამოვაკლოთ.
-7- თქვა გუნარმა
– ვის ელაპარაკები? – მოისმა პეტერის მამის ხმა.
– ჩემს კლასელს – უპასუხა პეტერმა
ბიჭებთან პეტრამ მოოირბინა.
-ციგურებზე სრიალებდი? -ჰკითხა მან გუნარს.  – მე და პეტერიც ვსრიალებთ ხოლმე, თუ გინდა, გაჩვენებთ. ოღონდ საციგურაო მოედნის დაკეტვას უნდა დაველოდოთ. როცა იქ ბევრი ხალხია, სრიალის გვეშინია, ვაითუ, ვერ შეგვნიშნონ.
– ძალიან ვწუხვარ, რომ სახლში ვერ შემოგიპატიებთ, ჩვენი ბინა ძალიან პატარაა, მაგრამ შეგიძლია, ფანჯრიდან გვიყურო – უთხრეს ბავშვებმა. გუნარი ასეც მოიქცა. ის ხედავდა, რომ პეტერი და პეტრა რაღაცას დაფუსფუსებდნენ. უეცრად მათ ფანჯრის მინაზე ფურცელი მიაკრეს, რომელზეც ეწერა: „გუნარ, შენ შესანიშნავი ბიჭი ხარ!“
და-ძმა ისე გულიანად იღიმებოდა, რომ გუნარსაც გაეღიმა. ასე იდგნენ და ფანჯრის მიღმა უცინოდნენ ერთმანეთს. უცებ პეტერმა საათზე ანიშნა – საციგურაო მოედანი უკვე დაკეტილიყო, ამიტომ ბავშვები სასწრაფოდ გაიქცნენ სასრიალოდ.

პეტერმა და პეტრამ ციგურები ჩაიცვეს და ყინულზე გამოვიდნენ. ისინი ხელჩაკიდებულები სრიალებდნენ, თითქოს ცეკვავდნენ და მათი სრიალი გამაოგნებლად ლამაზი იყო. ბავშვები ტრიალებდნენ და თან რაღაც სუსტი ნათება დაყვებოდათ, საიდანღაც, ძალიან შორიდან კი სუსტი მუსიკის ხმა ისმოდა. ან იქნებ, გუნარს მხოლოდ მოეჩვენა?  ბიჭს სუნთქვა შეეკრა. ამ სრიალზე ლამაზი მას მანამდე არაფერი ენახა. გუნარი მიხვდა, რომ ამ საღამოზე მოგონებას მთელი ცხოვრების მანძილზე შეინახავდა.

როცა ყინულაზე ცეკვას მორჩნენ, თვალებგაბრწყინებული პეტერი და პეტრა გუნარს მიუახლოვდნენ.
– ჩვენ აქ ყოველ საღამოს მოვდივართ, როცა დიდ ბავშვებს უკვე სძინავთ . ვსრიალებთ და ეს ყველაზე მშვენიერი რამაა ამქვეყნად!

როცა მხრებზე ციგურებგადაკიდებული გუნარი სახლისკენ მიდიოოდა, ჩუმად ღიღინებდა რაღაც  მელოდიას და ეჩვენებოდა, თითქოს სული სინათლით ჰქონდა სავსე.

მალე შობაც დადგა.  სკოლაში არდადეგები დაიწყო. პეტერს და პეტრას მხოლოდ ათიანები გამოჰყვათ, პეტრას კი კითხვაში ათი პლიუსით. ის ამით ძალიან ამაყობდა.
შობას გუნარი ბებიასთან მიემგზავრებოდა სმოლანდში. მეგობრები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

პეტერი და პეტრა სკოლაში აღარ დაბრუნებულან. როცა სწავლა დაიწყო, ყველანი ელოდნენ, მაგრამ აღარ გამოჩენილან. ყველაზე მეტად გუნარი ელოდა.

პატარა მერხები ისევ იდგა კლასში. გუნარი ძალიან სევდიანდებოდა ამ მერხების დანახვაზე.

და, აი, ერთ დღესაც, გუნარმა პაწაწინა კონვერტი მიიღო. ეს პეტერისა და პეტრას წერილი იყო, რომელშიც ეწერა:

„საყვარელო გუნარ, ჩვენ სხვა ქალაქში გადავედით. დედამ თქვა, რომ იქ საცხოვრებლად უკეთესი პირობებია. საციგურაო მოედანი არ არის ამ ქალაქში, ამიტომ სასრიალოდ გაყინულ ტბაზე დავდივართ. ვასასტანში, თქვენტან , უკეთესი იყო. გუნარ, იცი, რას გეტყვით?! შენ შესანიშნავი ბიჭი ხარ!“

ზამთრის საღამოებში გუნარი ისევ დადის პარკში სასრიალოდ. მაგრამ ზოგჯერ, უბრალოდ, ჩერდება და ყინულს უყურებს. ამ დროს  ეჩვენება, რომ პაწაწინა ბიჭუნას და გოგონას ხედავს , რომლებიც ყინულზე ცეკვავენ საიდანღაც, შორიდან მოსული მუსიკის ჰანგებზე…


ეს კი ირაკლის შერჩეული და ნათარგმნი ზღაპარია. ასტრიდ ლინდგრენს თავისი ბიჭუნას გაშვილება მოუხდა და ეს სწორედ მისთვის დაწერა. ძალიან უნდოდა, თავისი ბიჭისთვის ეთქვა, რომ შეიძლება, მშობლების გარეშეც არ იყო ძალიან უბედური…


პაწაწინა ნილს კარლსონი

ბერტილი ფანჯარაში იხედებოდა. ღამდებოდა, ქუჩაში ციოდა, ნისლიანი, უჟმური საღამო იდგა.

ბერტილი დედ-მამას ელოდა. ისე სულმოუთქმელად ელოდა, რომ უკვირდა კიდეც, როგორ არ ჩნდებოდნენ, მისი მოლოდინისამებრ, იმ ფანართან, რომელიც ფანჯრიდან მოჩანდა. როგორც წესი, ყოველ საღამოს ბერტილი პირველი ხედავდა ქუჩის ფარანთან გამოჩენილ დედას, რომელიც მამაზე ადრე მოდიოდა ხოლმე. მაგრამ დედას არ შეეძლო მოსულიყო მანამ, სანამ ქარხანა, სადაც ის მუშაობდა, არ დაიკეტებოდა.

მშობლები  ყოველდღე მიდიოდნენ ქარხანაში სამუშაოდ ,ბერტილი კი სახლში მარტო რჩებოდა. დედა მას ცოტაოდენ წასახწემსებელს უტოვებდა. საღამოს კი, როდესაც დედა ბრუნდებოდა, ისინი მაგიდას მიუსხდებოდნენ ხოლმე სავახშმოდ.

ძალიან მოსაწყენი იყო ბიჭისთვის მთელი დღისსახლში მარტო გატარება. ხმის გამცემი არავინ ჰყავდა. შეეძლო, ეზოში გასულიყო ბავშვებთან სათამაშოდ, მაგრამ ახლა, როცა უკვე შემოდგომის ცივი დღეები იდგა, ეზოშიც არავინ ჩანდა.ძალიან ნელა მიიზლაზნებოდა დრო. ის რამდენიმე სათამაშო, რომლებიც ბიჭს ქონდა, უკვე ძალიან მობეზრდა. ყველა წიგნი, რომელიც სახლში მოეპოვებოდათ, გადაღეჭილი ჰქონდა, ზუსტად იცოდა თითოეული გვერდი როგორ გამოიყურებოდა. აბა 6 წლის ბიჭმა ჯერ კითხვა არ იცოდა და წაკითხვას როგორ შეძლებდა…

ოთახში ციოდა. მამა დილაობით ნაკვერჩხლებს აღვივებდა, მაგრამ მოსაღამოვებასთან ერთად, სითბოც ნელდებოდა და თანთანან ცივდებოდა სახლში. ოთახის კუთხეებში ჩრდილები ჩამოწვნენ, მაგრამ ის არ ფიქრობდა შუქის ანთებას. ძალიან მოწყენილი იყო. გადაწყვიტა , ლოგინში ჩაწოლილიყო და დაფიქრებულიყო,  რატომ იყო ყველაფერი ასეთი სევდიანი.

ის სულ მარტო არ ყოფილა,  ადრე მას ჰყავდა და – მერტა. მაგრამ ერთხელაც ის სკოლიდან ავადმყოფი მოვიდა. მთელი კვირა იავადმყოფა და და შემდეგ მოკვდა.

ახლა როდესაც ბერტილმა გაიხსენა თავისი და, დაფიქრად იმაზე, როგორ მარტო იყო დის გარეშე და თვალებზე ცრემლები მოადგა.

ზუსტად ამ დროს, მას რაღაც მოესმა…

მოესმა  ნაბიჯების ხმა. თითქოს რაღაც პატარა არსება დააბიჯებდა მისი საწოლის ქვეშ. „ნუთუ სახლში მოჩვენება გვყავს“ გაიფიქრა ბიჭმა და ლოგინის კუთხეში მიჩოჩდა, რომ ქვემოთ ჩაეხედა.

ჩაიხედა და… დაინახა ბიჭი. დიახ, დიახ ჩვეულებრივი ბიჭი. ოღონდ მთლად ჩვეულებრივი კი არა, ძალიან პატარა ზომის, ალბათ ნეკისხელა თუ იქნებოდა

-გამარჯობა – მიესალმა სტუმარი

– გაგიმარჯოს – დარცხვენილად უპასუხა ბერტილმა

-გამარჯობა, გამარჯობა – ისევ გაიმეორა უცნაურმა ბიჭმა და ცოტა ხნით ორივე გაირინდა.

– ვინ ხარ? – ჰკითხა ბერტილმა – და რას აკეთებ ჩემი საწოლის ქვეშ?

– მე პატარა ნილს კარლსონი მქვია – უპასუხა პატარა ბიჭმა – და აქვე ვცხოვრობ. ნუ მთლად შენი საწოლის ქვეშ არა, აი, იქაა ჩემი შესასვლელი, იმ კუთხეში – თითი გაიშვირა ნილსმ

– დიდი ხანია რაც აქ ცხოვრობ? – ჰკითხა გაოგნებულმა ბერტილმა.

