საით მივყავართ ოცნებებს და ვინილების მოტკბო, სევდიან სურნელებს
ხვალ ამ დროს, ანუ შუაღამისას, უკვე კიევში ვიქნებით. კიევამდე კი ჩემმა ოცნებებმა მიმიყვანა, რომელიც რაღაც მაგიების, ქიმიების და ალქიმიების წყალობით , იმ კაცის ოცნებებს დაემთხვა, რომელსაც ოქტომბრის ერთ თბილ საღამოს შევხვდი და მუხლების აკანკალებამდე შევიყვარე.
იმ ოქტომბრამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ თინეიჯერობისას, წიგნების მაღაზია “პარნასში” ვმუშაობდი . ეს ჩემი ცხოვრების გამორჩეული პერიოდი იყო. გარდა იმისა, რომ საოცარ ადამიანებთან ერთად ვიმუშავე, აქედან დაიწყო ჩემი ოცნების ამბავი.
საშინლად მინდოდა საკუთარი წიგნის მაღაზია, მაგრამ ხმამაღლა ვერც ვბედავდი ამის გაფიქრებას და ჩემს ოცნებას გამწარებული ვუკეთებდი ალიკაპს პირზე.ვფიქრობდი, მერე, ასაკში… მერე, ოქტომბრის ერთ საღამოს ირაკლი შევიყვარე და აღმოჩნდა, რომ ის ოცნებობდა ზღვისპირას დასახლებაზე და წიგნების მაღაზიაზე, ოღონდ მერე, ასაკში… მერე ერთ დღეს ჩვენ ვთქვით, რატომაც არა, რატომ ასაკში, რატომ არა ახლა, სანამ ახალგაზრდები, ლამაზები, ჯანმთელები და ენერგიულები ვართ, სანამ ყველაფერი აღგვაფრთოვანებს, სანამ გვაქვს დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა, სანამ შეგვიძლია, რამე ლამაზის დანახვაზე ცრემლი მოგვადგეს… დიახაც , რატომაც არა, ზუსტად აქ და ახლაო- ვთქვით ჩვენ და ავისრულეთ ის, რაც აუსრულებელი და მიუღწეველი ჩანდა.
რასაკვირველია, თმაში ჭაღარები მოგვემატა. რასაკვირველია, ბევრი რამე დევს სასწორზე. ჩვენს ანგარიშზე უკვე არის ერთთვიანი ღამეების თენება და წარმოუდგენელი ფიზიკური შრომა. მაგრამ როცა ოცნება სრულდება, იქ უკვე ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას. ოცნებები კი, ჩემი პრაქტიკით, ადვილად და იდეალურად ძალიან იშვიათად სრულდება.
ხვალ უკვე კიევში ვიქნებით წიგნების ჩამოსატანად და სულ იმაზე ვფიქრობ, საით წაგვიყვანა ჩვენმა ოცნებებმა. ძალიან, ძალიან შორს წამოგვიყვანა, ლეა გაგვაჩენინა, ზღვისპირას დაგვასახლა და ოცნების მაღაზია გაგვახსნევინა. არც ისე საშიში რამე ყოფილა ეს ოცნებების ასრულება, როგორიც აქამდე მეგონა.
არ ვიცი, რა იქნება მერე. შეიძლება “მერე” ძალიანაც იმედების გამაცრუებელი აღმოჩნდეს. მაგრამ “მერემდე” დიდი დროა. “მერემდე” ბათუმში დათბა და გაზაფხული მოვიდა, ლეა გაიზარდა ,ჩვენ კიდევ ერთხელ აღმოვაჩინეთ, რომ საოცარი მეგობრები გვყავს, რომლებიც ჩვენს დასახმარებლად მთებს გადააბრუნებენ. “მერემდე” ვიპოვეთ “ის ერთადერთი ფართი იმ ერთადერთ ქუჩაზე” და ვიყიდეთ უძველესი, ხელით მოსამართი გრამოფონი, რომელზეც ჩვენს მაღაზიაში დავუკრავთ რუსულ რომანსებს, ფრანგულ შანსონებს და ვისოცკის ვინილებს და რომელსაც ისეთი ხმა აქვს, არ შეიძლება, ცრემლი არ მოგადგეთ. არ შეიძლება, არ იგრძნოთ რაღაც შორეული, ჯადოსნური, ტკბილი და დიდი ხნის დავიწყებული. არ შეიძლება, თქვენს თანმხლებს ხელი არ მოხვიოთ და იქვე არ დაბზრიალდეთ და იბზრიალოთ დიდხანს, დიდხანს, სანამ იმ შორეულს და ტკბილს არ გაიხსენებთ…
უკარგეს ადგილას მიგიყვანათ თქვენმა ოცნებებმა 🙂
ერთ შაბათ-კვირას სპეციალურად თქვენი მაღაზიისთვის ჩამოვალ ბათუმში და ვისოცკის ვინილებსაც მოვუსმენ.
დიდი მადლობა, მოლი 🙂
ძალიან, ძალიან გაგვიხარდება შენი სტუმრობა
ძალიან ხშირი სტუმრები ვიქნებით თქვენი მარი და ირაკლი! ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის თქვენს გვერდით მიგულეთ!!!
