სამყაროს ყველაზე ლამაზი წიგნი
ცოტა ხნის წინ, შეცდომით, ყველას გვეგონა, რომ ჩემი ქმარი ძალიან ავად იყო. მე მასთან ერთად ვათენებდი და ვაღამებდი საავადმყოფოში, თავში ”რა უნდა ვქნას” მეტი არაფერი მიტრიალებდა და ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი იდგა. დღე და ღამე ვიჯექი უცხო გარემოში,პანიკით შეპყრობილი, გარშემომყოფების ენაც კი არ მესმოდა, გარეთ ვერ გავდიოდი და საშინლად მენატრებოდა ჩემი ძალიან შორს დატოვებული, ძალიან ერთი ბეწო შვილი. გამწარებული საშველს ვეძებდი და არ ჩანდა ეს ოხერი საშველი, დრო კიდევ ჩვეულებრივზე ათასჯერ ნელა გადიოდა. მერე ჩანთაში ერიკ-ემანუელ შმიტის მოთხრობების კრებული, ”ოდეტ ტულმონდი” ვიპოვე.
მე შმიტი არ მიყვარს. მისი წიგნების უმეტესობა, ”პილატეს სახარების ” გარდა, 2 კვირაში დამავიწყდა. ყველა წიგნმა ბლომად ცრემლი მაღვრევინა, თითქოს თავიც შემაყვარა, ძალიანაც მეახლობლა იქაური სიტკბოები, მაგრამ ბოლოს უკვე გულისრევამდე მივედი ამდენი სიტკბოსგან. როცა მივხვდი, რომ მისი ყველა წიგნი საოცრად ჰგავს ერთმანეთს, შმიტი დაუნანებლად დავივიწყე.
იქ კიდევ , საავადმყოფოში, სადაც დრო ამაზრენად იწელებოდა, ვკითხულობდი ამ კრებულის მოთხრობებს ისტერიულ, არასრულფასოვან ქალებზე და თითქოს საკუთარი ისტერიკა არ მეყოფოდა, უარესად მეშლებოდა ნერვები. ძლივს ჩავედი ბოლო მოთხრობამდე. ამ ბოლო მოთხრობას ”სამყაროს ყველაზე მშვენიერი წიგნი” ჰქვია.
არ ვიცი, რომელმა ზებუნებრივმა ძალამ გადაწყვიტა ჩემთვის ამ მოთხრობის გადმოგდება, რომელი კეთილი ანგელოზი ჩაერია იმ მომენტში ჩემს ცხოვრებაში. ფაქტია, რომ იმ საავადმყოფოში სამყაროს ყველაზე მშვენიერი მოთხრობა წავიკითხე, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უმშვენიერესი.
ეს პატარა მოთხრობა სტალინური რეჟიმის მიერ გადასახლებულ ქალებზეა, რომლებიც ბარაკში მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სახლებში ყველას შვილები ჰყავს დატოვებული და ყველას შვილები გოგონები არიან. ჰოდა, ეს პატიმარი ქალები მათთვის განკუთვნილ სიგარეტს არ ეწევიან, სიგარეტის ქაღალდს ერთმანეთს აბამენ და ინახავენ, რომ ოდესმე, როცა ვინმე გათავისუფლდება, თავიანთ ქალიშვილებთან წერილი გაატანონ. ბოლოს ფანქარს იშოვნიან და გადაწყვეტენ, წერილების წერა დაიწყონ. თითოეულს სამი სიგარეტის ქაღალდი აქვს.
აქეედან იწყება საოცრება. ამ მომენტს თითოეული ძალიან დიდხანს ელოდა, მაგრამ ქაღალდის პირისპირ დარჩენილებმა არ იციან, რა დაწერონ. ყველას უნდა, თავიანთ ქალიშვილებს უთხრას, როგორი დიდია მათი სიყვარული, რა უსაზღვროა მონატრება, როგორ ნანობენ, რომ ბრძოლას შესწირეს ოჯახი. უნდათ, ასწავლონ, რომ ოჯახთან შედარებით ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, სტალინსაც და მის თანამდევ ყველა საშინელებასაც. უნდათ, ეს ყველაფერი თქვან, მაგრამ 3 სიგარეტის ქაღალდი არ ჰყოფნით და მთელი ღამეები ტირიან. ბოლოს ერთი მათგანი გაბედავს და დაწერს. მერე სხვებს აჩვენებს და მთელი ბარაკი ცოცხლდება, ქალები ბედნიერები არიან, გამოსავალი იპოვნეს და წერენ და წერენ.
მეც ამ ქალებთან ერთად ვტიროდი. მეც მყავდა დატოვებული გოგო შვილი ძალიან შორს, მეც მინდოდა მისთვის მეთქვა, როგორ ძალიან მჭირდებოდა , როგორ საშინლად ვწუხდი, რომ მარტო დავტოვე და ვერ ვეუბნებოდი. იმ ქალების ყველა ცრემლი მე დავღვარე, იმათი შვილების მაგივრადაც მე ვიცრემლებოდი კედლისკენ გადაბრუნებული. არ გეტყვით, რა დაწერეს იმ ქალებმა სამ საცოდავ ფურცელზე, მაგრამ იმას კი გეტყვით, რომ თავიანთ ნაწერში ნამდვილად ჩაატიეს მთელი სიყვარული ოჯახების მიმართ და გოგოებსაც ზუსტად ასწავლეს ყველაფერი, რისი სწავლებაც უნდოდათ. ჯადოსნური რაღაცეები დაწერეს იმ ქალებმა და შვილებს მიაწვდინეს სამყაროს ყველაზე ლამაზი წიგნი.