– არა, სულ რამდენიმე დღეა  გადმოვბარგდი. მანამდე ტყეში ვცხოვრობდი, ლილიანსკუგენში. ერთი დიდი ხის ფესვის ქვეშ. მაგრამ ხომ იცი, შემოდგომაზე მოსაწყენი ხდება საველე პირობებში ცხოვრება, ქალაქი მომენატრა და ძალიან გამიხარდა, რომ მოვახერხე ოთახის დაქირავება ერთ თაგვთან, რომელიც თავის დასთან გადმობარგდა სედერტელიეში. ხომ იცი, რა დრო დადგა, ძალიან ძნელია ახლა სადმე პატარა ოთახის შოვნა.

ჰო, ბერტილს მანამდეც სმენოდა მსგავსი პრობლემის შესახებ.-მართალია ცარიელი, უავეჯო ოთახი ვიქირავე – აუხსნა ნამცეცამ – ეს ყველაზე კარგია, მითუმეტეს თუ საკუთარი ავეჯი გაგაჩნია…

-და შენ გაქვს საკუთარი ავეჯი?- დაინტერესდა ბერტილი
-საქმეც მაგაშია, რომ არა – გაღიზიანებულმა და შეწუხებულმა უპასუხა ნილსმა – ბრრრ , სისხლის გაყინვამდე ცივა ქვემოთ. თუმცა არც შენთანაა უკეთესი სიტუაცია
-მართალია, -დაეთანხმა ბერტილი – მეც ქუჩაში გაგადებული ძაღლივით გავიყინე

-ღუმელი ჩემს ოთახში არის – აგრძელებდა ნილსი – მაგრამ შეშის პრობლემა მაქვს. ხომ იცი როგორ გაძვირდა და ძნელად საშოვნელი გახდა შეშა…

მან ხელები შემოიჭდო და სცადა გამთბარიყო. შემდეგ ბერტილს შეხედა დიდი, მეტყველი თვალებით – და შენ რას აკეთებ მთელი დღეების განმავლობაში?

-განსაკუთრებულს არაფერს – უპასუხა ბერტილმა – სიმართლე გითხრა, უბრალოდ ვუსაქმურობ.

-ზუსტად ისევე, როგორც მე – თქვა პატარამ – დამეტანხმები, ძალიან ძნელი და მოსაწყენია მარტო ცხოვრება

-მოსაწყენი და მერე როგორ – უპასუხა  დაღვრემილმა ბერტილმა

-გინდა ჩემთან, ქვემოთ ჩამოხვიდე ერთი წუთით? – შესთავაზა ნილსმა ბერტილს
ბერტლმა გადაიხარხარა – შენ გგონია, რომ ამ სოროში შევძლებ ჩაძვრომას?

-ეს ადვილზე ადვილია – აუხსნა ნილსმა – უნდა მიხვიდე სოროსთან, იქ გამოშვერილ ლურსმანს თითი დააჭირო და წარმოთქვა: „სნურ -რე, სნურ – რე, სნურ – რე ვიპს, ცეროდენად ვიქცევი“

და წამში დაპატარავდები, იმხელა გახდები, რახმელაც მე ვარ.

-ეს მართალია? – გაიბადრა ბერტილი – და შემდეგ როდესაც მშბლები დაბრუნდებიან, შევძლებ ისევ გავიზარდო და აქ დავბრუნდე?

-რა თქმა უნდა, შეძლებ – დაამშვიდა ნილსმა – ამისთვის ისევ დააჭერ ლურსმანს თითს და იტყვი:

„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

-აი, ეს უკვე საინტერესოა – პირი დააღო ბერტილმა – და შენ შეგიძლია გახდე იმხელა, რამხელაც მე ვარ?

– სამწუხაროდ , მე არ შემიძლია – ამოიხვნეშა პატარამ – და მაინც შენ უნდა სცადო და ცოტა ხნით ჩემთან ჩამოიხედო.

– რატომაც არა – დაეთანხმა ბიჭი.

შეძვრა საწოლის ქვეშ, მიხოხდა სოროსთან, ლურსმანს თითი მიადო და წარმოსთქვა:

წარმოთქვა:  „სნურ -რე, სნურ – რე, სნურ – რე ვიპს, ცეროდენად ვიქცევი“

და მართლაც, წამი და ის უკვე დგას თაგვის სოროს წინ იმავე ზომის, როგორიც პატარა ნილსი

-საერთოდ, მე ყველა ნიისეს მეძახის – თავიდან წარუდგინა თავი კაცუნამ და ხელი გაუწოდა. – წამოდი, ჩემთან ჩავიდეთ.

ბერტილი მიხვდა, რომ მის თავს რაღაც უჩვეულო ხდებოდა. ერთი სული ქონდა, როდის შეძვრებოდა თაგვის სოროში და იქაურობას დაათვალიერებდა.

-ფრთხილად ჩამოდი, ერთ ადგილას საფეხურია ჩამტვრეული – გააფრთხილა ის ნიისემ

ბერტილი ფრთხილად ჩაუყვა ქვის კიბეს. ვინ წარმოიდგენდა, რომ აქ შეიძლებოდა კიბე ყოფილიყო.

საფეხურები დაკეტილ კართან მთავრდებოდა.

-დამაცადე, სინათლეს ავანთებ-უთხრა ნიისემ და ჩამრთველი გადააბრუნა

კარებზე კოხტად მიეწებებინათ სავიზიტო ბარათი. რომელზეც ლამაზი ასოებით დაეწერათ „პატარა ნილს კარლსონი“

-აქ არც ისე კომფორტულია – დარცხვენილმა მოუბოდიშა ნიისემ

ბერტილმა თვალი მოავლო ოთახს. ოთახი იყო პატარა და ცივი. ერთი ფანჯრით და კუთხეში მდგარი, ცისფერი კაფელით მოპირკეთებული ღუმელით.

-ჰო, უკეთესიც შეიძლება – თქვა ბერტილმა – და შენ ღამით სად იძინებ?

-პირდაპირ იატაკზე – უპასუხა ნიისემ

ასე ხომ გაიყინები! – გააკანკალა ბერტილს

-რა კითხვა მაგას უნდა. ისე ცივა, რომ ღამღამობით ვდგები და მთელ ოთახში დეავრბივარ, რომ ხელ-ფეხი არ გამეყინოს.

ბერტილს ძალიან შეეცოდა პატარა და შერცხვა, მას ხომ ღამღამობით მაინც არ სციოდა.

უცებ ბერტილს თავში ერთი აზრი მოუვიდა:

-რა სულელი ვარ – წამოიყვირა მან – მე ხომ შემიძლია, რომ  შეშა დაგიჩეხო.

ნიისემ სწრაფად ჩაჰკიდა მას ხელი

-შენ გგონია, შეძლებ ამას? – კითხა ცოცხლად

რა თქმა უნდა, შევძლებ – უპასუხა ბერტილმა, მაგრამ მოღუშულმა დაამატა – ოღონდ მე არ მაძლევენ უფლებას, რომ ასანთი ავანთო.

-ეგ არაფერი. მთავარია შენ შეშა დამიჩეხო და დანარჩენს მე მოვუვლი. ცეცხლის დანთებას თვითონ შევძლებ.

გახარებული ბერტილი კიბისკენ გაიქცა, თვალისდახამხამებაში აირბინა და ლურსმანს თითი მიადო… მაგრამ დაავიწყდა სიტყვები, რომლების უნდა ეთქვა და ნიისეს ჩასძახა: სიტყვები შემახსენე, რომლებიც უნდა ვთქვა რომ სიმაღლე დავიბრუნო.

-„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

-„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – წარმოთქვა ბიჭმა. მაგრამ არაფერიც არ მოხდა

ტფუი, შენ მხოლოდ უნდა თქვა „სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – ამოსძახა ნიისემ

  • „მხოლოდ სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“ – გაიმეორა ბიჭმა, მაგრამ ისევ არაფერი შეცვლილა.

ოჰ, ოჰ – ისევ დაიყვირა ნიისემ – სხვა არაფერი გარდა სიტყვებისა: „სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

აქ ბერტილი ბოლოს და ბოლოს მიხვდა თუ რა უნდა ექნა

„სნურ – რე, სნურ-რე, სნურ- რე ვიპს

ისევ დიდი გავხდები!“

წარმოთქვა მან და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო, რომ ისევ ჩვეულებრივი ბიჭი გახდა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ საწოლის ძირს თავით დაეჯახა.

სასწრაფოდ გამოძვრა, მიირბინა სამზარეულოს ღუმელთან, სადაც დამწვარი ასანთის ღერების გორა იდგა. აიღო რამდენიმე ღერი, დაამტვრია პატარა ნაწილებად და სოროსთან მოაგროვა.

შემდეგ ისევ მიადო თითი ლურსმანს და მაგიური სიტყვები წარმოსთქვა. როცა ისევ ნამცეცად იქცა, სოროში ჩასძახა:

-ნიისე, დამეხმარე, შეშა უნდა ჩავზიდოთ ქვემოთ.

ის ხომ უკვე ძალიან  პატარა იყო და არარ შეეძლო ასანთის ღერების მარტო ჩატანა კიბეზე. იქ უკვე რამდენიმე ჩვეულებრივი ასანთის ღერისგან გაკეთებული შეშის ზვინი იდგა. ბიჭებმა ძნელად, ერთმანეთის დახმარებით ძლივსძლივობით ჩაზიდეს შეშა ნიისეს საცხოვრებელში და ღუმელთან მოაგროვეს.

ნიისე სიხარულისგან დახტოდა ოთახში და გაიძახოდა: „ეს საუკეთესო შეშაა მსოფლიოშ. ასეთი შეშა სხვას არავის ექნება“

მან ღუმელი შეშით გაავსო. დანარჩენი ასანთის ნატეხები კი იქვე, კუთხეში დაალაგა თანაბრად.