დიდი მადლობა ბესო :* ჩვენც ძალიან გვიყვარხარ და გაფასებთ
უფალს ებარებოდეთ 🙂
მაღაზიის მისამართი დაწერეთ რა
დიდი მადლობა 🙂
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
მემედ აბაშიძის 60-ში გაიხსნება ივნისიდან (ყოფილ სტალინის ქუჩაზე)
როგორ მშურს
მაგრამ თან იცი როგორი განცდა მაქვს? შენ ამას იმსახურებ. შენ ამას იმსახურებ. შენ ამას იმსახურებ:))))
Good Luck:*
სალომეა ❤ არც კი ვიცი, რა ვთქვა. დიდი მადლობა :*
იმედი მაქვს, ოდესმე მეც დაგხედავთ! გილოცავთ! ძალიან ახლობელია ეს ოცნება ჩემთვისაც 🙂
დიდი მადლობა 🙂
ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა. მანამდე თქვენს წიგნებს ვისტუმრებთ ))
წარმატებები! ძალიან გამიხარდა, ყველაზე ლამაზი და მგონი ყველა ბიბლიოფილის ოცნებისთვის შეგისხამთ ხორცი ❤ მოლისი არ იყოს წელს ზაფხულში სპეციალურად ჩამოვალ ბათუმში ერთ შაბათ–კვირას 🙂
პ.ს.მისამართი დაწერეთ აუცილებლად
ძალიან დიდი მადლობა :* გამიხარდება შენი ნახვა
მემედ აბაშიძის 60-ში იქნება ივნისიდან (ადრე სტალოინის ქუჩა ერქვა)
უახლოეს ხანში, ალბათ, მომიწევს ბათუმში ჩამოსვლა და იმ საღამოსვე თქვენთან გავჩნდები 🙂
არა, რაღაც მშრალად დავწერე! ძალიან, ძალიან გამიხარდა! იცი, მარი, მეც ბათუმში ცხოვრებაზე ვოცნებობ, როცა დავბერდები 🙂 მერე ყოველ საღამოს შემოგივლით ყავის დასალევად და ახალი წიგნების სანახავად 🙂
რა მაგარი იქნება! მაგრამ თქვენს დაბერებამდე ჯერ ძალიან ადრეა და მანამდე გადმოდით ბათუმში :))
პირველ რიგში გილოცავ. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ დავფიქრდი, იქნებ არ ღირდა ჩემს ოცნებებზე ხელი ჩამექნია.
წარმატებები.
ra magaria…. me batumshi vcxovrob da aucileblad gestumrebit….. :* didi warmatebebi!!!
წარმატებები კიდევ ერთხელ და არაერთხელ გესტუმრებით :*
მადლობა ბიბი :*
sad aris es magazia? batumis xshiri stumari var da dzalian damainteresa! momcons es blogi!
ძალიან დიდი მადლობა 🙂 ეს მაღაზია მემედ აბაშიძის (ყოფილი სტალინის) 60 ნომერში იქნება ივნისიდან ))
gtxovt maghaziis misamarti daweret ^_^ rogorc ki chamoval pirvel rigshi tkventan moval ^_^
მემედ აბაშიძის (ყოფილი სტალინის) 60 🙂 ივნისიდან ვიხსნებით
ivnisis romel ricxvshi ixsnebit.?
ჩემი ოცნება ❤ როგორ მომინდა უცებ თქვენს ახდენილ აცნებაში მოსვლა !
მოდი, გაგვიხარდება! 🙂
ჰმმ.. ჩემს აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაშია თქვენი მაღაზია უკვე.. ^_^ აუცილებლად გესტუმრებით როცა იქნება.. წარმატებებს გისურვებთ ყველა მომავალი ოცნების ასრულებაშიც.. ^_^
პ.ს. მისამართს დაწერა არ დაგავიწყდეთ.. 🙂
ძალიან დიდი მადლობა )) ყოველთვის გაგვიხარდება შენი სტუმრობა
რა მაგარია. ბათუმში ჩამოსვლისთანავე მოგაკითხავთ. იმედია წარმატებული საქმე აღმოჩნდება. ისე მიყვარს ასრულებული ოცნებები, სხვანაირად არ შეიძლება :))
ნასტასია :*
მოვქრივარ! რა კარგი გარემო იქნება! თბილი და მყუდრო ! ❤
შენი პოსტები ოჯახს მოგანდომებს ადამიანს 🙂 დიდხანს და ბედნიერად იყავით 🙂 და აუცლებლად გესტუმრებით ზღვისპირეთში 🙂
რა კარგია ოცნებები,რომ ხდება!
იცი,მეც ვოცნებობ ვიცხოვრო ზღვისპირა ქალაქში(რამდენიმე თვე) და მქონდეს ლიტერატურული კაფე,წიგნის მაღაზია უფრო “მეშორება”:D,ე.ი შეიძლება მეც ამიხდეს 🙂
წარმატებებს გისურვებთ და გესტუმრებით ამ ზაფხულს…
შენ პოსტებს რომ ვკითხულობ, ყველა ნერვი დადებითად მემუხტება, თუ ასეთი რამ შესაძლებელია 🙂 მიხარია, რომ ოცნება აიხდინე და ჩვენც (მკითხველები) დაგვაჯერე იმაში, რომ ჩვენი ოცნებებიც ახდება! 🙂