ჩვენ სახლში დავბრუნდით, ჯანმრთელები და ბედნიერები და უკვე მადლობას ვეუბნები იმ საშინელ დღეებს, რომლებმაც სამყაროს ყველაზე ლამაზი წიგნი მაჩუქეს.
რა კარგია,რომ ჯანმრთელები დაბრუნდით 🙂
tkbili da gemrieli postia da dzaliam emociuri! wigni roca miyvars sheni shtabechdilebis mere kidev ufro miyvardeba an tundac ar vicode mainc miyvardeba 🙂 yvela miyvarxart ❤
შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ, სულ ვფიქრობ იმაზე, როგორი იქნება ჩვენხელა ლეა, რა გაუხარდება, რა ეწყინება, რაზე იფიქრებს, რაზე იოცნებებს.
სასაცილოა ალბათ , მაგრამ მართლა ასეთ რამეებზე ვფიქრობ
ლეას გაუმართლა შენ რომ მისი დედიკო ხარ:*
am cignis coverze chemi tkbili megobaria. shmidti mec kiar miyvars mara magis xatrit da sheni reviews gatvaliscinebitac casakitxi cignia :”)
ვაა, კითხვა მომინდა.
დღეს ვიყიდე ეს წიგნი და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ეს სწორედ ის წიგნია, რომელზეც შენთან წავიკითხე და ახლა როცა აღმოვაჩინე, რომ ის წიგნია, ფრიად გახარებული ვარ:)))
მე შენი პოსტები მახსოვს, მახსოვს, მახსოვს…
აი როგორც კარგ წიგნს რომ წაიკითხავ და ფრაგმენტებად გახსენდება:*:*
ჰო კიდევ ,,რა, სად, როდის? გიყურე და ისეთი საყვარელი იყავი. კაკქტუსი და ამელი ნოტომის ,,კრძალვით და ცახცახით”. უკარგესი გოგო ხარ:*
სალომე, ძალიან დიდი მადლობა !!! საშინლად გამახარა შენმა სიტყვებმა :* მადლობა, რომ ხშირად კითხულობ ჩემ ბლოგს. ყოველთვის ისეთ სიტყვებს მეუბნები, მერე დავდივარ გულაჩუყებული 🙂
მე ამ წიგნმა შემაყვარა თავი…. ძალიან კარგად წერ…. :*
ძალიან დიდი მადლობა 🙂
რა ბედნიერი ვარ, შენი ბლოგი რომ აღმოვაჩინე ❤
თბილი, მყუდრო, წიგნისსუნიანი ❤
და როგორ მომინდა ამ წიგნის წაკითხვა.. თან დარწმუნებული ვიყავი, არ იტყოდი რა დაწერეს დედებმა წერილში. "იქნებ მაინც დაწეროს, იქნებ რაა.." – ვფიქრობდი და ვკჳთხულობდი. ჩავედი ბოლომდე და არა, მაინც არ დაწერე და სწორადაც მოიქეცი.. 🙂
სანამ წიგნს ვიყიდი, ვიფიქრებ იმაზე, რა დაწერეს ქალებმა წერილში..
დარწმუნებული ვარ ვერ გამოვიცნობ. : )
მაგრამ, იმას მაინც მოვიფიქრებ, მე რას დავწერდი ასეთ დროს..
დიიიიდი მადლობა 🙂
ალბათ უკვე წაიკითხავდი კიდეც იმ მოთხრობას, მოგეწონა? ის, რაც დედებმა დაწერეს, ალბათ ერთადერთი იყო, რისი დაწერაც შეიძლებოდა ❤
“ფეისბუკის” გვერზე-მეგობარმა ერთი წიგნი მირჩია ,როცა სახელი ავკრიბე ზემოთ აღმნიშნულ წიგნის,ეს ბლოგი გამიხსნა პირველი,,,როცა გადავიკითხე მასზე ,საინტერესოდ იყო ყველანაირი ემოცია გადმოსახული,გადავწყვიტე სხვა ჩანაწერი მენახა,და მოვხდი ამ ჩანაწერზეც:
სანამ რამეს დავწერდე მასზე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ,ასეთი თბილი ფოსტებისთვის,შენთვის ეს წიგნი აღმოჩენა იყო,ჩემთვის კიდევ ეს ბლოგია აღმოჩენა და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ,ასეთი თბილი და საინტერესო ჩანაწერისთვის,პირველ რიგში გამიხარდა,ის რომ ჯამრთელები და გახარებული დაბრუნდით უკან,მეორე ის გამიხარდა ,რომ მწუხარების დროს თავი არ დახარეთ და ცხოვრება გააგრძელეთ,ეს დასტური იყო შენი სიძლიერის…
აუცივლებლად შევიძენ ამ წიგნს თუ გაყიდვაშია,და მეც ისე განვიცდი ყვეაფერს,როგორც თქვენ …
ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ისე გამახარეთ, ვერც წარმოიდგენთ 🙂