-ახლა მე შენ რაღაცას გაჩვენებ – თქვა მან. ნიისე დაჯდა ღუმელის წინ იატაკზე ფეხმოთხმით და ღუმელში შელაგებულ შეშას სული შეუბერა – ვიპს!

და უცებ ღუმელში ცეცხლი აბრიალდა

-ვახ.- გაოცება ვერ დამალა ბერტილმა – და ასანთიც კი არაა საჭირო. აი სასწაული , თუ გინდა

-ჰო, ასანთი არაა საჭირო და ეს ცეცხლი მართლაც სასწაულია. ზაფხულის შემდეგ ასე თბილად თავი არ მიგვრძვნია – უპასუხა ნიისემ

ისინი დასხდნენ იატაკზე ღუმელთან და სიცივისგან გაყინული ხელები ცეცხლს მიაფიცხეს.

-და კიდევ რამდენი შეშა დარჩა – კმაყოფილმა თქვა ნიისემ

-როცა დაგიმთავრდება, კიდევ ჩამოგიტან- ბერტილიც კმაყოფილი იყო თავისი ნამოქმედარით

-დღედან ღამღამობით აღარ გავითოშები – ხარობდა ნიისე

-და რას ჭამ ხოლმე? – კითხა ბიჭმა

ნიისე გაწითლდა

-ცოტ-ცოტა ყველაფერს – არადამაჯერებლად თქვა- რის მოპოვებასაც შევძლებ

-აი, მაგალითად, დღეს რა ჭამე? – დაინტერესდა ბერტილი

-დღეს მე…- დაბნეულად ტქვა ნიისემ – დღეს მგონი არაფერი მიჭამია

-გამოდის, რომ შენ ახლა მგელივით მშიერი ხარ – წამოიყვირა ბიჭმა

-ჰო, ეგრე გამოდის – დარცხვენით თქვა პატარამ – საშინლად მშია

-შენც ხარ რა. რატომ არ მითხარი აქამდე?! ახლავე რამეს მოგიტან

ნიისე სიხარულისგან ცქმუტავდა:
-შენ თუ შეძლებ, საჭმელი მიშოვო, ამას არასდროს დაგივიწყებ.
ბერტილი უკვე კიბეზე ადიოდა. სწრაფად წარმოთქვა ჯადოსნური სიტყვები: „სნურ-რე, სნურ-რე, სნურ-რე, ვიპს!

ისევ დიდი გავხდები“

და საკუჭნაოსკენ ქაიქცა. სწრაფად აიღო ყველის ნამცეცი. პურის ნაშვენი. პურს კარაქი გადაუსვა. ზემოდან გუფთის ნაჭერი და ორი ცალი ქიშმიში დაადო და ყველაფერი ეს სოროსთან დაალაგა. შემდეგ ისევ პატარა ბიჭად გადაიქცა.

-ნიისე, დამეხმარე სანოვაგის ჩატანაში – დაიყვირა მან. ნიისე უკვე სოროსთან იდგა და ბიჭს ელოდა.

ბიჭებმა საჭმლის მარაგი ქვევით ჩაიტანეს. ნიისეს თვალები ვარსკვლავებივით უელავდა. სიხარულს ვერ მალავდა. ბერტილმა იგრძნო, რომ მასაც მოშივებოდა.

-მოდი, გუფთებით დავიწყოთ- შესთავაზა ბერტილმა.

გუფთა ნიისეს თავისხელა იყო. ბიჭები აქეთ-იქიდან ამოუდგნენ და ორივე ორივე მხრიდან შეუდგნენ ჭამას. აინტერესებდათ, ვინ უფრო მალე მივიდოდა გუფთის შუამდე. პირველმა, ნიისემ შეჭამა თავისი წილი.

შემდეგ პურზე და ყველაზე გადავიდნენ. პატარა პურის ნაფშვენი მათთვის მთელი ქარავანის ზომის აღმოჩნდა.

ნიისემ გადაწყვიტა ყველი გადაემალა.

-იცი, ყოველთვიურად თაგვს ქირა უნდა ვუხადო. ნაჭერი ყველი. წინააღმდეგ შემთხვევაში აქედან გამაბუნძულებენ

-ამას ჩვენ როგორმე მოვუვლით – დაამშვიდა ბერტილმა – მიდი, ყველიც გასინჯე

და ისინი ყველზე გადავიდნენ. შემდეგ ქიშმიშიც დააყოლეს.

ნახევარი ქიშმიში ნიისემ გადადო -ამას დილისთვის გადავინახავ. როცა გავიღვიძებ, პირს ჩავიტკბარუნებ. ამაღამ ღუმელთან ვაპირებ დაძინებას. იქ თბილად ვიქნები

-მოვიფიქრე. კარგი აზრი მომივიდა, ვიპს – შესძახა ბერტილმა და გაიქცა. ის დიდი ხანი არ ჩანდა. უცებ ნიისეს ზემოდან ძახილი მოესმა: „ზემოთ ამოდი, დამეხმარე საწოლის ჩამოტანაში“

ნიისემ ზემოთ აირბინა. იქ ბერტილი იდგა მსოფლიოში საუკეთესო თეთრ საწოლთან ერთად. თავისი დის, მერტას თოჯინის საწოლი იპოვა ბერტილმა. მანამდე იქ თოჯინა იწვა, მაგრამ ახლა ეს საწოლი უფრო მნიშვნელოვანი იყო.

-ზეწარი და ფლანელის ნაჭერი წამოგიღე. ეს ნაჭერი დედამ პიჟამასთვის მიყიდა. ამას გადაიფარებ და თბილად იქნები

-უჰ – მხოლოდ ამის თქმა შეძლო ნიისემ და გაჩუმდა.

-კიდევ თოჯინის ღამის პერანგი წამოგიღე. ალბათ არ იქნები წინააღმდეგი, რომ თოჯინის პერანგით დაიძინო.

-რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი – ამოღერღა აღფრთოვანებულმა ნიისემ

-ხომ იცი, გოგოებს რამდენნაირი ტანსაცმელი აქვთ – თითქოს ბოდიშს იხდისო ბერტილი

სამაგიეროდ, ასეთ პერანგში ძალიან თბილად ვიქნები – ხელი გადაუსვა პერანგს ნიისემ – მე არასდროს დამიძინია ნამდვილ ლოგინში. ერთი სული მაქვს დავწვე და დავიძინო

-მიდი, ჩაწექი და დაიძინე. უკვე დროა , მეც სახლში დავბრუნდე, მშობლები სადაცაა მოვლენ.

ნიისემ სწრაფად გაიხადა. თოჯინის პერანგი ჩაიცვა, ჩაწვა საწოლში და ფლანელის ნაჭერში გაეხვია.

-ოჰ, აი ეს არის განცხრომა. ისე თბილად ვარ და ისე მეძინება – გაიზმორა ნიისე

-მაშ, დროებით – უთხრა ბერტილმა – მე დილით დავბრუნდები

მაგრამ ნიისეს აღარაფერი ესმოდა. მას ეძინა

დილით ბერტილს ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდნენ მშობლები, ისინი კი ჯერ არ ჩქარობდნენ. საერთოდ, ის ძალიან ნაღვლიანობდა დილაობით, როცა ისინი სამსახურში მიდიოდნენ და მარტო ტოვებდნენ, მაგრამ დღეს სულ სხვანაირად იყო საქმე. როგორც კი მშობლემბა კარი გაიხურეს. ის იმწამსვე შეძვრა საწოლის ქვემოთ, წარმოსთქვა ჯადოსნური სიტყვები და ნიისესკენ გაემართა.

ნიისე უკვე ამდგარიყო და ღუმელიც გაეჩაღებინა.

-არა უშავს, შეშას რომ ვწვავ? – ჰკითხა მან ბერტილს

-რა თქმა უნდა, არა უშავს. დაწვი იმდენი, რამდენიც დაგჭირდება – უპასუხა ბერტილმა და ოთახს თვალი მოავლო.

-იცი, აქაურობას დალაგება სჭირდება – შესთავაზა მან

-ჰო, დალაგება არ აწყენდა – დაეთანხმა ნიისე – ისეთი ჭუჭყიანია, თითქოს არასდროს გაუწმენდიათ

ბერტილი იყო კიბეზე ადიოდა. მათ სჭირდებოდათ იატაკის ჯაგრისი და ვარცლი. სამზარეულოში ძველი, გამოუსადეგარი კბილის ჯაგრისი იპოვა და გადატეხა. შემდეგ ჭურჭლის კარადაში შეიხედა, სადაც ძალიან პატარა ლამბაქი იპოვა, რომელსაც დედა თაფლისთვის ხმარობდა. ბერტლმა ლამბაქში ცხელი წყალი ჩაასხა და საპნის ნამცეცი დაამატა.

ყველაფერი ეს, უკვე როგორც წესი, სოროსთან დაალაგა და რიტუალი გაიმეორა. ნიისეს ისევ მოუხდა დახმარებოდა ნივთების ჩაზიდვაში.

-უ,ჰ რამხელა ჯაგრისია – გაუკვირდა ნიისეს

-ეს შენ ხშირად გამოგადგება – უპასუხა ბერტილმა და ბიჭები შეუდგნენ დალაგებას. ბერტილი ჯაგრისით ხეხავდა, ნიისე კი მშრალი ნაჭრით აპრიალებდა იატაკს. მლე ლამბაქში წყალი მთლად გაშავდა, იატაკი კი თითქმის სუფთად იქცა.

-ახლა კი კიბის საფეხურზე დაჯექი და თვალები დახუჭე – კიბესთან მიიყვანა ბერტილმა – შენ სიურპრიზი გელოდება

ნიისე საფეხურზე ჩამოჯდა და თვალები დახუჭა. ესმოდა როგორ ავიდა ზევით ბერტილი. შემდეგ მოესმა, რომ ბერტილი რაღაცას მოათრევდა

-ახლა კი გაახილე თვალები!

ნიისე ასეც მოიქცა და დაინახა არც მეტი არც ნაკლები: მაგიდა, კუთხის კარადა, ორი ულამაზესი სავარძელი და ასევე ორი ხის სკამი

-ასეთი ცხოვრებაში არაფერი მინახავს – იყვირა ნიისემ – შენ ნამდვილი ჯადოქარი ხარ!

