შიგთავსზე გადასვლა

და იქმნა ზაფხული

ივლისი 5, 2014

ზაფხული ბათუმში დიდი ზარზეიმით მოდის, ასეთი რამე, მგონი, თბილისს არ არ ახასიათებს. იქ ყველა სეზონი ერთმანეთში უხმაუროდ გადადის, აქ კიდევ პირველი ივნისიდან ცხოვრება ფეიერვერკს ემსგავსება. ქუჩები ქერა ხალხით და სხვადასხვაენოვანი ხმებით ივსება, გადაკარგულ ქუჩებზეც კი ზღვის ქარი უბერავს, ადამიანებს ზღვისგან გახურებული სხეულების სუნი და რაღაცნაირი, მოეროტიკულო – მოპორნოგრაფიულო აურა დააქვთ, დრო ასწრაფებულია და თითქოს რაღაც ექსტრემალურ ატრაქციონზე ვზივარ, დაღამება და დაძინება მენანება, იმიტომ, რომ როგორც სალტკროკაზე ამბობენ, “საოცარია, მაგრამ ზაფხული ყოველთვის ძალიან მალე გადის”.

ამ ყველაფერ კარგთან ერთად სირთულეებიც მომრავლდა. გასამმაგებულ სამუშაოზე, რა თქმა უნდა, არ ვიწუწუნებ. ლეა გადავიდა ცხოვრების ახალ – მშობლებთან მიწებების – ეტაპზე და მე, ცოტა არ იყოს , მიჭირს. ყოველი დილის გამოსვლა მთავრდება სცენებით, ტანსაცმელზე მობღაუჭებით, ქვითინით, მუშტისხელა ცრემლებით, “დედა მოდი, მამა მოდის ” ძახილით. გულსაგლეჯია მართლა, რა. მე და ირაკლი თავჩაქინდრულები და დაჩაგრულები ვიხურავთ კარს და მერე გზაზე ერთმანეთს ვაწყნარებთ. ლეას დარდი მალე ავიწყდება და მერე მთელი დღე ერთობა, მაგრამ ვერ ვხვდები, ასე რატომ მოხდა, ალბათ დროებითი ეტაპია და გაუვლის, არ მინდა, რომ ყოველდღე ასე ინერვიულოს. სხვა მხრივ ისევ ისეთი მხიარული და კაცთმოყვარე ბავშვია, ჯერჯერობით კეთილი და რბილიlea

ესეც აქაური ზაფხულის ამბები. პოსტის დაწერა ამ სიმღერამ მომანდომა https://www.youtube.com/watch?v=7uIFISklvXY
ადრე, როცა ზაფხულის სიცხე ძალიან მთენთავდა, ამას ვრთავდი ხოლმე. ძალიან მიყვარდა ბავშვობა-ახალგაზრდობაში ეს სიმღერა. ყოველთვის გამამხნევებელი ეფექტი ჰქონდა ჩემზე. დღესაც სულ ამას ვუსმენ, იმიტომ,რომ არ მინდა, გულზე ხელები დავიკრიფო და გავჩერდე. გეგონება, რაღაც შინაგანი მექანიზმი დამექოქა – ყველაფერი მინდა, ამ ზაფხულს მოვასწრო, უამრავი ვიკითხო, მზემ გადამხრუკოს, მუშაობით ამოვწყდე, ლეასთან ერთად ყირაზე გადავიდე… ზაფხული ხომ ზუსტად ეგეთი ამბებისთვისაა.

From → personal

8 Comments
  1. Marie Metrailler permalink

    ლეა უსაყვარლესია გამხდარი . კეთილი თვალები და ღიმილი აქვს 🙂 ხშირად წერე პოსტები რა 🙂

  2. ასეთ მშობლებს ვინ არ გამოეტირება: )
    ბათუმში ზაფხული ხომ ყველაფერი, მაგრამ ”წიგნები ბათუმში”_მ მეორე ზაფხულია უკვე, სულ სხვა ხიბლი შესძინა ამ ყველაფერს ❤

  3. “ალბათ დროებითი ეტაპია და გაუვლის” – კი, ასეა 🙂 ეტაპი აქვს, რომელსაც გადაიტანს რაღაც პერიოდში.
    ლამაზი გოგონაა ლეა ❤

  4. ლეა, ირაკლი, ბათუმი…
    მმმ, მგონი შენ უნდა იყო “რა, სად, როდის-ელი მარი, კორინთელი, ნუ მეუღლე ბაკურიძე სავარაუდოდ.
    ძალიან ბევრი მსგავსებაა და იმიტომ.
    თუ მეშლება?! არ ვიცი.

  5. რა კარგი ბავშვია, ყოჩაღ :>

დატოვე კომენტარი