ბერტილი, რა თქმა უნდა, არ იყო ჯადოქარი – მან ეს ყველაფერი თავისი დის თოჯინების ნივთებიდან წამოიღო, თოჯინების ხალიჩაც კი მოიტანა.

ბიჭებმა ხალიჩა დააფინეს, რომელმაც მთელი იატაკი დაფარა.

-ეს ყველაზე კომფორტული სახლია – აღფრთოვანდა ნიისე. მაგრამ მართლა კომფორტულად, ოთახი მას შემდეგ გადაიქცა, რაც კარადა დადგეს კუთხეში. სავარძლები ოთახის შუაგულში დაალაგეს და ხის ჯორკოები ღუმელთან დადგეს.

-თურმე რა კარგად შეიძლებოდა აქაურობის მოწყობა – ამოიხვნეშა ნიისემ

ბერტილიც იგივეს ფიქრობდა. აქ გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ზემოთ, მის საცხოვრებელში.

ბიჭები სავარძლებში ჩასხდნენ და საუბარი გააბეს.

-ისე, არც მე მაწყენდა თავის მოწესრიგება. საშინლად ჭუჭყიანი ვარ – თქვა ნიისემ

-ხომ არ გვებანავა?! – შესთავაზა ბერილმა

წყალი გამოცვალეს და თაფლის ფინჯანი უცებ გადაიქცა დიდ, კომფორტულ აუზად, პირსახოცის ნაჭერი კი ფაფუკ ღრუბლად და მიუხედავად იმისა, რომ ჩამოტანისას საკმაოდ დაღვარეს კიბეებზე წყალი, ბიჭებმა გემრიელად იბანავეს. როცა წყალში თამაშით და წუწაობით გული იჯერეს, თბილ ზეწრებშ გაეხვივნენ და ღუმელტან ჯორკოებზე ჩამოსხდნენ. დაისვენეს და დიდხანს საუბრობდნენ ქვეყნის ამბებზე. შემდეგ ბერტილი ზევით ავიდა, საიდანაც შაქარი და ვაშლის ნაჭერი ჩამოიტანა, რომელი ბიჭებმა ღუმელში შებრაწეს.

მალე ბერტილს გაახსენდა, რომ დედ-მამა მალე უნდა დაბრუნებულიყო და ჩაცმას შეუდგა. ნიისემაც ჩაიცვა და მოწესრიგდა.

-რა კარგი იქნებოდა, რომ შეგეძლოს ჩემთან ერთად ზევით ამოსვლა. დაიმალებოდი ჩემს პერანგში და მშობლები ვერაფერს შენიშნავდნენ – წაიოცნება ბერტილმა.

ნიისეს აშაკარად მოეწონა ეს შეთავაზება.

-თაგვივით გავისუსები. ჩქამს ვერავინ გაიგებს – პირობა მისცა მან

-რა დაგემართა, თმა რამ დაგისველა? – ჰკითხა დედამ, როცა მთელი ოჯახი სუფრას მიუსხდა.

-ვიბანავე – უპასუხა ბერტილმა

-იბანავე? და სად მოახერხე ბანაობა?

ა-ი, იმ ლამბაქში – ხითხითით აჩვენა მაგიდის შუაგულში მდგარი თაფლიანი ლამბაქი ბერტილმა

მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბერტილი ხუმრობდა

-რა ბედნიერებაა, რომ ბერტილი ისევ მხიარულადაა – ესიამოვნა მამას.

-ჩემი საწყალი შვილი – თქვა დედამ – რა სამწუხაროა, რომ მთელი დღეები მარტოს გიხდება სახლში ჯდომა

ბერტილმა იგრძნო, როგორ შეუფართხალდა პერანგის შიგნით რაღაც ძალიან თბილი…

-არ ინაღვლო, დედა, მე ძალიან მხიარულად ვარ შინ მარტო

მან თითი შეაცურა პერანგის ქვეშ და ნაზად მოეფერა პატარა ნილს კარლსონს .

მე, ჩემი სიზმრები და მანანა მენაბდე

გუშინ ღამე გავისეირნეთ და გავგიჟდი, როგორ ჩაწყნარებულა ქალაქი. მუსიკა გამოურთავთ, სკამები აულაგებიათ, ხალხი თავის სახლებში დაბრუნებულა. წვეულება დამთავრებულა. მე კიდევ მეგონა, ჩემს გარშემო გუგუნი და ქაოსი იყო, ალბათ იმიტომ, რომ მე ვარ ძალიან დაჭიმული და დაძაბული. მაგრამ მიყვარს ასეთი დაძაბულობა. მიყვარს, როცა ახალ საქმეს ვიწყებ და თან მეშინია, თან მიხარია. მკიყვარს, როცა მღელვარებისგან სულ წამოხურებული ლოყებით დავდივარ და ღამე შფოთიან სიზმრებს ვნახულობ. ეს შეპყრობილობა მიყვარს, რაღაცეების აღმოჩენა, ახალ მიწებზე ფეხის დადგმა… მშვიდად და საშუალოდ დიდხანს ვერ ვჩერდები, სიტყვა სტაბილურობა მაბერებს. სულ უნდა ვიბობოქრო, ვიშხუილო და ვიღელვო. მშვიდ დინებებს ვერ ვიტან. ჰოდა, ახლა ვღელავთ და ვბობოქრობთ. წიგნების გამომცემლობა დავაარსეთ და ოდესმე მოვყვები ამბავს, როგორ მესიზმრა ერთი ცნობილი მწერალი , როგორ მირჩია რაღაც, მერე მე როგორ მოვუყევი ეს სიზმარი ირაკლის და როგორ გადავწყვიტეთ, რომ უფლება არ გვქონდა, ცნობილი მწერლისთვის არ დაგვეჯერებინა. აი, ასეთი ხალხი ვართ ჩვენ – სიზმრებს და რაღაც შინაგან ხმებს აყოლილი ხალხი.

მთელი ამ მღელვარების ფონზე, 26-ში მანანა მენაბდე კონცერტს მართავს ქუთაისში და მე ვიცი, რომ ამ კონცერტზე აუცილებლად უნდა მოვხვდე. იმიტომ, რომ ამ ქალმა მე ერთხელ სისხლი გადამისხა, გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. და მე ძალიან მინდა, ახლა, როცა კიდევ ერთხელ, სულ სხვა მიზეზების გამო მჭირდება სისხლის გადასხმა და ჭარბი ენერგია, მოვუსმინო მანანა მენაბდეს, რომელიც ჩვენთან სულ სხვაა პლანეტიდან მოვიდა. მობუსმენ და მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. მე შავ კაბას ჩავიცვამ , მიუხედავად იმისა, რომ შავს მარტო ჩაწერაზე ვიცვამ – მანანა მენაბდეს კონცერტს ჭრელაჭრულობა არ მოუხდება. თვალებსაც შავად შევიღებავ და შავი ცრემლებით ბევრს ვიტირებ და ვიმღერებ . მერე სახლში დავბრუნდები და ყველაფერი კარგად იქნება.  სისხლი მექნება გადასხმული და ყველაფერი გამოვა.

პორტუგალიის იმპერატორი

ჩემს საყვარელ “სალტკროკელებში” ერთი ადგილია, ჩორვენი დედამისს აღვიძებს დილით, მერტას თვალის გახელა ესიკვდილება და იქ წერია, ქალს ადგომამდე დარჩენილი ნახევარი საათი ოქროდ უღირდაო. სულ მაკვირვებდა ეს ფრაზა. როგორ შეიძლება, დილით ადგომა დაგეზაროს და საცოდავი ნახევარი საათი ოქროდ გიღირდესო, ძილში რა ყრიაო, ფიქრობდა პატარა მარი. ახლა მარი გაიზარდა, დედა გახდა და ნახევარი საათი კი არა, ლეას გაღვიძებამდე დარჩენილი 5 წუთი უღირს ოქროდაც და მთელი ქვეყნის საგანძურადაც.

მიუხედავად ამისა, მე და ლეა დილაობით ძალიან ადრე ვდგებით და თუ კარგი ამინდია, ფეხაკრეფით მივიპარებით ზღვაზე. ეს ყველაზე კარგი დილებია, რაც კი ოდესმე მქონია – ნაპირთან ვსხდებით, ტალღებს ველოდებით, როცა ტალღა გვეჯახება, ვკივით, კენჭებს ვისვრით და მე საკუთარ თავს ვეუბნები, რომ ჯანდაბას ის 5 წუთის ძილი, ჯანდაბას ჩემი ძვლების ტკივილი, ისედაც მთელი დღე ვერ ვხედავ ამ პატარა ყაჩაღის მოჭმუხნულ ცხვირს, ისედაც მთელი დღე ვერ ვისმენ, რა სასაცილოდ ლაპარაკობს, როგორ ბრაზდება, როგორ თამაშობს.

ლეა უკვე ბაღში წავიდა. მე და ირაკლიმ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს გადავწყვიტეთ, მისთვის ამ ეტაპზე ძალიან კარგი იქნება თანატოლებთან ურთიერთობა. დღეს უკვე მეორე დღეა და ჯერჯერობით ნორმალურად ეჩვევა. ჩვენ კიდევ ისეთი ამაყები ვიყავით, პირველად ბაღში რომ მივიყვანეთ. ერთმანეთს ვეკითხებოდით, ნუთუ ეს კეთილი და მხიარული ბავშვი ის შესიებული გორგალია, თითქმის ორი წლის წინ უცებ რომ ამოაძვრინეს და შორიდან დაგვანახესო? იმედია, ძალიან ბედნიერად იგრძნობს ბაღში თავს.

ამას წინათ ვფიქრობდი, მშობლებისთვის აუცილებლად წასაკითხი წიგნების ათეულს გავაკეთებ მეთქი. ჰოდა, შვედი ქალით დავიწყე და შვედი ქალითვე დავასრულებ – სელმა ლაგერლოფის “პორტუგალიის იმპერატორი” წაგიკითხავთ? ჩემს ათეულში აუცილებლად შევა. ერთი თხელი, უღიმღამო გარეგნობის წიგნია, მაგრამ იცით, იქ რა ამბები წერია? მამა-შვილის ამბავია, შვედი გლეხის, იანის ამბავი, რომელიც ნამდვილ პორტუგალიის იმპერატორად მაშინ გადაიქცა, თავისი ახალდაბადებული, უშნო, წითელი გოგონა რომ მიაწოდეს ხელში. მთის და სკანდინავიური ლეგენდებით შეზავებული, პრიმიტიული ამბებია იანისა და მისი კლარას მეგობრობაზე და იმაზე, რომ მშობლის სიყვარული უპირობო და ამოუწურავია. საოცარი გარდაქმნების ისტორიაა “პორტუგალიის იმპერატორი”, ძალიან სადა, მარტივი და ყველასთვის ნაცნობი, ისეთი სევდიანი და ისეთი მტკივნეული. როგორც დედამაც განვიცადე ეს წიგნინ და როგორც შვილმაც. პორტუგალიის იმპერატორი ერთი მომენტია, კლარა გამოცდაზე ზის, მამამისიც ესწრება გამოცდას. ღმერთის ერთ-ერთი სახელი უნდა დაასახელოს. მასწავლებელი უკარნახებს, ლოცვაში როგორც მოვიხსენიებთ, ისე ჰქვია ღმერთსო. კლარას “მამაო ჩვენო” გაახსენდება, წამოხტება და ამბობს, ღმერთს იანი ჰქვიაო.,მამამისის სახელი. და იცით რა, ეს ბავშვი მართალია. ჩემს ღმერთსაც თავისუფლად შეიძლება , ზურა ერქვას, იმიტომ, რომ ერთხელ, როცა მეგობრებთან ერთად ძველით ახალ წელს რომელიღაც პაბში აღვნიშნავდი , ფეხზე თხელი ბალეტკები მეცვა და ძალიან გამოპრანჭული ვიყავი. გამთენიისას ნარიყალაზე ასვლა გადავწყვიტეთ. სახლში დავრეკე და გავაფრთხილე, სადაც მივდიოდი . ჰოდა მამაჩემი ლოგინიდან ადგა, ნაქსოვი წინდები და ჩექმები აიღო, მანქანა დაქოქა, იმ პაბში მომაკითხა, ეს წინდები და ჩექმები მომცა, რა ლამაზი ხარო მითხრა, როგორ დროს ატარებო მკითხა და წავიდა. ასეთია ჩემი პორტუგალიის იმპერატორი. ასეთია კაცი, რომლის სახელსაც თავისუფლად ვიტყვი, თუ მკითხეს, შენს პირად ღმერთს რა ჰქვიაო.

ბრმა მკვლელი სტამბოლში

ადრე ერთი მოთხრობა დავწერე  “წეროსთვის”. ძალიან ბევრი ვიფიქრე ფინალზე. მთავარი გმირი, ძალიან დაწიხლული გოგო, როგორმე უნდა მომერჩინა. სადმე წავიყვან-მეთქი. ისეთ ადგილას წავიყვან, რომელიც მკვდარს ააყენებს, ტკივილებს დაუამებს, სახეში შემოულაწუნებს, ჭრილობების პირს შეუკრავს მეთქი. მე რომ სიკვდილის პირას ვიყო, ლოგინიდან წამოდგომა აღარ მინდოდეს, ჩემში რაღაცეების ნგრევის ხმა უკვე ფიზიკურად მესმოდეს ყურში, სად წავიდოდი მეთქი, ვფიქრობდი. და ბოლოს ამ გოგომ თავის ფსიქოთერაპევტს უთხრა: “ქალბატონო ნატალია, ხომ გეუბნებოდით, ერთი უხერხემლო ვინმე ვარ მეთქი.  სულ ვემალები ჩემს პრობლემებს. აი, თვალები რომ დავხუჭე, სტამბოლი გამახსენდა და გადავწყვიტე, ახლა იქ გადავიმალო. საოცარ შვებას ვგრძნობ. ცოტა ხნის წინ სადღაც წავიკითხე, ბოსფორი მალე უკან-უკან დაიხევს და საერთოდ გაქრება, მის ადგილას კი უამრავი ნაგავი, ჩაძირული გემები, პლასტმასის ბოთლები და ადამიანების ძვლები დარჩებაო. სანამ ეს მოხდება, აუცილებლად უნდა დავხედო ბოსფორს. უსიკვდილოდ უნდა დავდგე იმ ხიდზე, რომლის ქვეშაც თევზებს წვავენ. მინდა, სუსხიანი ჰაერისგან ძვლები გამეყინოს და ამან მაინც გამახსენოს, რომ ცოცხალი ვარ.”

არ ვიცი, ეს ჩემი გოგო წავიდა თუ არა სტამბოლში. “წეროს” ფინალში კი გავედი, მაგრამ ეგ მოთხრობა გადავიყვარე და გოგოზეც იმის მერე ბევრი აღარ მიფიქრია. აი, მე კი წავედი. ხოდა,  უკვე მეორედ, ამ ქალაქის ხმაურმა წაიღო ჩემი ყველა დარდი , ჩემი უზომო დაღლილობა. ირაკლისთან და მეგობრებთან ერთად ვიყავი და ღმერთო ჩემო, რა ლამაზი იყო შუადღის ხვატები და ღამის ქალაქის სინათლეები, რა ლამაზი გოგო ვყოფილვარ, რა ლამაზები იყვნენ ირაკლი, სანდრო და ანი, რა ხმამაღალი სიცილი მცოდნია, რა ბედნიერება შემძლებია … რა კარგი იდეა იყო მანქანით წასვლა და თურქეთის დათვალიერება, რა კარგი იდეა იყო ტაქსიმზე კოცნები იმ სიმღერის გავლენით, რა კარგი აზრი იყო კუნძულების მონახულება…სულ მეშინია ხოლმე იმ ადგილებში ჩასვლის, სადაც ძალიან კარგად ვიყავი. შიში მაქვს, რომ შეიძლება, იმედი გამიცრუვდეს და ის ადგილი უკვე ცუდად დამამახსოვრდეს. მაგრამ აქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ყველაფერი ისე იყო, როგორც ვინატრე.

მაგრამ ამ პოსტის დაწერას სტამბოლზე არ ვაპირებდი. თუმცა თავისთავად ასე გამოვიდა. მარგარეტ ეტვუდის “ბრმა მკვლელზე” მინდოდა დამეწერა, რომელიც თურქეთში ყოფნისას დავამთავრე. სტამბოლის გახსენებისას სულ ეს წიგნი გამახსენდება, როგორც იქ ყოფნის უღრმესი შთაბეჭდილება. atvudi

უბრალოდ, აუცილებლად უნდა მეთქვა სადმე,რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის წიგნი ვიპოვე. უნდა მეთქვა, რომ ძალიან დიდი ხანია, ასეთი აღარაფერი წამიკითხავს. უნდა მომეყოლა, როგორ მინდოდა, ქუჩაში გავვარდნილიყავი და ყველა შემხვედრისთვის მეთხოვა, მიეცათ ამ წიგნისთვის ერთი შანსი. გამახსენდა, როგორები არიან გენიალური წიგნები. გამახსენდა, როგორია, როცა ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ცხოვრებაში არაფერი წაგიკითხავს, თითქოს ყველა კითხვაზე პასუხი ამ ერთ წიგნში იპოვე. საიდან მოვიდა ეს ქალი, თავისი აირისით და ლორათი, თავისი ორი მაგარი გოგოთი, გაუტეხელი გოგოებით, ნამდვილი კერკეტი კაკლებით, ბოლოს ერთი მაინც რომ გატყდა და დაეცა, მეორე კიდევ დიდხანს, სიცოცხლის ბოლომდე ებრძოდა თავის ცხოვრებაში კაცების დადგენილ წესებს. საიდან მოვიდა ამხელა სევდა და ასეთი ტკივილები. და იცით კიდევ რა – რამდენი ხანია, ძალიან კარგი , ძალიან დიდი წიგნი აღარ წამიკითხავს სიყვარულზე. ყველა უფრთხის სიყვარულზე წერას, ალბათ ეშინიათ, ბანალურები არ გამოჩნდნენ, ან ჰგონიათ, რომ ყველაფერი დაიწერა. ხოდა, აგერ ეტვუდიც. მაგას არ შეეშინდა. და “ბრმა მკვლელში სულ რამდენჯერაა ნახსენები სიყვარული, თითქოს სად არის სიყვარული, მაგრამ ეს წიგნი სიყვარულზეა. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გიყვარს. ხოდა, ზუსტადაც სიყვარული იყო, ბოლოს ცხარე ცრემლებით რომ მატირა.მეტი არაფერი. სიყვარული და პასუხი ჩემს კითხვაზე, ვისთვის ვწერ . ვისთვის და, ვისთვისაც აირისი წერდა თავის ჩანაწერებს. ვისაც ვუყვარვარ, იმათთვის ვწერ, ვისაც მინდა, ვახსოვდე. ვინც მე მიყვარს. ვისთანაც მინდა, დავრჩე, როცა ფიზიკურად აღარ ვიარსებებ. ვისი დაბრუნების იმედიც ყოველთვის მექნება და ვისზეც უძილო ღამეებში ვიფიქრებ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ეს ვიღაც. ლეა, ირაკლი, თამთა,დედ-მამა, მეგობრები. უბრალოდ, რაღაც ფორმით სადღაც უნდა დავრჩეთ, სადღაც უნდა ვიარსებოთ, ვიღაცას ყველაფერი უნდა ვუამბოთ, როგორც აირისმა.

თავიდან მინდოდა მეთქვა, რა ორიგინალური წიგნია, რამდენი ხაზია, როგორი სევდიანი და შავთეთრი ფოტოს მსგავსი ატმოსფეროა შექმნილი, რა განსხვავებული მანერითაა დაწერილი, მაგრამ ბოლოს აღარაფერი ვთქვი. ძალიან უფასური და ბანალური მომეჩვენა ასეთი წინადადებები ჩემი ცხოვრების ამ ეტაპის წიგნისთვის. ვერ ვაკადრე ამ ქალს ეს ყველაფერი. ვერც აირისს და ლორას ვაკადრე, გაუტეხელ ჩრდილოელებს, მაგარ გოგოებს, ნამდვილ კერკეტ კაკლებს. 

და იქმნა ზაფხული

ზაფხული ბათუმში დიდი ზარზეიმით მოდის, ასეთი რამე, მგონი, თბილისს არ არ ახასიათებს. იქ ყველა სეზონი ერთმანეთში უხმაუროდ გადადის, აქ კიდევ პირველი ივნისიდან ცხოვრება ფეიერვერკს ემსგავსება. ქუჩები ქერა ხალხით და სხვადასხვაენოვანი ხმებით ივსება, გადაკარგულ ქუჩებზეც კი ზღვის ქარი უბერავს, ადამიანებს ზღვისგან გახურებული სხეულების სუნი და რაღაცნაირი, მოეროტიკულო – მოპორნოგრაფიულო აურა დააქვთ, დრო ასწრაფებულია და თითქოს რაღაც ექსტრემალურ ატრაქციონზე ვზივარ, დაღამება და დაძინება მენანება, იმიტომ, რომ როგორც სალტკროკაზე ამბობენ, “საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის”.

ამ ყველაფერ კარგთან ერთად სირთულეებიც მომრავლდა. გასამმაგებულ სამუშაოზე, რა თქმა უნდა, არ ვიწუწუნებ. ლეა გადავიდა ცხოვრების ახალ – მშობლებთან მიწებების – ეტაპზე და მე, ცოტა არ იყოს , მიჭირს. ყოველი დილის გამოსვლა მთავრდება სცენებით, ტანსაცმელზე მობღაუჭებით, ქვითინით, მუშტისხელა ცრემლებით, “დედა მოდი, მამა მოდის ” ძახილით. გულსაგლეჯია მართლა, რა. მე და ირაკლი თავჩაქინდრულები და დაჩაგრულები ვიხურავთ კარს და მერე გზაზე ერთმანეთს ვაწყნარებთ. ლეას დარდი მალე ავიწყდება და მერე მთელი დღე ერთობა, მაგრამ ვერ ვხვდები, ასე რატომ მოხდა, ალბათ დროებითი ეტაპია და გაუვლის, არ მინდა, რომ ყოველდღე ასე ინერვიულოს. სხვა მხრივ ისევ ისეთი მხიარული და კაცთმოყვარე ბავშვია, ჯერჯერობით კეთილი და რბილიlea

ესეც აქაური ზაფხულის ამბები. პოსტის დაწერა ამ სიმღერამ მომანდომა https://www.youtube.com/watch?v=7uIFISklvXY
ადრე, როცა ზაფხულის სიცხე ძალიან მთენთავდა, ამას ვრთავდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა ბავშვობა-ახალგაზრდობაში ეს სიმღერა. ყოველთვის გამამხნევებელი ეფექტი ჰქონდა ჩემზე. დღესაც სულ ამას ვუსმენ, იმიტომ,რომ არ მინდა, გულზე ხელები დავიკრიფო და გავჩერდე. გეგონება, რაღაც შინაგანი მექანიზმი დამექოქა – ყველაფერი მინდა, ამ ზაფხულს მოვასწრო, უამრავი ვიკითხო, მზემ გადამხრუკოს, მუშაობით ამოვწყდე, ლეასთან ერთად ყირაზე გადავიდე… ზაფხული ხომ ზუსტად ეგეთი ამბებისთვისაა.

მოკლე გზები

ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ ქალებზე. ნაცნობებზე, უცნობებზე, საკუთარ თავზე და მისის ტოდზე.
აი, ვფიქრობდი, ვფიქრობდი და კინგის წიგნს ვკითხულობდი. რას ვიფიქრებდი, რომ კინგთან წავიკითხავდი მოთხრობას, რომელმაც გულმუცელი ამომიტრიალა.

stephen-king-mrs-todds-shortcut

“მისის ტოდის მოკლე გზა” ჰქვია ამ შუახნის ქალის ამბავს,რომელსაც ქმარი არ უსმენს, არავინ უსმენს, მას კი ძალიან უნდა, ქმარმა მოუსმინოს და გაჰყვეს მანქანით მოკლე გზების საპოვნელად, უცხო გზების აღმოსაჩენად, მანძილის შესამოკლებლად. ოფელია ტოდის ერთადერთი გატაცება მოკლე და უცნობი გზების პოვნაა, ერთადერთი სურვილი კი ქალღმერთობა. თქვენ გდომებიათ ოდესმე ქალღმერთობა? მე არა. მე არასდროს, ბავშვობაშიც კი არ მდომებია, ვყოფილიყავი პედესტალზე შემომხტარი არსება, რომელსაც “ხელის გულზე ატარებენ” ამ გამოთქმაზე ყოველთვის მეცინებოდა და წარმოვიდგენდი ბრელოკისხელა მარის, რომელსაც, როცა გინდა, ხელისგულზე დაისვამ, როცა გინდა, ჯიბეში მიაჩუმებ., არა, გმადლობთ, სხვის ხელისგულზე დგომა ნამდვილად არ ყოფილა ჩემი საქმე. ჰოდა, ოფელიამ რომ თქვა იმ მოთხრობაში, ქალღმერთობა მინდაო, ისე გამიცრუვდა იმედი. ვიფიქრე, ამასაც ხელისგულზე ფეხით შედგომა მოუნდომებია მეთქი, მაგრამ უცებ იმან თქვა, გულის სიღრმეში ყველას უნდა ქალღმერთობა, კაცები ამას უკუღმა იგებენ და კვარცხლბეკზე აყენებენ, სინამდვილეში კი “ქალს თავისუფლება სურს, ესაა და ეს. ქალს სურს, როცა მოუნდება, მაშინ ადგეს და გაისეირნოს…”

მე მაშინ ვსეირნობ, როცა მომინდება და ჩემი მისტერ ტოდიც ყოველთვის მისმენს. ეშმაკსაც წაუღია კვარცხლბეკები!კინგს კიდევ, თუ ოდესმე ვნახავ, ჩავეხუტები და ვეტყვი, რომ ყოველთვის მიყვარდა ყველაფრისთვის, მაგრამ ღმერთკაცად ჩემთვის ოფელია ტოდის პატარა ამბის მერე გადაიქცა.

ოფელიას და ჩვენნაირებს კიდევ, დროზე და ყველა წუთზე ხარბად გამოდევნებულ გოგოებს,მწვანე შუქზე გვევლოს ჩვენამდე ფეხდაუდგმელ გზებზე.

მე მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც

ამასწინათ, მეგობარს ვეუბნებოდი, მართალია, მეორე ბავშვზე რომ ვფიქრობ, თმა ყალყზე მიდგება, მაგრამ ლეა მარტო ყოფნისთვის ძალიან მეცოდება და მალე კიდევ ერთ პატარაზე ვიფიქრებ მეთქი. იმან კიდევ, დედმამიშვილის ყოლა უბრალოდ ილუზიას ქმნის, რომ მარტო არა ხარ, თორემ აბა, კარგად დაფიქრდი, გულის სიღრმეში სულ თუ არ გქონდეს მარტოობის განცდაო.

ზოგჯერ მართლაც მაქვს. მგონი ყველას აქვს, ცხოვრების რთულ მომენტებში. მერე მეორე, უკეთესი დღე თენდება და ეს “მე არავის ვუყვარვარ” და “მარტო ვარ ეს პატარა გოგო ამ ბოროტ ქვეყანაზე” სადღაც ქრება. ან, თუ არ გაქრა, იურგენს ვიხსენებ. იურგენს ვიხსენებ, როცა ლეა ჩემი კალთიდან ჩამოხტება და ძიძასთან მირბის. იურგენს ვიხსენებ, როცა მე და ირაკლი სულ სხვადასხვა ენაზე ავლაპარაკდებით ხოლმე. იურგენი გამახსენდა ორი დღის წინაც, როცა პრაღაში გასაფრენად თითქმის აეროპორტამდე მისულები, იძულებულები გავხდით, მოულოდნელი ამბის გამო უკან დავბრუნებულიყავით და არც კი გვეფიქრა გამგზავრებაზე. რას ვიზამთ, ცხოვრებას რომ ვერ დაგეგმავ, ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი. ყოველდღიური უსიამოვნებები იმად არ ღირს, საკუთარი თავი შეგეცოდოს, ყველაზე მეტად ის მდომარეობა მძულს, როცა საკუთარი თავი მეცოდება, ამ დროს მგონია, რომ ვბეჩავდები, ვტყდები, ვუშნოვდები და ვიჭმუჭნები.

იურგენი მე და ირაკლიმ თვითმფრინავში გავიცანით. იმდენად უცნაური ამბავი იყო, რომ ზოგჯერ მგონია, ჩამეძინა და დამესიზმრა მეთქი, მაგრამ ირაკლისაც იგივე ხომ არ დაესიზმრებოდა. იჯდა ჩვენს გვერდით ასაკოვანი, მთვრალი გერმანელი, ლუდით სკდებოდა და პერიოდულად საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. მისი წამოყვირებები ნერვებს მაწყვეტდა, ისედაც საშინლად ირყეოდა თვითმფრინავი. უცებ დავინახე, რომ ხელში სათამაშო დათვი ეჭირა. ჯერ საჩუქარი მეგონა, მაგრამ დათვი ძალიან გაცვეთილი იყო. ცოტა ხანში დავაფიქსირე, რომ ამ დათვს მიმართავდა. მერე დავინახე, როგორ გაუსწორა მინიატურული შარფი, როგორ მიეფერა, როცა თვითმფრინავი კიდევ ერთხელ შეირყა . ძალიან დავინტერესდი და მე და ირაკლიმ ლაპარაკი გავუბით. საოცრად საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ბევრს ვმოგზაურობო. საქართველო დიდად არ მომეწონა, განსაკუთრებით კოშმარად მარშუტკები მახსენდებაო. ჩემი საყვარელი ქალაქი კიევია და როცა ვიგრძნობ, რომ დავბნერდი და სიკვდილი მოახლოვდა, მე და ოტო კიევში წავალთ და იქ მოვკვდებიო. დათვზე ამბობდა, მე და ოტოო. ოტოსაც ძალიან უყვარს კიევიო. გული მომეწურა და ნახევარი გზა ჩუმად მეტირებოდა. რა მარტო უნდა იყო, როგორ არსად არავინ უნდა გეგულებოდეს, რომ სათამაშო დათვის მეტს ვერავის ვერაფერს უზიარებდე.

სისულელეა ყველაფერზე ნერვიულობა. ანა გავალდასი არ იყოს, მე მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც. სულ მელოდეს ვიღაც სადღაც და სულ ვიცოდე, რომ სადღაც დამებრუნება. სადღაც მიმესვლება და სადღაც არის სახლები , სადაც სულ იტყვის ვიღაც, მოვიდა, მოვიდა ჩემი კარგი გოგოო.

დილა მშვიდობისა, მისის დოლოუეი!

გაზაფხულ-ზაფხულობით, დილაობით, თავისით მეღვიძებოდა ძალიან ადრე. სინათლით ავსებული ოთახი მაღვიძებდა და რაღაც უმიზეზო სიხარული. გავიჭიმებოდი ლოგინში და მიხაროდა, რომ მაქვს ძვლები, კუნთები, ვგრძნობ ამ კუნთებს, რომ კარგი ამინდი გათენდა, რომ გადავიძრობ ახლა ამ საბანს, გავვარდები გარეთ და ვინ იცის, ეს დღე რას მიმზადებს, რამდენ რამეს შეიძლება გიმზადებდეს ასეთი დღეები, გაზაფხულის და ზაფხულის ასეთი დღეები…

virginia

მე ვიცი, რომ შენ ივნისის დილები გირჩევნია, მაგრამ აპრილის დილა მშვიდობისა, მისის დოლოუეი!

იცით, რატომ არის კლარისა დოლოუეი ჩემი საყვარელი პერსონაჟი? იმიტომ, რომ 18 წლის კლარისა – ეს მე ვარ, 18 წლის , და 50 ს გადაცილებული კლარისა მინდა ვიყო, როცა ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯებ. მიუხედავად იმისა, რომ ვიქნები სოლიდური ქალი, ოჯახის დედა და ვინ იცის, ბებიაც, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გავმართავ შესანიშნავ, დახვეწილ წვეულებებს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა:
ივნისი იყოს ივნისი
დილა იყოს დილა
მიხაროდეს , რომ შევდგები ძვლებისგან, კუნთებისგან, სისხლი ცირკულირებს ჩემს ძარღვებში და აი, ახლა საწოლიდან ფეხს ჩამოვდგამ და ცხრა მთას გადავირბენ, ცხვრა ზღვას გადავცურავ და ვინ იცის, ეს დღე, ეს კარგამინდიანი დღე რას მომიმზადებს
და მიხაროდეს, რომ ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს კოცნიან, ეხვევიან და ცოტა უხამსად იქცევიან.

კლარისას დააღონებდა, ჩვენს ქუჩებში რომ ჩამოევლო და ენახა, რა ცოტა წყვილი კოცნის ერთმანეთს. კლარისა ძალიან გაბრაზდებოდა ახალგაზრდების კოცნით გაბრაზებულ ასაკოვან ქალებზე. კლარისას რომ თავისნაირი ქმარი ჰყოლოდა, ბოლოსდაბოლოს, პიტერ უოლშს რომ გაჰყოლოდა ცოლად, თვითონაც სიამოვნებით იკოცნავებდა 50 გადაბიჯებული, ლონდონის რომელიმე ხმაურიანი ქუჩის კუთხეში. ან რატომ მაინცდამაინც კაცებთან, სალი სეტონსაც სიამოვნებით აკოცებდა. რა სანახაობა იქნებოდა იმ დროის ლონდონში!

დედობაზე და სხვა ამბებზე

ზოგჯერ ვფიქრობ, რა საჭიროა ამდენი სტატიის კითხვა ბავშვის აღზრდაზე, ამდენი განმავითარებელი თამაშების გუგლვა, ამდენი თეორია საერთოდ რისი მომცემია მეთქი. იქნებ ჯობია, ყველაფერი ინსტინქტების დონეზე ხდებოდეს, როგორც ცხოველებში, იქნებ ასე უფრო გამარტივდეს ყველაფერი, იქნებ უფრო სწორად გამოვიდეს ყველაფერი მეთქი…

ლეა იზრდება და მეც საფიქრალი მემატება. რა ადვილია ჩვილის მოვლა: აჭამე – დაბანე-დააძინე. ახლა კი იმდენი სირთულეა. სულ ვცდილობ, ფრთხილად ვიყო. თუ რა,მეს ვუშლი, არ გამეცინოს, ყვირილის გარეშე მივცე შენიშვნა, წყობიდან არ გამოვიდე, კარგად ავუხსნა, რომ არასწორად იქცევა. მერე ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, ადრე ამ ფსიქოლოგების რჩევას სულ არავინ უყურებდა და კი იზრდებოდნენ ბავშვები მეთქი.

მაგრამ მგონი, ძალიანაც ცუდი, რომ არ უყურებდნენ და არაფერს კითხულობდნენ. ახლა ჩემი ბავშვობიდან ბევრ შემთხვევას სხვანაირად, დედის თვალით აღვიქვამ.

ამბავი პირველი: მეორე კლასში ცეკვაზე მივედი. მუსიკისგან განსხვავებით, ცეკვის გაკვეთილებზე მივფრინავდი, მაგრამ მალე ძალიან შემჯავრდა ყველაფერი, რაც ცეკვას უკავშირდებოდა. საერთოდ არცერთი ილეთი აღარ გამომდიოდა, საშინელება იყო. ყველაფრის მიზეზი კი ის გრძელი მათრახი იყო, რომელიც ჩემს ძვირფას მასწავლებელს ხელში ეჭირა, ჩვენ წრეზე დავდიოდით და წინასწარ ვერასდროს მიხვდებოდი, ვის წვივებს მოხვდებოდა მათრახი. დაძაბული და სუნთქვაშეკრული ვუახლოვდებოდი იმ ადგილს, სადაც ეს კაცი იჯდა და მათრახის ტარს მსუბუქად ირტყამდა ხელებზე. კოჭლი ქათამივით ვმოძრაობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ არადროს მომხვედრია მათრახი. ერთ დღესაც კი ჯერ წუილი გავიგე, სანამ წვივზე მწვავე ტკივილი შემომეხვეოდა, დარტყმა კი მერე ვიგრძენი. ტკივილი არ მიგრძვნია, დამცირებისგან სუნთქვა შემეკრა. ეს ამბავი არავის შეუმჩნევია, იმ კაცის ხელში მათრახის დარტყმით ვის გააკვირვებდი. მე კი, 8 წლის მორიდებული ბავშვი, თავს პირუტყვად ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ არაადამიანურად მომექცნენ. დედაჩემს მოვუყევი და მეტად იმ კაცთან აღარ მივსულვარ.

სხვაგან დავიწყე ცეკვა. ილო მასწავლებელმა, ყველაზე კეთილმა კაცმა , ვინც კი ცხოვრებაში მინახავს, მითხრა, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი და სულ წინ დამაყენა. მაგრამ მერეც კი, როცა გავიზარდე, უკვე 15 წლის ასაკში, როცა უკვე მართლა კარგად ვცეკვავდი, სულ ვოცნებობდი, რომ მივიდოდი იმ საშინელ კაცთან და ვაჩვენებდი, რა შემიძლია, რა უსამართლოდ დამარტყა მაშინ მათრახი. მსიამოვნებდა იმის წარმოდგენა, როგორ ვეუბნებოდი, რომ არაადამიანია, ბავშვები ეჯავრება და უბოროტესი კაცია. წარმოგიდგენიათ, რა ტრავმირებული ვიყავი?!

ამ მათრახიან რეპეტიციებს უამრავი მშობელი ესწრებოდა. მათ შვილებს ცხენებივით სცემდნენ და ისინი იცინოდნენ…

ამბავი მეორე: იგივე მასწავლებელი. მე 8 წლის ვიყავი, 12-13 წლიანების ჯგუფში და დანარცენი გოგოები ძალიან, ძალიან დიდები მეგონენ. უკვე ქალები. ზოგიერთს ლიფიც კი ეკეთა. მათ ძუძუები ჰქონდათ, შეყვარებულებზე ლაპარაკობდნენ, ტყავის ჩანთებს ატარებდნენ , მაგრამ სიანმდვილეში მხოლოდ 12 წლის ბავშვები იყვნენ. ბავშვები და არა ქალები. ჰოდა, მოთელვების დროს ჩვენი მასწავლებელი ხშირად უტყლაშუნებდა ამ ბავშვებს ხელს უკანალზე და ეუბნებოდა, რა სექსუალურად ტრიალებო. ამ სიტყვის მნიშვნელობა ბუნდოვნად უკვე მესმოდა და რაღაც მაშფოთებდა, მაგრამ არ შფოთავდნენ მშობლები, რომლებიც რეპეტიციებს ესწრებოდნენ. მათ შვილებს ვიღაც ოღრაში კაცი უკანალზე გაშლილ ხელისგულს უტყლაშუნებდა და ისინი იცინოდნენ…

წამომიდგენია, ახლა რომ მოხდეს მსგავსი ამბავი, რომელი მშობელი მოითმენს. მაშინ დედები მგონი ამდენს არ ფიქრობდნენ მსგავს საკიტხებზე. შეიძლება იმიტომ, რომ ბნელი 90-იანები იყო და მთავარი იყო, როგორმე ფიზიკურად გადავრჩენილიყავით. დანარჩენი მეორეხარისხოვანი ხდებოდა.

არ ვიცი, დედები გავნათლდით, მაგრამ გავხდით უკეთესები ჩვენი შვილებისთვის? ვკითხულობთ ამ კვლევებს, ვსწავლობთ თამაშებს, ვუყურებთ ვიდეო-ტუტორიალებს, მაგრამ გავცემთ საკმარის სიყვარულს? ეს მაღონებს ყველაზე მეტად. შეცდომა ხომ არ დავუშვი, ერთი კვირის ლეა ბებიას რომ დავუტოვე და სვაიაკის სათამაშოდ წავედი? ძალიან დამნაშავე ვარ, მთელ დღეს მასთან რომ ვერ ვატარებ? და მილიონი ასეთი კითხვა, რომელიც მტანჯავს და სულს მიხუთავს.

ახლა ტონი მორისონის “საყვარელი”. ამ წიგნის წაკითხვა თავში უროს ჩარტყმას ჰგავდა. “საყვარელი” ჩემთვის ყველაზე დიდი წიგნია, რაც მონობაზე წამიკითხავს (ფოლკნერის წიგნები ჩემთვის მონობაზე დაწერილი წიგნები არაა). მაგრამ ყველაზე მეტად ჩემმა კოშმარებად ხორცშესხმულმა კითხვებმა შემზარა. გათავისუფლებული , გაქცეული მონა ქალი, როცა მის სახლს შესაპყრობად მოადგებიან თეთრკანიანები, თავის უსაყვარლეს შვილს ყელს გამოჭრის. იმიტომ, რომ ძალიან უყვარს. იმიტომ, რომ არ უნდა, იგივე გაიაროს, რაც დედამისმა გაიარა. უნდა, ბავშვი ადამიანად მოკვდეს და არადსდროს, არასდროს არ გადაიქცეს პირუტყვად.
მერე, 18 წლის შემდეგ, ეს ბავშვი საფლავიდან ბრუნდება და დედას ადანაშაულებს იმაში, რომ მიატოვა და სიყვარული დააკლი. ვერ ძღება ბავშვი სიყვარულით, ითხოვს და ითხოვს, ყველაფერს ჭამს, ყველაფერი მიაქვს დედისგან. მთელ სასიცოცხლო ენერგიას აცლის – მშიერია, იმის ანაზღაურება უნდა, რაც დააკლდა. არ ბრაზობს იმის გამო, რომ დედამ ყელი გამოჭრა, მხოლოდ ის აბრაზებს, რომ მიატოვეს და სიყვარული დააკლდა.საყვარელი

ძალიან შემაშინა სიყვარულდაკლებული ბავშვის ამბავმა. რა აღარ იყო ამ წიგნში – გამათრახება, გაუპატიურება, სისხლი, ცოცხლად დაწვა და გატყავება, მაგრამ თავში უროსავით მხოლოდ ეს მომხვდა – ბავშვი, რომელსაც სიყვარული დააკლდა.

დედაჩემისნაირი დედა ვერ ვიქნები. ის ერთადერთია . ამდენს ვერასდროს შევძლებ, მაგრამ ძალიან მინდა, ლეას მთელი ჩემი უზომო და არაადამიანური სიყვარული სწორად დავანახო. მინდა, სიყვარულით გაიზარდოს, ლაღად და მშვიდად. ამაზე მეტს ვერაფერს მივცემ.

ღიმილის მტვერი

ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღიდან, ბათუმში რომ გადმოვსახლდი. ეს გადმოსახლება არაფრით ჰგავდა ორკვირიან დასვენებებს, ჩანთაში რომ მარტო კაბები, შორტები და “კუპალნიკები” გიყრია და იმას ფიქრობ, პლაჟზე რამდენ ხანს იწვე და სად გაერთო საღამოს. ეს სულ სხვანაირი ამბავი იყო – ჩემი, ირაკლის და ლეას მთელი ქონებით დატვირთული სამარშრუტო, ჩემი მშობლები და და, რომლებიც გარეთ იდგნენ და მე მანამდე ვუქნევდი ხელს, ვიდრე მათი გამოსახულება სულ არ დაპატარავდა და მერე გაქრა. მერე ჩემი საუკეთესო მეგობრის სახლს ჩავუარე და აივანზე გაფენილ სარეცხს არ ვაცილებდი თვალს – იქნებ ანა გამოვიდეს მეთქი, გეგონება, ვეღარ ვნახავდი. მერე ჩემი სკოლა გავიარეთ და უკვე მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვეღარაფერს მოვუხერხებდი და ქუთაისამდე ვიტირე.

ვინ მოვატყუო, რომ არ მეშინოდა. სულ სხვა ამბავი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში – ამ ამბავზე უკვე ბევრჯერ დამიწერია. ჩამოსვლის დღეს კი ლუკმა აღარ გადამივიდა ყელში. მერე ირაკლის და ლეას მივუწექი და თავი გავიმხნევე, ჩემი სახლი იქაა, სადაც ესენი არიან მეთქი. დილით კი, მძინარე სახლში, ამოულაგებელი ბარგიდან კედები ამოვათრიე და უჩუმრად გავიპარე ზღვის პირას სარბენად.

გავედი და მივხვდი, რომ აი, ზუსტად აქ იყო ჩემი სახლი. რომ სახლი აუცილებლად დაბადებიდან არ დაგყვება – ეს მაინც უფრო შეძენილი რამაა – სახლიც და მშობლიური ქალაქიც. ისეთი თებერვლის ნისლი იდგა, არაფერი ჩანდა . მერე, ნისლი რომ გაიფანტა, ზღვასთან დავჯექი და ყველა ჩემი შიში წყალმა წაიღო. მერე სახლში, ჩემს ნამდვილ და ერთადერთ სახლში დავბრუნდი უკვე სულ სხვა გოგო, ისეთი, როგორიც მანამდე ვიყავი – იმედიანი , გამაღიზიანებლად იმედიანიც კი. და ძალიან ძლიერი.

ჩემი ხასიათის სიძლიერეს მე ერთ ქალს ვუმადლი, ჩემი საყვარელი წიგნის ავტორს და სეხნიას – მარი მეტრაიეს. მის “ღიმილის მტვერს”, საოცარ წიგნს, რომელმაც 19 წლის მარის, ანუ ჩემი მსოფლმხდველობა ჩამოაყალიბა. ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო, საოცარია, ასე როგორ მახსოვს დეტალები – “პარნასში” ვმუშაობდი და თაროდან გამოვიღე ერთი არაფრით მიმზიდველი, ცოტა ძველი და თხელი წიგნი, ისე, სხვათაშორის დავიწყე კითხვა და ცოტა ხანში მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე. 19 წლის გოგოს მარი მეტრაიემ, მთებში გაზრდილმა გლეხის ქალმა ასწავლა, რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო. რომ პატრიარქალურ სამყაროში ქალისთვის თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი. რომ განათლება უმნიშვნელოვანესია და ქალი მარტო ოჯახის შესაქმნელად და შვილების გასაჩენად არაა შექმნილი. მაშინ ამ ყველაფერმა თავბრუ დამახვია და შიგნიდან ამანთო. მერე კი, რომ გავიზარდე და რომ მეკითხებოდნენ, შენს მკვეთრად ფემინისტურ შეხედულებებზე გავლენა რომელმა წიგნმა მოახდინაო, მე ყოველთვის ვირჯინია ვულფის “საუთარ ოთახს” ვასახელებდი, მაგრამ სინამდვილეში ეს მარი მეტრაიე იყო, “ღიმილის მტვერი”.

123

მერე, როცა პარნასში აღარ ვმუშაობდი და ეს წიგნი მინდოდა, სახლში მქონოდა, ის თაროებიდან გაქრა. ამდენი წელი ვეძებე და უკვე ხელიც ჩავიქნიე და დავივიწყე კიდეც. და რამდენიმე დღის წინ, წიგნები რომ ჩამოგვივიდა და ყუთი გავხსენი, უცებ ისეთ ნაცნობ ყდას მოვკარი თვალი, გული შემეკუმშა და ყურები დამიგუბდა. თან არც მინდოდა ამოღება, იმედი რომ არ გამცრუებოდა. ამოვიღე და რა თქმა უნდა, ის იყო, “ღიმილის მტვერი”. არასდროს არაფერში შემეშლებოდა.

ვერც აღვწერ , ეს რა შეგრძნება იყო. თითქოს დიდი ხნით წასულ , საუკეთესო მეგობარს გადავეყარე ქუჩაში შემთხვევით. თავთან დავიდე და ვკითხულობ და ვკითხულობ. ალბათ სულ იქ მედება. მივხვდი, როგორ მიყვარს და მენატრება 19 წლის მარი – გოგო, რომლის აზრები სხვა ქალმა ასე ჩამოაყალიბა. გოგო, რომელსაც ეკლესია არ მოსწონდა და ამის გამო ეშინოდა, რომ აუცილებლად დაისჯებოდა, ან ღმერთისგან , ან ადამიანებისგან. მეორე, დიდმა მარიმ კი დაამშვიდა და უთხრა, რომ ასეთი გოგოები კი არ ისჯებიან, ისისნი ღმერთს უყვარდება, იმიტომ, რომ მათ უყვართ ღმერთი. და ღმერთი მერე მათ სამყაროზე გამავალ ფანჯრებს უღებთ – მარი მეტრაიეს თავისი ქსოვილების მაღაზიით, მარი კორინთელს -წიგნების მაღაზიით.

ახლა უკვე სულ სხვა რამეები დავინახე ამ წიგნში, ასე ვთქვათ, უკვე დიდი გოგოსავით წავიკითხე. უკვე მისტიკამ, სისადავემ, ჯადოსნურმა ამბებმა, ყოფითმა დეტალებმა მომხიბლა. მისმა საუბრებმა სიყვარულსა და ურთიერთობებზე. და კიდევ მარის მაღაზიამ და ადამიანებმა.აფორიაქების ნაცვლად უკვე დავმშვიდდი. ახლ იმას ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ხმაურიანი რევოლუციებისთვის , უფლებებზე ბრძოლისთვის კი არა, ზუსტადაც პასტორალური სიმშვიდისთვის დაიწერა მეთქი. ალბათ სულ ასეა – საკუთრად შენთვის დაწერილი წიგნებიდან ზუსტად იმას იღებ ხოლმე, რაც იმ მომენტში გჭირდება.